სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"მეგობრების გადასარჩენად გადახტა და თვითონ დაიხრჩო..." - ურეკში დაღუპული 27 წლის ბიჭის ტრაგიკული ისტორია
"მეგობრების გადასარჩენად გადახტა და თვითონ დაიხრჩო..." - ურეკში დაღუპული 27 წლის ბიჭის ტრაგიკული ისტორია

"მე­უღ­ლე და ორი პა­ტა­რა ბიჭი დარ­ჩა და­თოს... თბი­ლი წე­სი­ე­რი, უსი­ტყვო, ყვე­ლას­თვის სა­ი­მე­დო და საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნი იყო. მხო­ლოდ მის ოჯახს კი არა, მთლი­ა­ნად სო­ფელს და­აკ­ლდა..." - ამ­ბობს ოზურ­გე­თის რა­ი­ო­ნის სო­ფელ შრო­მის რწმუ­ნე­ბუ­ლი 27 წლის და­ვით ლო­მა­ძე­ზე, რო­მელ­საც მე­სა­მე დღეა მაშ­ვე­ლე­ბი ურე­კის სა­ნა­პი­როს მიმ­დე­ბა­რე ად­გი­ლებ­ში ზღვა­ში ეძე­ბენ.

მაყ­ვა­ლა დარ­ჩია, გამ­გე­ბე­ლი:

- ოჯახ­ში ვი­ყა­ვით მი­სუ­ლი, არა­ვის ვუ­სურ­ვებ იმის სა­ცო­და­ო­ბის ნახ­ვას, რაც იქ ტრი­ა­ლებს. ჩემს სო­ფელ­ში გა­ი­ზარ­და და ვი­ცო­დი, რომ ძა­ლი­ან კე­თილ­შო­ბი­ლი ბიჭი იყო, მაგ­რამ ასე­თი დიდსუ­ლო­ვა­ნი და გა­ბე­დუ­ლი თუ იქ­ნე­ბო­და, არ მე­გო­ნა.

- დედ-მამა ჰყავს?..

- დიახ, ძმაც ჰყავს... დათო და მისი მე­გობ­რე­ბი ურეკ­ში, მშე­ნებ­ლო­ბა­ზე მუ­შა­ობ­დნენ. კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რი ბიჭი იყო, შრო­მა­ში თავს არ ზო­გავ­და. ობ­ლო­ბა­ში გაზ­რდი­ლი გო­გო­ნა ჰყავს ცო­ლად, ცდი­ლობ­და, არა­ფე­რი მო­ეკ­ლო და თავს ევ­ლე­ბო­და ცოლ-შვილს. ყვე­ლას­თვის საყ­ვა­რე­ლი ოჯა­ხი იყო... იმ დღეს დათო და მისი ორი მე­გო­ბა­რი, ორ­მო­ცა­ძე და ქურ­ცუა ერ­თად ყო­ფი­ლან, - შუ­ა­დღი­სას რო­დე­საც შე­უს­ვე­ნი­ათ, ქურ­ცუ­ას და ორ­მო­ცა­ძეს უთ­ქვამთ, წყალს გა­და­ვივ­ლებ­თო და ზღვა­ში ჩა­სუ­ლა. სა­ნა­პი­რო ზოლ­ში ძა­ლი­ან ბევ­რი "ჭაა" და იქ ბა­ნა­ობ­დნენ თურ­მე, ქურ­ცუ­ას რომ და­უყ­ვი­რია, მიშ­ვე­ლეთ, ვიხ­რჩო­ბიო, - ჯერ თოკი გა­და­უგ­დია და­თოს ამო­საყ­ვა­ნად, მერე კი პირ­და­პირ ტან­საც­მლით გა­დამხტა­რა... შემ­დეგ რა მოხ­და, არა­ვინ იცის... ქურ­ცუა და ორ­მო­ცა­ძე კი გა­მო­სუ­ლან სამ­შვი­დო­ბოს, მაგ­რამ და­თოს ეტყო­ბა, ტალ­ღამ და­არ­ტყა და ჩა­ით­რია.

- ცურ­ვა არ იცო­და?..

- არ­ცერ­თმა არ იცო­და, მაგ­რამ სა­ნა­პი­რო­ზე წყა­ლი და­ბა­ლია და ამ იმე­დით შე­ვიდ­ნენ...

იხი­ლეთ სრუ­ლად kvirispalitra.ge-ზე

ასე­ვე იხი­ლეთ: ურეკ­ში 27 წლის ბიჭ­მა მე­გობ­რე­ბი გა­და­არ­ჩი­ნა თვი­თონ კი და­იხ­რჩო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

"მეგობრების გადასარჩენად გადახტა და თვითონ დაიხრჩო..." - ურეკში დაღუპული 27 წლის ბიჭის ტრაგიკული ისტორია

"მეგობრების გადასარჩენად გადახტა და თვითონ დაიხრჩო..." - ურეკში დაღუპული 27 წლის ბიჭის ტრაგიკული ისტორია

"მეუღლე და ორი პატარა ბიჭი დარჩა დათოს... თბილი წესიერი, უსიტყვო, ყველასთვის საიმედო და საყვარელი ადამიანი იყო. მხოლოდ მის ოჯახს კი არა, მთლიანად სოფელს დააკლდა..." - ამბობს ოზურგეთის რაიონის სოფელ შრომის რწმუნებული 27 წლის დავით ლომაძეზე, რომელსაც მესამე დღეა მაშველები ურეკის სანაპიროს მიმდებარე ადგილებში ზღვაში ეძებენ.

მაყვალა დარჩია, გამგებელი:

- ოჯახში ვიყავით მისული, არავის ვუსურვებ იმის საცოდაობის ნახვას, რაც იქ ტრიალებს. ჩემს სოფელში გაიზარდა და ვიცოდი, რომ ძალიან კეთილშობილი ბიჭი იყო, მაგრამ ასეთი დიდსულოვანი და გაბედული თუ იქნებოდა, არ მეგონა.

- დედ-მამა ჰყავს?..

- დიახ, ძმაც ჰყავს... დათო და მისი მეგობრები ურეკში, მშენებლობაზე მუშაობდნენ. კეთილსინდისიერი ბიჭი იყო, შრომაში თავს არ ზოგავდა. ობლობაში გაზრდილი გოგონა ჰყავს ცოლად, ცდილობდა, არაფერი მოეკლო და თავს ევლებოდა ცოლ-შვილს. ყველასთვის საყვარელი ოჯახი იყო... იმ დღეს დათო და მისი ორი მეგობარი, ორმოცაძე და ქურცუა ერთად ყოფილან, - შუადღისას როდესაც შეუსვენიათ, ქურცუას და ორმოცაძეს უთქვამთ, წყალს გადავივლებთო და ზღვაში ჩასულა. სანაპირო ზოლში ძალიან ბევრი "ჭაა" და იქ ბანაობდნენ თურმე, ქურცუას რომ დაუყვირია, მიშველეთ, ვიხრჩობიო, - ჯერ თოკი გადაუგდია დათოს ამოსაყვანად, მერე კი პირდაპირ ტანსაცმლით გადამხტარა... შემდეგ რა მოხდა, არავინ იცის... ქურცუა და ორმოცაძე კი გამოსულან სამშვიდობოს, მაგრამ დათოს ეტყობა, ტალღამ დაარტყა და ჩაითრია.

- ცურვა არ იცოდა?..

- არცერთმა არ იცოდა, მაგრამ სანაპიროზე წყალი დაბალია და ამ იმედით შევიდნენ...

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

ასევე იხილეთ: ურეკში 27 წლის ბიჭმა მეგობრები გადაარჩინა თვითონ კი დაიხრჩო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია