ბათუმში მომხდარი ტრაგედიის ახალი დეტალები გახდა ცნობილი

 ბათუმში მომხდარი ტრაგედიის ახალი დეტალები გახდა ცნობილი

ბათუმში დღეს მომხდარი უბედური შემთხვევის შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი. როგორც ჩვენი კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან იუწყება , ხიმშიაშვილის ქუჩაზე მდებარე ცხრასართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მე-9 სართულზე, აივანი ჩამოინგრა. აივანზე სამი ადამიანი იმყოფებოდა, ჩამონგრევის შედეგად, ორი ძირს ჩამოვარდა, ერთი კი, მე-8 სართულის აივანზე დაეცა. იგი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ამასთან, უკვე ცნობილი გახდა გარდაცვლილების გვარები. უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპნენ 45 წლის იზო ბერიძე და 37 წლის ეკა დოლიძე. 40 წლამდე ასაკის მამაკაცს, იოსებ ბოლქვაძეს კი, მოტეხილობები და დაჟეჟილობები აღენიშნება.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია