საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 1 ივნისს გურიაში, მოსახლეობასთან და ფერმერებთან შეხვედრისას მიხეილ სააკაშვილზე იხუმრა.
"მიშა უნდა მოვიყვანოთ და ვამუშაოთ პლანტაციებში; ეგენი, ნაციონალები დავაგროვოთ და ვამუშაოთ... კარგი იდეაა, გამასწორებელი სამუშაოები, მაგათ მოუხდებათ...", - განაცხადა პრემიერმა.
გარდა ამისა, პრემიერ-მინისტრმა მოსახლეობასთან შეხვედრისას დარწმუნებით განაცხადა, რომ "ქართული ოცნება" არც ერთ რეგიონსა და ქალაქში არ დაუშვებს სხვა პოლიტიკური ძალის გამარჯვებას".