მასწავლებლებო, რამდენი იქნებოდა თქვენი ხელფასი, საქართველოში რომ არ დაბადებულიყავით

მასწავლებლებო, რამდენი იქნებოდა თქვენი ხელფასი, საქართველოში რომ არ დაბადებულიყავით

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოში მასწავლებლების ანაზღაურება წინა წლებთან შედარებით გაიზარდა, მაინც ვერ ვიტყვით, რომ მასწავლებლობა ჩვენთან მაღალანაზრაურებად და დაფასებულ პროფესიად მიიჩნევა.

იმ მასწავლებლების საბაზო ხელფასი, რომლებსაც მუშაობა სრულ განაკვეთზე უწევთ, 245-დან 305 ლარამდე გაიზარდა. კლასის დამრიგებლობისთვის დანამატი 76,25 ლარია, რაც წინა წლებთან შედარებით 10 ლარით გაზრდილ სხვაობას გულისხმობს.

19-დან 26 საგაკვეთილო საათამდე ჩატარებისას, მასწავლებელს სრული განაკვეთის ხელფასზე ყოველ შემდგომ საათზე 5 ლარი დანამატი ეძლევა. მაგალითად, თუ პედაგოგი კვირაში 22 საათს ატარებს, თვის ბოლოს მას ხელფასზე დამატებით 80 ლარი ეძლევა.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის ბრძანების საფუძველზე, სერტიფიცირებული პედაგოგი ხელფასზე 75-ლარიან დანამატს იღებენ. ამ თანხას 125 ლარი ემატება იმ შემთხვევაში, თუ პედაგოგს ინგლისური ენისა და კომპიუტერის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი აქვს.

უხეში გათვლებით, ყველაზე საუკეთესო შემთხვევაში, საქართველოში სერთიფიცირებული ინგლისური ენისა და კომპიუტერის მცოდნე პედაგოგის ხელფასი საშუალოდ 580 ლარია მაშინ, როდესაც ოფიციალური მონაცემებით 2013 წლის მეორე ნახევარში ქვეყანაში საშუალო თვიური ხელფასი 898.7 ლარს შეადგენს.

საინტერესოა, რამდენად დაფასებულ პროფესიად მიიჩნევა მასწავლებლობა მსოფლიოს წამყვან განვითარებად და განვითარებულ ქვეყნებში და რა პირობებისა და კრიტერიუმების დაკმაყოფილება უწევთ პედაგოგებს სკოლაში სწავლების უფლების მოსაპოვებლად.

პოლონელი პედაგოგის საშუალო ხელფასი 800 დოლარია. თუმცა, ქვეყნის სხვადასხვა ოლქში მცხოვრები მასწავლებელები ე.წ. ბონუსებითაც სარგებლობენ, რაც ტრანსპორტით გადაადგილებაზე 50%-იან ფასდაკლებაში ან სპეციალური აქციების დარიგებაში გამოიხატება, რომლის გადაცვლა მაღაზიაში პროდუქტებზე შეიძლება.

პოლონელი მასწავლებელები თავიანთი კლასების მოსწავლეებს კერძო გაკვეთილებს არ უტარებენ. ეს არაეთიკურად მიიჩნევა.

გერმანელი მასწავლებლის საშუალო ხელფასი 3500 ევროს აღწევს, რაც ქვეყანაში არსებულ საშუალო ხელფასს 1000 ევროთი აჭარბებს. 3500 ევროს ოდენობის ხელფასს გერმანიაში ის პედაგოგები იღებენ, რომლებსაც კვირაში დაახლოებით 25 საათის ჩატარება უწევთ. მნიშვნელოვანია ისიც, რომ მასწავლებლობა გერმანიაში მაღალი პენსიის მიღების ერთ-ერთი წინაპირობაა.

საშუალო დონის ბრიტანელი პედაგოგის ხელფასი 3500 დოლარს აღწევს.საინტერესოა, რომ მასწავლებლებს სხვადასხვა სკოლებში სხვადასხვაგვარ მოთხოვნებს უყენებენ. მაგალითად, კერძო სკოლაში მასწავლებელს თხოვენ 2-3 დამატებითი გაკვეთილი ანაზღაურების გარეშე ჩაატაროს.

იხილეთ სტატია სრულად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია