სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ექსტრემალი ქართველი ვარსკვლავები - ხიფათისმაძიებელთა საშიში გართობა
ექსტრემალი ქართველი ვარსკვლავები - ხიფათისმაძიებელთა საშიში გართობა

Ambebi.ge შე­ე­ცა­და გა­ერ­კვია, უყ­ვართ თუ არა რის­კი ცნო­ბილ ქარ­თვე­ლებს, არი­ან თუ არა და­კა­ვე­ბუ­ლი ექ­სტრე­მა­ლუ­რი სპორ­ტით. აღ­მოჩ­ნდა, რომ ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლე­ბის უმე­ტე­სო­ბას სი­ცო­ცხლე გან­სა­კუთ­რე­ბით უყ­ვარს და ამი­ტომ უარს ამ­ბო­ბენ ყვე­ლა­ფერ­ზე, რაც სა­ხი­ფა­თოა. ბევ­რმა მათ­გან­მა ცურ­ვა და თხი­ლა­მურ­ზე დგო­მაც კი არ იცის.

ზურა შა­რია

მსა­ხი­ო­ბი ზურა შა­რია ექ­სტრე­მა­ლუ­რი სპორ­ტის მოყ­ვა­რუ­ლია, და­ი­ვინ­გით არის გა­ტა­ცე­ბუ­ლი. და­სას­ვე­ნებ­ლად და სა­მოგ­ზა­უ­რად ზღვის­პი­რა ქა­ლა­ქებს და ქვეყ­ნებს ირ­ჩევს. ყვე­ლა­ზე კარ­გად თავს სწო­რედ წყლის ქვეშ გრძნობს. ხში­რად მოგ­ზა­უ­რო­ბის გე­მით, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მას­ზე ის­ლან­დი­ამ და­ტო­ვა. რო­გორც ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში მსა­ხი­ო­ბი იხ­სე­ნებს, ის­ლან­დი­ის ზღვა­ში მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე დიდი ვე­შა­პი ცხოვ­რობს, რო­მელ­საც თით­ქმის ყვე­ლა ფილმში იღე­ბენ. ამ ვე­შა­პის სა­ნა­ხა­ვად თა­ვა­დაც იყო წა­სუ­ლი. "ფულს იხდი და გემს შუა ზღვა­ში ამ ვე­შა­პის სა­ნა­ხა­ვად და სა­სე­ირ­ნოდ გაჰ­ყავ­ხარ, თან ან­კე­სებს გი­რი­გე­ბენ და კამ­ბა­ლა­ზე თევ­ზა­ობ. იქ წყა­ლი ისე­თი გამჭვირ­ვა­ლეა, ან­კესს რომ ჩა­უშ­ვებ, მის ბო­ლო­საც ხე­დავ. ერთხელ ეს ვე­შა­პი გაბ­რაზ­და და ნორ­ვე­გი­ა­ში წა­ვი­და. გე­მის კა­პი­ტან­მა ნორ­ვე­გი­ა­ში ჩა­ა­კი­თხა და ელა­პა­რა­კა – რას მიშვრე­ბი, მღუ­პავ, ბიზ­ნე­სი მი­ვარ­დე­ბაო და ვე­შა­პი ერთ კვი­რა­ში მარ­თლა დაბ­რუნ­და. ეს ქვე­ყა­ნა სა­ოც­რე­ბაა! "–იხ­სე­ნებს მსა­ხი­ო­ბი. გა­სამ­გზავ­რებ­ლად მომ­ზა­დე­ბას ზუს­ტად 15 წუთ­ში ახერ­ხებს, ამ­ბობს, რომ დიდი გა­მოც­დი­ლე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, როცა და­ი­ვინგზე მი­დის, ხში­რად გა­მო­უ­სა­დე­გი ნივ­თი უფრო მეტი მი­აქვს, რის გა­მოც სა­ჭი­რო ნივ­თე­ბის შე­ძე­ნა უცხო­ეთ­ში უწევს.

და­ვით ქა­ცა­რა­ვა

და­ვით ქა­ცა­რა­ვას ჯო­მარ­დო­ბი­სად­მი სიყ­ვა­რუ­ლი ყვე­ლას­თვის ცნო­ბი­ლია. პირ­ვე­ლად 2003 წელს და­ეშ­ვა არაგვზე, სწო­რედ მა­შინ მიხ­ვდა, რომ ექ­სტრე­მა­ლუ­რი სპორ­ტი ყვე­ლა­ზე მე­ტად იზი­დავს. შემ­დეგ ჯო­მარ­დო­ბის ფე­დე­რა­ცია ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბა და სპორ­ტის ამ სა­ხე­ო­ბას დიდ პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას უწევს. ყვე­ლა­ზე კარ­გად თავს მა­შინ გრძნობს, როცა ნავ­ში ზის და სტი­ქი­ას ებ­რძვის. ამ­ბობს, რომ ყვე­ლა მდი­ნა­რე­ზე დაშ­ვე­ბის წინ შიში აქვს, მაგ­რამ სა­ბო­ლო­ოდ სწო­რედ ამ ში­შის გა­და­ლახ­ვა სი­ა­მოვ­ნებს.

და­ვით ბაგ­რა­ტი­ო­ნი

და­ვით ბაგ­რა­ტი­ო­ნი ავ­ტოს­პორ­ტის მოყ­ვა­რუ­ლია. ამ სპორ­ტით ბავ­შვო­ბი­დან არის გა­ტა­ცე­ბუ­ლი. და­ვი­თის მამა - პრინ­ცი გი­ორ­გი ბაგ­რა­ტი­ო­ნი ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი და ეს­პა­ნე­თის მრა­ვალ­გზის ჩემ­პი­ო­ნი გახ­ლდათ ავ­ტორ­ბო­ლის სხვა­დას­ხვა კლას­ში. 12 წლის იყო, როცა პირ­ვე­ლად მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ავ­ტოკ­როს­ში და მე­ო­რე ად­გილ­ზე გა­ვი­და. 15 წლი­ა­ნი პა­უ­ზის შემ­დეგ და­ვი­თი ავ­ტოს­პორ­ტს სა­ქარ­თვე­ლო­ში და­უბ­რუნ­და. რამ­დე­ნი­მე თვის წინ და­ვით­მა ქარ­თულ ჩემ­პი­ო­ნატ­შიც მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა.

ნიკა გრი­გო­ლია

ნიკა გრი­გო­ლი­ას მო­ტოს­პორ­ტით გა­ტა­ცე­ბის ამ­ბა­ვი ყვე­ლას­თვის კარ­გად არის ცნო­ბი­ლი. იუ­მო­რის­ტმა ჯვა­რიც მო­ტო­ციკ­ლე­ტით და­ი­წე­რა. 2009 წელს მო­ტოს­პორ­ტის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტად აირ­ჩი­ეს. იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ კარ­გად მარ­თავს მო­ტო­ციკ­ლეტს, რამ­დენ­ჯერ­მე და­შა­ვე­ბუ­ლა კი­დეც, თუმ­ცა სე­რი­ო­ზუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი არას­დროს მი­უ­ღია.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ექსტრემალი ქართველი ვარსკვლავები - ხიფათისმაძიებელთა საშიში გართობა

ექსტრემალი ქართველი ვარსკვლავები - ხიფათისმაძიებელთა საშიში გართობა

Ambebi.ge შეეცადა გაერკვია, უყვართ თუ არა რისკი ცნობილ ქართველებს, არიან თუ არა დაკავებული ექსტრემალური სპორტით. აღმოჩნდა, რომ ცნობილი ქართველების უმეტესობას სიცოცხლე განსაკუთრებით უყვარს და ამიტომ უარს ამბობენ ყველაფერზე, რაც სახიფათოა. ბევრმა მათგანმა ცურვა და თხილამურზე დგომაც კი არ იცის.

ზურა შარია

მსახიობი ზურა შარია ექსტრემალური სპორტის მოყვარულია, დაივინგით არის გატაცებული. დასასვენებლად და სამოგზაურად ზღვისპირა ქალაქებს და ქვეყნებს ირჩევს. ყველაზე კარგად თავს სწორედ წყლის ქვეშ გრძნობს. ხშირად მოგზაურობის გემით, განსაკუთრებული შთაბეჭდილება მასზე ისლანდიამ დატოვა. როგორც ერთ-ერთ ინტერვიუში მსახიობი იხსენებს, ისლანდიის ზღვაში მსოფლიოში ყველაზე დიდი ვეშაპი ცხოვრობს, რომელსაც თითქმის ყველა ფილმში იღებენ. ამ ვეშაპის სანახავად თავადაც იყო წასული. "ფულს იხდი და გემს შუა ზღვაში ამ ვეშაპის სანახავად და სასეირნოდ გაჰყავხარ, თან ანკესებს გირიგებენ და კამბალაზე თევზაობ. იქ წყალი ისეთი გამჭვირვალეა, ანკესს რომ ჩაუშვებ, მის ბოლოსაც ხედავ. ერთხელ ეს ვეშაპი გაბრაზდა და ნორვეგიაში წავიდა. გემის კაპიტანმა ნორვეგიაში ჩააკითხა და ელაპარაკა – რას მიშვრები, მღუპავ, ბიზნესი მივარდებაო და ვეშაპი ერთ კვირაში მართლა დაბრუნდა. ეს ქვეყანა საოცრებაა! "–იხსენებს მსახიობი. გასამგზავრებლად მომზადებას ზუსტად 15 წუთში ახერხებს, ამბობს, რომ დიდი გამოცდილების მიუხედავად, როცა დაივინგზე მიდის, ხშირად გამოუსადეგი ნივთი უფრო მეტი მიაქვს, რის გამოც საჭირო ნივთების შეძენა უცხოეთში უწევს.

დავით ქაცარავა

დავით ქაცარავას ჯომარდობისადმი სიყვარული ყველასთვის ცნობილია. პირველად 2003 წელს დაეშვა არაგვზე, სწორედ მაშინ მიხვდა, რომ ექსტრემალური სპორტი ყველაზე მეტად იზიდავს. შემდეგ ჯომარდობის ფედერაცია ჩამოაყალიბა და სპორტის ამ სახეობას დიდ პოპულარიზაციას უწევს. ყველაზე კარგად თავს მაშინ გრძნობს, როცა ნავში ზის და სტიქიას ებრძვის. ამბობს, რომ ყველა მდინარეზე დაშვების წინ შიში აქვს, მაგრამ საბოლოოდ სწორედ ამ შიშის გადალახვა სიამოვნებს.

დავით ბაგრატიონი

დავით ბაგრატიონი ავტოსპორტის მოყვარულია. ამ სპორტით ბავშვობიდან არის გატაცებული. დავითის მამა - პრინცი გიორგი ბაგრატიონი ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული და ესპანეთის მრავალგზის ჩემპიონი გახლდათ ავტორბოლის სხვადასხვა კლასში. 12 წლის იყო, როცა პირველად მიიღო მონაწილეობა ავტოკროსში და მეორე ადგილზე გავიდა. 15 წლიანი პაუზის შემდეგ დავითი ავტოსპორტს საქართველოში დაუბრუნდა. რამდენიმე თვის წინ დავითმა ქართულ ჩემპიონატშიც მიიღო მონაწილეობა.

ნიკა გრიგოლია

ნიკა გრიგოლიას მოტოსპორტით გატაცების ამბავი ყველასთვის კარგად არის ცნობილი. იუმორისტმა ჯვარიც მოტოციკლეტით დაიწერა. 2009 წელს მოტოსპორტის ფედერაციის პრეზიდენტად აირჩიეს. იმის მიუხედავად, რომ კარგად მართავს მოტოციკლეტს, რამდენჯერმე დაშავებულა კიდეც, თუმცა სერიოზული დაზიანებები არასდროს მიუღია.

თამარ ბოჭორიშვილი

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება