სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ბრაზილიაში ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატი იწყება
ბრაზილიაში ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატი იწყება

ბრა­ზი­ლი­ა­ში დღეს მსოფ­ლი­ოს 2014 წლის სა­ფეხ­ბურ­თო ჩემ­პი­ო­ნა­ტი აი­ღებს სტარტს. ჩემ­პი­ო­ნა­ტის გახ­სნის სა­ზე­ი­მო ცე­რე­მო­ნია ქა­ლაქ სან პა­უ­ლუ­ში, "კო­რინ­თი­ან­სის" სტა­დი­ონ­ზე გა­ი­მარ­თე­ბა, რის შემ­დე­გაც ერ­თმა­ნეთს მას­პინ­ძე­ლი ბრა­ზი­ლი­ის ნაკ­რე­ბი და ხორ­ვა­ტია და­უ­პი­რის­პირ­დე­ბი­ან.

მატ­ჩი თბი­ლი­სის დრო­ით 12:00 სა­ათ­ზე და­ი­წყე­ბა. ფი­ნა­ლუ­რი მატ­ჩი კი 13 ივ­ლისს, რიო-დე-ჟა­ნე­ი­რო­ში, ლე­გენ­და­ლურ "მა­რა­კა­ნა­ზე" გა­ი­მარ­თე­ბა. გახ­სნის ცე­რე­მო­ნი­ალს 600-ზე მეტი მო­ნა­წი­ლე ეყო­ლე­ბა, რომ­ლე­ბიც წარ­მოდ­გე­ნას გი­გან­ტუ­რი დი­ო­დის ბურ­თის გარ­შე­მო გა­მარ­თა­ვენ. მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის ოფი­ცი­ა­ლურ სიმ­ღე­რას – We are one (ოლე ოლა) ჯე­ნი­ფერ ლო­პე­სი, პიტ­ბუ­ლი და ად­გი­ლობ­რი­ვი ბრა­ზი­ლი­ე­ლი მომ­ღე­რა­ლი კლა­უ­დია ლე­ი­ტე ას­რუ­ლე­ბენ. ცე­რე­მო­ნი­ალს 60 000 ადა­მი­ა­ნი და­ეს­წრე­ბა, ტე­ლე­ვი­ზი­ით კი მას და­ახ­ლო­ე­ბით მი­ლი­არ­დამ­დე ადა­მი­ა­ნი უყუ­რებს.

გახ­სნით მატჩს მსოფ­ლი­ოს 20 ლი­დე­რი და­ეს­წრე­ბა, მათ შო­რის ბრა­ზი­ლი­ის პრე­ზი­დენ­ტი დილ­მა რუ­სე­ფი, გერ­მა­ნი­ის კან­ცლე­რი ან­გე­ლა მერ­კე­ლი, გა­ე­რო-ს გე­ნე­რა­ლუ­რი მდი­ვა­ნი ბან კი მუნი, რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტი ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი.

მუნ­დი­ალ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას 32 ქვეყ­ნის ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბი მი­ი­ღებს. ისი­ნი შე­სარ­ჩე­ვი ეტა­პის შე­დე­გად გა­მოვ­ლინ­დნენ, ბრა­ზი­ლი­ას კი, რო­გორც მას­პინ­ძელ ქვე­ყა­ნას, პირ­და­პირ ჰქონ­და მო­ნა­წი­ლე­ო­ბის უფ­ლე­ბა მო­პო­ვე­ბუ­ლი.

ჩემ­პი­ო­ნა­ტის ფარ­გლებ­ში სულ 64 მატ­ჩი ჩა­ტარ­დე­ბა, რო­მელ­საც ბრა­ზი­ლი­ის ახა­ლი ან რე­ა­ბი­ლი­ტი­რე­ბუ­ლი 12 სტა­დი­ო­ნი უმას­პინ­ძლებს. გუნ­დე­ბი "ბრა­ზუ­კას" სა­ხელ­წო­დე­ბის მქო­ნე ბურ­თით ითა­მა­შე­ბენ. თა­მა­შე­ბი შემ­დეგ ქა­ლა­ქებ­ში ჩა­ტარ­დე­ბა: რიო-დე-ჟა­ნე­ი­რო, ბრა­ზი­ლია, სან პა­უ­ლუ, ფორ­ტა­ლე­ზა, ბელუ ორი­ზონ­ტე, პორ­ტო ალეგ­რი, სალ­ვა­დო­რი, რე­სი­ფე, კუ­ია­ბა, მა­ნა­უ­ში, ნა­ტა­ლი და კუ­რი­ტი­ბა.

სხვა­დას­ხვა უცხო­უ­რი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი და ბუკ­მე­კე­რუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი მუნ­დი­ა­ლის მთა­ვარ ფა­ვო­რი­ტად მას­პინ­ძელ გუნდს ასა­ხე­ლე­ბენ, შემ­დეგ მო­დი­ან: არ­გენ­ტი­ნა, ეს­პა­ნე­თი, გერ­მა­ნია, საფ­რან­გე­თი, იტა­ლია, ინ­გლი­სი, ბელ­გია, პორ­ტუ­გა­ლია და ჰო­ლან­დია. მათ გარ­და, მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მი­ი­ღე­ბენ: ალ­ჟი­რი, ავ­სტრა­ლია, ბოს­ნია და ჰერ­ცო­გო­ვი­ნა, კა­მე­რუ­ნი, ჩილე, კო­ლუმ­ბია, კოს­ტა რიკა, ხორ­ვა­ტია, ეკ­ვა­დო­რი, განა, სა­ბერ­ძნე­თი, ჰონ­დუ­რა­სი, ირა­ნი, კოტ დი­ვუ­ა­რი, ია­პო­ნია, მექ­სი­კა, ნი­გე­რია, რუ­სე­თი, სამ­ხრეთ კო­რეა, შვე­ი­ცა­რია, აშშ და ურუგ­ვაი.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ტრავ­მის გამო ბრა­ზი­ლი­ა­ში ას­პა­რე­ზო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა არ მი­ე­ცათ მსოფ­ლი­ოს ისეთ სა­ფეხ­ბურ­თო ვარ­სკვლა­ვებს, რო­გო­რე­ბიც არი­ან ფრენკ რი­ბე­რი (საფ­რან­გე­თი), რა­და­მელ ფალ­კაო (პორ­ტუ­გა­ლია) და მარ­კო რო­ი­სი(გერ­მა­ნია). თუმ­ცა, გულ­შე­მატ­კი­ვა­რი მუნ­დი­ალ­ზე იხი­ლავს მსოფ­ლი­ოს ორ სა­უ­კე­თე­სო ფეხ­ბურ­თელს – კრიშ­ტი­ა­ნუ რო­ნალ­დუს (პორ­ტუ­გა­ლია) და ლი­ო­ნელ მე­სის (არ­გენ­ტი­ნა), ასე­ვე ნე­ი­მარს (ბრა­ზი­ლია), უეინ რუ­ნის (ინ­გლი­სი), ლუის სუ­ა­რესს (ურუგ­ვაი), ან­დრეს ინი­ეს­ტას (ეს­პა­ნე­თი) და სხვებს.

ჩემ­პი­ო­ნატს წინ უძღვო­და ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბი. ბრა­ზი­ლი­ის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის­თვის გა­მო­ყო­ფილ დიდი რა­ო­დე­ნო­ბით თან­ხებს აპ­რო­ტეს­ტებ­დნენ.

მსოფ­ლი­ოს მოქ­მე­დი ჩემ­პი­ო­ნი ეს­პა­ნე­თია, რო­მელ­მაც 2010 წელს, სამ­ხრეთ აფ­რი­კა­ში გა­მარ­თუ­ლი მუნ­დი­ა­ლის ფი­ნალ­ში ჰო­ლან­დია ან­გა­რი­შით 1:0 და­ა­მარ­ცხა. ყვე­ლა­ზე მეტ­ჯერ (ხუთ­ჯერ) მსოფ­ლიო თასი (ქალღმერთ ნი­კეს თასი) ბრა­ზი­ლი­ას აქვს მო­პო­ვე­ბუ­ლი. ნი­კეს თა­სის მფლო­ბე­ლე­ბი ასე­ვე არი­ან: იტა­ლია (4), გერ­მა­ნია (3), არ­გენ­ტი­ნა (2), ურუგ­ვაი (2), საფ­რან­გე­თი (1), ინ­გლი­სი (1) და ეს­პა­ნე­თი (1).

ბრა­ზი­ლია მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის ფარ­გლებ­ში ტუ­რის­ტე­ბის მო­ზღვა­ვე­ბას ელო­დე­ბა. რო­გორც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მი­იჩ­ნე­ვენ, ტუ­რის­ტე­ბის სა­ერ­თო რა­ო­დე­ნო­ბა მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას 4 მი­ლი­ო­ნამ­დე ავა, რაც ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კას სე­რი­ო­ზულ სარ­გე­ბელს მო­უ­ტანს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ბრაზილიაში ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატი იწყება

ბრაზილიაში ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატი იწყება

ბრაზილიაში დღეს მსოფლიოს 2014 წლის საფეხბურთო ჩემპიონატი აიღებს სტარტს. ჩემპიონატის გახსნის საზეიმო ცერემონია ქალაქ სან პაულუში, "კორინთიანსის" სტადიონზე გაიმართება, რის შემდეგაც ერთმანეთს მასპინძელი ბრაზილიის ნაკრები და ხორვატია დაუპირისპირდებიან.

მატჩი თბილისის დროით 12:00 საათზე დაიწყება. ფინალური მატჩი კი 13 ივლისს, რიო-დე-ჟანეიროში, ლეგენდალურ "მარაკანაზე" გაიმართება. გახსნის ცერემონიალს 600-ზე მეტი მონაწილე ეყოლება, რომლებიც წარმოდგენას გიგანტური დიოდის ბურთის გარშემო გამართავენ. მსოფლიო ჩემპიონატის ოფიციალურ სიმღერას – We are one (ოლე ოლა) ჯენიფერ ლოპესი, პიტბული და ადგილობრივი ბრაზილიელი მომღერალი კლაუდია ლეიტე ასრულებენ. ცერემონიალს 60 000 ადამიანი დაესწრება, ტელევიზიით კი მას დაახლოებით მილიარდამდე ადამიანი უყურებს.

გახსნით მატჩს მსოფლიოს 20 ლიდერი დაესწრება, მათ შორის ბრაზილიის პრეზიდენტი დილმა რუსეფი, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, გაერო-ს გენერალური მდივანი ბან კი მუნი, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი.

მუნდიალში მონაწილეობას 32 ქვეყნის ეროვნული ნაკრები მიიღებს. ისინი შესარჩევი ეტაპის შედეგად გამოვლინდნენ, ბრაზილიას კი, როგორც მასპინძელ ქვეყანას, პირდაპირ ჰქონდა მონაწილეობის უფლება მოპოვებული.

ჩემპიონატის ფარგლებში სულ 64 მატჩი ჩატარდება, რომელსაც ბრაზილიის ახალი ან რეაბილიტირებული 12 სტადიონი უმასპინძლებს. გუნდები "ბრაზუკას" სახელწოდების მქონე ბურთით ითამაშებენ. თამაშები შემდეგ ქალაქებში ჩატარდება: რიო-დე-ჟანეირო, ბრაზილია, სან პაულუ, ფორტალეზა, ბელუ ორიზონტე, პორტო ალეგრი, სალვადორი, რესიფე, კუიაბა, მანაუში, ნატალი და კურიტიბა.

სხვადასხვა უცხოური მედიასაშუალებები და ბუკმეკერული ორგანიზაციები მუნდიალის მთავარ ფავორიტად მასპინძელ გუნდს ასახელებენ, შემდეგ მოდიან: არგენტინა, ესპანეთი, გერმანია, საფრანგეთი, იტალია, ინგლისი, ბელგია, პორტუგალია და ჰოლანდია. მათ გარდა, მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას მიიღებენ: ალჟირი, ავსტრალია, ბოსნია და ჰერცოგოვინა, კამერუნი, ჩილე, კოლუმბია, კოსტა რიკა, ხორვატია, ეკვადორი, განა, საბერძნეთი, ჰონდურასი, ირანი, კოტ დივუარი, იაპონია, მექსიკა, ნიგერია, რუსეთი, სამხრეთ კორეა, შვეიცარია, აშშ და ურუგვაი.

აღსანიშნავია, რომ ტრავმის გამო ბრაზილიაში ასპარეზობის საშუალება არ მიეცათ მსოფლიოს ისეთ საფეხბურთო ვარსკვლავებს, როგორებიც არიან ფრენკ რიბერი (საფრანგეთი), რადამელ ფალკაო (პორტუგალია) და მარკო როისი(გერმანია). თუმცა, გულშემატკივარი მუნდიალზე იხილავს მსოფლიოს ორ საუკეთესო ფეხბურთელს – კრიშტიანუ რონალდუს (პორტუგალია) და ლიონელ მესის (არგენტინა), ასევე ნეიმარს (ბრაზილია), უეინ რუნის (ინგლისი), ლუის სუარესს (ურუგვაი), ანდრეს ინიესტას (ესპანეთი) და სხვებს.

ჩემპიონატს წინ უძღვოდა ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციები. ბრაზილიის მოქალაქეები მსოფლიო ჩემპიონატისთვის გამოყოფილ დიდი რაოდენობით თანხებს აპროტესტებდნენ.

მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ესპანეთია, რომელმაც 2010 წელს, სამხრეთ აფრიკაში გამართული მუნდიალის ფინალში ჰოლანდია ანგარიშით 1:0 დაამარცხა. ყველაზე მეტჯერ (ხუთჯერ) მსოფლიო თასი (ქალღმერთ ნიკეს თასი) ბრაზილიას აქვს მოპოვებული. ნიკეს თასის მფლობელები ასევე არიან: იტალია (4), გერმანია (3), არგენტინა (2), ურუგვაი (2), საფრანგეთი (1), ინგლისი (1) და ესპანეთი (1).

ბრაზილია მსოფლიო ჩემპიონატის ფარგლებში ტურისტების მოზღვავებას ელოდება. როგორც ხელისუფლებაში მიიჩნევენ, ტურისტების საერთო რაოდენობა მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობისას 4 მილიონამდე ავა, რაც ქვეყნის ეკონომიკას სერიოზულ სარგებელს მოუტანს.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა