ზემო მლეთაში გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

ზემო მლეთაში გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

ზემო მლეთაში მეწყერის ჩამოწოლის ადგილზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" დუშეთის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლმა ქეთინო წიკლაურმა განუცხადა.

მისივე თქმით, ზემო მლეთაში სიტუაცია კონტროლირებადია. ადგილზე ინფრასტრუქტურის სამინისტროს საგზაო დეპარტამენტისა და დუშეთის რაიონის წარმომადგენლები მუშაობენ.

მისივე განცხადებით, მეწყერის ჩამოწოლის შედეგად მსხვერპლი არ არის. სტიქიის ზონაში 2 მსუბუქი ავტომანქანა აღმოჩნდა. მათი მფლობელები არ დაშავებულან. ისინი ლომისობას წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში იმყოფებოდნენ.

წიკლაურმა ასევე აღნიშნა, რომ ლომისის წმინდა გიორგის ტაძრიდან ჩამოსასვლელ გზაზე წლიერი წვიმის გამო რამდენიმე მგზავრი დაცურდა და 8 პირმა სხვადასხვა სახის მოტეხილობები მიიღო. ისინი მაშველებმა უსაფრთხო ტერიტორიაზე ჩამოიყვანეს და სხვადასხვა საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია