სიმსუქნე გადამდებია? - მეცნიერების დასკვნით არსებობს ვირუსი, რომელიც წონის მატებას იწვევს

სიმსუქნე გადამდებია? - მეცნიერების დასკვნით არსებობს ვირუსი, რომელიც წონის მატებას იწვევს

მეცნიერების აზრით, ვირუსი, რომელიც ჩვეულებრივი გრიპის მიზეზი შეიძლება გახდეს, სიმსუქნეს იწვევს. ვირუსს შეუძლია სუსტი ხველება და გაციება გამოიწვიოს. ინფექციურ ავადმყოფობას adenovirus 36 უწოდეს.

ექსპერტებმა ამ თემის შესახებ ევროპის კონგრესზე, სოფიაში ისაუბრეს. მეცნიერების მტკიცებით, არც კვების რაციონი და არც ვარჯიშის უნარ-ჩვევები არ შეცვლილა ისე რადიკალურად, რომ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში საზოგადოების დიდი ნაწილი ასე სწრაფად გასუქებულიყო.

მეცნიერებმა ექსპერიმენტი ჩაატარეს: მათ ცხოველების სხეულში ვირუსი შეიყვანეს. მიუხედავად იმისა, რომ ცხოველებისთვის საკვების რაციონი არ შეცვლილა, ინექციის შემდეგ მათ წონაში საგრძნობლად მოიმატეს. როგორც ექსპერტებმა განმარტეს, ვირუსი ცხიმის უჯრედებში იშლება, შედეგად, ცხოველი ჩვეულებრივზე მეტად სივდება. როგორც ამერიკელი ექიმი, რიჩარდ ატკინსონი ამბობს, თუ ვინმეს ეს ვირუსი შეეყრება, წონას წლების განმავლობაში ივსებს.

"შესაძლებელია, adenovirus 36 არ გადაგედოთ მსუქნებისგან - სწორედ რომ გამხდარ ადამიანებს უნდა ერიდოთ, როცა გაციებულები არიან", - ამბობს ექიმი ატკინსონი.

ექიმი ირენა ჰაინეროვა ამ პრობლემასთან ბრძოლის საშუალებას მხოლოდ ვარჯიშსა და ჯანსაღი პროდუქტებით კვებაში ხედავს.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს