სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
მოზარდთა აგრესია საგანგაშოა - ექსკლუზიური ინტერვიუ მანდატურთან
მოზარდთა აგრესია საგანგაშოა - ექსკლუზიური ინტერვიუ მანდატურთან

მას მერე, რაც მან­და­ტუ­რე­ბის სამ­სა­ხუ­რი ჩა­მო­ყა­ლიბ­და და გა­მოჩ­ნდა ჩვენს სკო­ლებ­ში, კარ­გა ხანს სა­დამ­სჯე­ლო ორ­გა­ნო­დაც კი აღიქ­მე­ბო­და და ში­შის ზარს სცემ­და გან­სა­კუთ­რე­ბით - მას­წავ­ლებ­ლებს. რას აღარ ჰყვე­ბოდ­ნენ მან­და­ტუ­რებ­ზე და ერთი პე­რი­ო­დი, მა­თით აში­ნებ­დნენ კი­დეც პე­და­გო­გებს. ბოლო პე­რი­ოდ­ში ამ სამ­სა­ხურ­მა ის სახე მი­ი­ღო, რაც უნდა ჰქო­ნო­და თა­ვი­დან­ვე, მან­და­ტუ­რე­ბი სკო­ლის ცხოვ­რე­ბის უცი­ლო­ბელ ნა­წი­ლად და უსაფრ­თხო­ე­ბის ერ­თგვარ გა­რან­ტე­ბა­დაც კი იქ­ცნენ, ნდო­ბა და პა­ტი­ვის­ცე­მა და­იმ­სა­ხუ­რეს. ახლა უკვე ბევ­რი ამ­ბობს, რომ რე­ფორ­მამ, რო­მე­ლიც თა­ვის მარ­თე­ბულ კა­ლა­პოტ­ში ჩად­გა, გა­ა­მარ­თლა კი­დეც.

აქამ­დე არ გვსმე­ნია, რას ფიქ­რო­ბენ ამ ყვე­ლა­ფერ­ზე თა­ვად ამ უწყე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი - მან­და­ტუ­რე­ბი. რა წარ­მოდ­გე­ნა აქვთ სა­კუ­თარ უფ­ლე­ბა-მო­ვა­ლე­ო­ბებ­ზე, სკო­ლა­ზე, მო­ზარ­დებ­ზე, მათ შე­სა­ხებ გავ­რცე­ლე­ბულ მო­საზ­რე­ბებ­ზე. გაგ­ვი­მარ­თლა და შეგ­ვხვდა ისე­თი რეს­პონ­დენ­ტი, რო­მე­ლიც არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად ერუ­დი­რე­ბუ­ლი, კარ­გი მო­სა­უბ­რე, კომ­პე­ტენ­ტუ­რი და საკ­მა­ოდ გა­მოც­დი­ლიც აღ­მოჩ­ნდა. სა­ნამ მან­და­ტუ­რი გახ­დე­ბო­და, ეკა ბარ­ბა­ქა­ძემ უმაღ­ლე­სი ფი­ლო­ლო­გი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბა მი­ი­ღო, კარ­გა ხანს ქარ­თულს ას­წავ­ლი­და ბავ­შვებს და შემ­დეგ მო­უ­ლოდ­ნე­ლად მან­და­ტუ­რი გახ­და. მისი წარ­სუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ეკას მო­საზ­რე­ბე­ბი ალ­ბათ კი­დევ უფრო სა­ინ­ტე­რე­სო და გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი იქ­ნე­ბა გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში მო­მუ­შა­ვე ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, მშობ­ლე­ბის­თვის და ბავ­შვე­ბის­თვის.

- მოკ­ლედ მინ­და გვი­ამ­ბო, რას აკე­თებ­დი, სა­ნამ მან­და­ტუ­რი გახ­დე­ბო­დი?

- და­ვი­ბა­დე პრო­ვინ­ცი­ა­ში, სკო­ლაც იქ და­ვამ­თავ­რე და სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ფი­ლო­ლო­გი­ის ფა­კულ­ტე­ტის დას­რუ­ლე­ბის­თა­ნა­ვე, სა­თა­ნა­დო რე­კო­მენ­და­ცი­ით, თბი­ლი­სის ერთ-ერთ სა­ჯა­რო სკო­ლა­ში ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის პე­და­გო­გად გავმწეს­დი. შვიდ­წ­ლი­ა­ნი პე­და­გო­გი­უ­რი მოღ­ვა­წე­ო­ბის შემ­დეგ მივ­ხვდი, ან იქ­ნებ ეს არა­სა­თა­ნა­დო ფი­ნან­სუ­რი და მო­რა­ლუ­რი მხარ­და­ჭე­რის შე­დე­გად (ვერც რე­პე­ტი­ტო­რო­ბა­ში ვპო­ვე თავი...) გა­დავ­წყვი­ტე, რომ ჩემი რე­სურ­სე­ბი ამო­ი­წუ­რა და სკო­ლა­ში ჩემი დარ­ჩე­ნა, რბი­ლად რომ ვთქვა, უინ­ტე­რე­სო იყო. ასე დავ­კარ­გე პრო­ფე­სი­უ­ლი და იქ­ნებ, სო­ცი­ა­ლუ­რი იდენ­ტო­ბაც და კორ­პო­რა­ცი­ულ ბიზ­ნეს­ში ჩა­ვე­ბი. სწო­რედ ამ ხან­მოკ­ლე და იმედ­გა­მაც­რუ­ე­ბე­ლი მცდე­ლო­ბის შემ­დეგ აღ­მოვ­ჩნდი შსს აკა­დე­მი­ის კედ­ლებ­ში.

იხი­ლეთ სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

მოზარდთა აგრესია საგანგაშოა - ექსკლუზიური ინტერვიუ მანდატურთან

მოზარდთა აგრესია საგანგაშოა - ექსკლუზიური ინტერვიუ მანდატურთან

მას მერე, რაც მანდატურების სამსახური ჩამოყალიბდა და გამოჩნდა ჩვენს სკოლებში, კარგა ხანს სადამსჯელო ორგანოდაც კი აღიქმებოდა და შიშის ზარს სცემდა განსაკუთრებით - მასწავლებლებს. რას აღარ ჰყვებოდნენ მანდატურებზე და ერთი პერიოდი, მათით აშინებდნენ კიდეც პედაგოგებს. ბოლო პერიოდში ამ სამსახურმა ის სახე მიიღო, რაც უნდა ჰქონოდა თავიდანვე, მანდატურები სკოლის ცხოვრების უცილობელ ნაწილად და უსაფრთხოების ერთგვარ გარანტებადაც კი იქცნენ, ნდობა და პატივისცემა დაიმსახურეს. ახლა უკვე ბევრი ამბობს, რომ რეფორმამ, რომელიც თავის მართებულ კალაპოტში ჩადგა, გაამართლა კიდეც.

აქამდე არ გვსმენია, რას ფიქრობენ ამ ყველაფერზე თავად ამ უწყების წარმომადგენლები - მანდატურები. რა წარმოდგენა აქვთ საკუთარ უფლება-მოვალეობებზე, სკოლაზე, მოზარდებზე, მათ შესახებ გავრცელებულ მოსაზრებებზე. გაგვიმართლა და შეგვხვდა ისეთი რესპონდენტი, რომელიც არაჩვეულებრივად ერუდირებული, კარგი მოსაუბრე, კომპეტენტური და საკმაოდ გამოცდილიც აღმოჩნდა. სანამ მანდატური გახდებოდა, ეკა ბარბაქაძემ უმაღლესი ფილოლოგიური განათლება მიიღო, კარგა ხანს ქართულს ასწავლიდა ბავშვებს და შემდეგ მოულოდნელად მანდატური გახდა. მისი წარსული გამოცდილების გათვალისწინებით, ეკას მოსაზრებები ალბათ კიდევ უფრო საინტერესო და გასათვალისწინებელი იქნება განათლების სისტემაში მომუშავე ადამიანებისთვის, მშობლებისთვის და ბავშვებისთვის.

- მოკლედ მინდა გვიამბო, რას აკეთებდი, სანამ მანდატური გახდებოდი?

- დავიბადე პროვინციაში, სკოლაც იქ დავამთავრე და სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის დასრულებისთანავე, სათანადო რეკომენდაციით, თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგად გავმწესდი. შვიდწლიანი პედაგოგიური მოღვაწეობის შემდეგ მივხვდი, ან იქნებ ეს არასათანადო ფინანსური და მორალური მხარდაჭერის შედეგად (ვერც რეპეტიტორობაში ვპოვე თავი...) გადავწყვიტე, რომ ჩემი რესურსები ამოიწურა და სკოლაში ჩემი დარჩენა, რბილად რომ ვთქვა, უინტერესო იყო. ასე დავკარგე პროფესიული და იქნებ, სოციალური იდენტობაც და კორპორაციულ ბიზნესში ჩავები. სწორედ ამ ხანმოკლე და იმედგამაცრუებელი მცდელობის შემდეგ აღმოვჩნდი შსს აკადემიის კედლებში.

იხილეთ სრულად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია