ნიკო ნერგაძემ პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი დატოვა

 ნიკო ნერგაძემ პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი დატოვა

პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნიკო ნერგაძემ თანამდებობა დატოვა.

როგორც მან "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, საჯარო სამსახურში ერთ წელზე მეტი იმუშავა, რაც მისთვის საკმარისია და ახლა ძველ საქმიანობას, ჟურნალისტობას უბრუნდება.

ნიკო ნერგაძის თქმით, ის მუშაობას რადიო "თავისუფლებაში" გააგრძელებს.

ნერგაძემ პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოსტიდან წასვლაზე განცხადება 30 მაისს დაწერა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა