სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
დაცვის მხარე გიგი უგულავას თბილისის მერად აღდგენის შუამდგომლობას დააყენებს
დაცვის მხარე გიგი უგულავას თბილისის მერად აღდგენის შუამდგომლობას დააყენებს

დღე­ვან­დელ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე დაც­ვის მხა­რე გიგი უგუ­ლა­ვას თბი­ლი­სის მე­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე აღ­დგე­ნის შუ­ამ­დგომ­ლო­ბას და­ა­ყე­ნებს. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" უგუ­ლა­ვას ად­ვო­კატ­მა, ბექა ბა­სი­ლა­ი­ამ გა­ნა­ცხა­და, სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლომ არა­კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რად ცნო ის ნორ­მე­ბი, რის სა­ფუძ­ველ­ზეც უგუ­ლა­ვას უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა შე­უ­ჩერ­და, შე­სა­ბა­მი­სად, უგუ­ლა­ვა თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე უნდა დაბ­რუნ­დეს.

"სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლომ მიმ­დი­ნა­რე წლის მა­ის­ში მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იმ ნორ­მა­თა არა­კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რად ცნო­ბის თა­ო­ბა­ზე, რომ­ლებ­საც 2013 წლის დე­კემ­ბერ­ში და­ეყ­რდნო მო­სა­მარ­თლე გიგი უგუ­ლა­ვას­თვის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის შე­ჩე­რე­ბის თა­ო­ბა­ზე. რამ­დე­ნა­დაც ეს ნორ­მე­ბი არის არა­კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რად ცნო­ბი­ლი, შე­სა­ბა­მი­სად სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაც, რომ­ლი­თაც უგუ­ლა­ვას შე­უ­ჩერ­და უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა, არის გა­სა­უქ­მე­ბე­ლი. დღეს დაც­ვის მხა­რე და­ა­ყე­ნებს ამ შუ­ამ­დგლომ­ლო­ბას, რომ გა­უქ­მდეს 2013 წლის დე­კემ­ბრის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა უგუ­ლა­ვას თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­და­ყე­ნე­ბის შე­სა­ხებ, რაც ავ­ტო­მა­ტუ­რად გა­მო­იწ­ვევს უგუ­ლა­ვას დაბ­რუ­ნე­ბას", - აღ­ნიშ­ნა ბა­სი­ლა­ი­ამ.

ად­ვო­კა­ტე­ბი არ გა­მო­რი­ცხა­ვენ, რომ ბრალ­დე­ბის მხა­რემ პრო­ცე­სი გა­ა­ჭი­ა­ნუ­როს, რათა შუ­ამ­დგომ­ლო­ბის გან­ხილ­ვა ად­გი­ლობ­რი­ვი თვითთმმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნე­ბამ­დე ვერ მო­ეს­წროს.

23 მა­ი­სის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლომ გიგი უგუ­ლა­ვას სარ­ჩე­ლი და­აკ­მა­ყო­ფი­ლა, რო­მე­ლიც მისი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის შე­ჩე­რე­ბას უკავ­შირ­დე­ბო­და. სა­სა­მარ­თლომ არა­კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რად ცნო "სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის საპ­რო­ცე­სო კო­დექ­სის 159-ე მუხ­ლის ის ნორ­მა­ტი­უ­ლი ში­ნა­არ­სი, რო­მე­ლიც ით­ვა­ლის­წი­ნებს ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის სა­ყო­ველ­თაო, თა­ნას­წო­რი და პირ­და­პი­რი სა­არ­ჩევ­ნო უფ­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, ფა­რუ­ლი კენ­ჭისყ­რით არ­ჩე­უ­ლი პი­რე­ბის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­და­ყე­ნე­ბას". სა­უ­ბა­რია თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე არ­ჩე­უ­ლი პი­რის სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით გა­და­ყე­ნე­ბა­სა და ამ პრო­ცე­დუ­რის ზე­პი­რი მოს­მე­ნის გა­რე­შე წარ­მარ­თვა­ზე.

აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ბა­თუმ­ში, სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს პლე­ნუმ­მა მი­ი­ღო.

დღეს, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში დღეს თბი­ლი­სის გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­დის საქ­მე­ზე გა­ი­მარ­თე­ბა პრო­ცე­სი. სწო­რედ ამ საქ­მის ფარ­გლებ­ში ჩა­მო­ერ­თვა უგუ­ლა­ვას უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

დაცვის მხარე გიგი უგულავას თბილისის მერად აღდგენის შუამდგომლობას დააყენებს

დაცვის მხარე გიგი უგულავას თბილისის მერად აღდგენის შუამდგომლობას დააყენებს

დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარე გიგი უგულავას თბილისის მერის თანამდებობაზე აღდგენის შუამდგომლობას დააყენებს. როგორც "ინტერპრესნიუსს" უგულავას ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ განაცხადა, საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო ის ნორმები, რის საფუძველზეც უგულავას უფლებამოსილება შეუჩერდა, შესაბამისად, უგულავა თანამდებობაზე უნდა დაბრუნდეს.

"საკონსტიტუციო სასამართლომ მიმდინარე წლის მაისში მიიღო გადაწყვეტილება იმ ნორმათა არაკონსტიტუციურად ცნობის თაობაზე, რომლებსაც 2013 წლის დეკემბერში დაეყრდნო მოსამართლე გიგი უგულავასთვის უფლებამოსილების შეჩერების თაობაზე. რამდენადაც ეს ნორმები არის არაკონსტიტუციურად ცნობილი, შესაბამისად სასამართლოს გადაწყვეტილებაც, რომლითაც უგულავას შეუჩერდა უფლებამოსილება, არის გასაუქმებელი. დღეს დაცვის მხარე დააყენებს ამ შუამდგლომლობას, რომ გაუქმდეს 2013 წლის დეკემბრის გადაწყვეტილება უგულავას თანამდებობიდან გადაყენების შესახებ, რაც ავტომატურად გამოიწვევს უგულავას დაბრუნებას", - აღნიშნა ბასილაიამ.

ადვოკატები არ გამორიცხავენ, რომ ბრალდების მხარემ პროცესი გააჭიანუროს, რათა შუამდგომლობის განხილვა ადგილობრივი თვითთმმართველობის არჩევნებამდე ვერ მოესწროს.

23 მაისის გადაწყვეტილებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გიგი უგულავას სარჩელი დააკმაყოფილა, რომელიც მისი უფლებამოსილების შეჩერებას უკავშირდებოდა. სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 159-ე მუხლის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ადგილობრივი თვითმმართველობის საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით არჩეული პირების თანამდებობიდან გადაყენებას". საუბარია თანამდებობაზე არჩეული პირის სასამართლოს გადაწყვეტილებით გადაყენებასა და ამ პროცედურის ზეპირი მოსმენის გარეშე წარმართვაზე.

აღნიშნული გადაწყვეტილება ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა მიიღო.

დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე გაიმართება პროცესი. სწორედ ამ საქმის ფარგლებში ჩამოერთვა უგულავას უფლებამოსილება.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ