სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"დღეს იქაურობა შვეიცარიას გავს" - ნათია ფანჯიკიძე მონასტრებში დედების მძიმე ღვაწლის შესახებ
"დღეს იქაურობა შვეიცარიას გავს" - ნათია ფანჯიკიძე მონასტრებში დედების მძიმე ღვაწლის შესახებ

თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის მე­უღ­ლე ნა­თია ფან­ჯი­კი­ძე "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე დე­და­თა მო­ნას­ტრებ­ში მო­ნა­ზონ­თა ცხოვ­რე­ბი­სა და მოღ­ვა­წე­ო­ბის შე­სა­ხებ წერს. მი­ნის­ტრის მე­უღ­ლე წუხს, რომ დე­და­თა მო­ნას­ტრუ­ლი ცხოვ­რე­ბა მა­ს­მე­დი­ით აქ­ტი­უ­რად არ შუქ­დე­ბა.

"ჩემი შვი­ლი დაბ­რუნ­და ექ­სპო-ჯორ­ჯი­ას სა­გა­მო­ფე­ნო კომ­პლექ­სი­დან (იგი­ვე ვე­დე­ენ­ხა) და მო­მი­ტა­ნა ღვთა­ებ­რი­ვი გე­მო­ე­ბი, - ფო­კის დე­და­თა მო­ნას­ტრის მო­ნაზვნე­ბის მიერ უნი­კა­ლუ­რი რე­ცეპ­ტე­ბით დამ­ზა­დე­ბუ­ლი რამ­დე­ნი­მე­ნა­ი­რი ყვე­ლი და ჯე­მე­ბი. თვი­თონ ვერ წა­ვე­დი, გვი­ან­სე­ზო­ნუ­რი გრი­პი მაქვს. დედა ელი­სა­ბე­დი არის ამ მო­ნას­ტრის იღუ­მე­ნია, - ქალი ბი­ოგ­რა­ფი­ით, რო­მე­ლიც სულ პა­ტა­რა გოგო წა­ვი­და სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თის სა­ზღვარ­ზე იმ დროს, როცა თბი­ლის­ში ომი იყო, როცა სა­მა­ჩაბ­ლო და აფხა­ზე­თი იკარ­გე­ბო­და, როცა გზა ფო­კის­კენ არ არ­სე­ბობ­და, მო­ბი­ლურ ტე­ლე­ფონ­ზე ლა­პა­რა­კი ზედ­მე­ტია, რომ ვინ­მეს ხან­და­ხან მა­ინც მო­ე­კი­თხა. დე­ტა­ლებს აღარ მოვ­ყვე­ბი, რამ­დე­ნი გა­სა­ჭი­რი ნახა, არ ვარ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი, ესი­ა­მოვ­ნე­ბა თუ არა მას­ზე ამ­დე­ნი ლა­პა­რა­კი, მაგ­რამ ფაქ­ტი ერ­თია, იმ სა­ში­ნელ დროს ეს ადა­მი­ა­ნე­ბი, რო­გორც სა­ზღვრის გუ­შა­გე­ბი და­ფუძნ­დნენ ამ უმ­კაც­რეს კლი­მა­ტურ (სხვა რომ არა­ფე­რი ვთქვათ) პი­რო­ბებ­ში და გა­მარ­თეს სა­მო­ნას­ტრო საქ­მი­ა­ნო­ბა. დღეს იქა­უ­რო­ბა შვე­ი­ცა­რი­ას გავს (ევ­რო­პას ვა­და­რებ, რო­გორც მოვ­ლი­ლო­ბის და კულ­ტუ­რუ­ლო­ბის სა­ზომს). ეს არ არის ერ­თა­დერ­თი მა­გა­ლი­თი სხვა­დას­ხვა მო­ნას­ტრის მო­ნაზვნე­ბის სა­ო­ცა­რი საქ­მი­ა­ნო­ბის. სულ მიკ­ვირს, რა­ტომ არ შუქ­დე­ბა, რა­ტომ არ ვრცელ­დე­ბა მათ შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია. ელი­სა­ბედ­მა ერთხელ მი­პა­სუ­ხა, იმი­ტომ რომ ეგ ამ­პარ­ტავ­ნე­ბა იქ­ნე­ბაო. მე კი მგო­ნია, რომ აღ­მზრდე­ლო­ბა და სწო­რი მა­გა­ლი­თე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა იქ­ნე­ბა.

მოკ­ლედ, ასე­თი ყვე­ლი არ მი­ჭა­მია არ­სად და არას­დროს, ბოლო ნარ­ჩე­ნე­ბი­ღაა, თუ მი­უს­წრებთ, თქვენც შე­თხზავთ სტა­ტუსს, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ :)))", - წერს ფან­ჯი­კი­ძე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

"დღეს იქაურობა შვეიცარიას გავს" - ნათია ფანჯიკიძე მონასტრებში დედების მძიმე ღვაწლის შესახებ

"დღეს იქაურობა შვეიცარიას გავს" - ნათია ფანჯიკიძე მონასტრებში დედების მძიმე ღვაწლის შესახებ

თავდაცვის მინისტრის მეუღლე ნათია ფანჯიკიძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე დედათა მონასტრებში მონაზონთა ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ წერს. მინისტრის მეუღლე წუხს, რომ დედათა მონასტრული ცხოვრება მასმედიით აქტიურად არ შუქდება.

"ჩემი შვილი დაბრუნდა ექსპო-ჯორჯიას საგამოფენო კომპლექსიდან (იგივე ვედეენხა) და მომიტანა ღვთაებრივი გემოები, - ფოკის დედათა მონასტრის მონაზვნების მიერ უნიკალური რეცეპტებით დამზადებული რამდენიმენაირი ყველი და ჯემები. თვითონ ვერ წავედი, გვიანსეზონური გრიპი მაქვს. დედა ელისაბედი არის ამ მონასტრის იღუმენია, - ქალი ბიოგრაფიით, რომელიც სულ პატარა გოგო წავიდა სამცხე-ჯავახეთის საზღვარზე იმ დროს, როცა თბილისში ომი იყო, როცა სამაჩაბლო და აფხაზეთი იკარგებოდა, როცა გზა ფოკისკენ არ არსებობდა, მობილურ ტელეფონზე ლაპარაკი ზედმეტია, რომ ვინმეს ხანდახან მაინც მოეკითხა. დეტალებს აღარ მოვყვები, რამდენი გასაჭირი ნახა, არ ვარ დარწმუნებული, ესიამოვნება თუ არა მასზე ამდენი ლაპარაკი, მაგრამ ფაქტი ერთია, იმ საშინელ დროს ეს ადამიანები, როგორც საზღვრის გუშაგები დაფუძნდნენ ამ უმკაცრეს კლიმატურ (სხვა რომ არაფერი ვთქვათ) პირობებში და გამართეს სამონასტრო საქმიანობა. დღეს იქაურობა შვეიცარიას გავს (ევროპას ვადარებ, როგორც მოვლილობის და კულტურულობის საზომს). ეს არ არის ერთადერთი მაგალითი სხვადასხვა მონასტრის მონაზვნების საოცარი საქმიანობის. სულ მიკვირს, რატომ არ შუქდება, რატომ არ ვრცელდება მათ შესახებ ინფორმაცია. ელისაბედმა ერთხელ მიპასუხა, იმიტომ რომ ეგ ამპარტავნება იქნებაო. მე კი მგონია, რომ აღმზრდელობა და სწორი მაგალითების ჩამოყალიბება იქნება.

მოკლედ, ასეთი ყველი არ მიჭამია არსად და არასდროს, ბოლო ნარჩენებიღაა, თუ მიუსწრებთ, თქვენც შეთხზავთ სტატუსს, დარწმუნებული ვარ :)))", - წერს ფანჯიკიძე.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს