სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"ჩემი ზედა ტუჩი ჰაერს აპარებს, ამიტომ "ტრუბაზე" ვეღარ ვუკრავ" - "მოულოდნელი კითხვები" ნინას
"ჩემი ზედა ტუჩი ჰაერს აპარებს, ამიტომ "ტრუბაზე" ვეღარ ვუკრავ" - "მოულოდნელი კითხვები" ნინას

მომ­ღე­რალ­მა ნინა წკრი­ა­ლაშ­ვილ­მა ბოლო დროს არა­ერთ პრო­ექ­ტში მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, - იმ­ღე­რა, იცეკ­ვა, პო­პუ­ლა­რულ სე­რი­ალ­შიც გა­და­ი­ღეს, ახლა სე­რი­ო­ზუ­ლი ნახ­ტო­მის­თვის ემ­ზა­დე­ბა, ზაზა შენ­გე­ლი­ამ "ბრა­ვო რე­კორდსში" მი­იწ­ვია - სა­კონ­ცერ­ტო პროგ­რა­მა­ზე უნდა და­ი­წყოს მუ­შა­ო­ბა. ამას­თან, სა­ზა­ფხუ­ლო სიმ­ღე­რის ჩა­წე­რა­საც აპი­რებს, რო­მელ­საც გა­ჰი­ტე­ბას უწი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლებს.

მოკ­ლედ, ახლა ის ბლიც-სე­რი­ის, ანუ "მო­უ­ლოდ­ნე­ლი კი­თხვე­ბის" ობი­ექ­ტი აღ­მოჩ­ნდა. რო­გორც ყო­ველ­თვის, ახ­ლაც გულ­წრფე­ლი აღ­მოჩ­ნდა, სა­კუ­თარ თავი კრი­ტი­კუ­ლა­დაც შე­ა­ფა­სა და რა­ღაც კი­თხვებს იუ­მო­რი­თაც მი­უდ­გა...

- სად ხარ ახლა?

- სახ­ლში ვარ და თმას ვიხ­ვევ, "პა­ლიტ­რა ტვ"-ში უნდა გა­ვიქ­ცე, "გა­ნო­სა და კო­ტეს შო­უ­ში"...

- რო­გორ ხა­სი­ათ­ზე ხარ?

- დღეს რომ გა­ვიღ­ვი­ძე, უკვე მზე იყო ამო­სუ­ლი, აი­ვან­ზე გა­ვე­დი და მშვე­ნი­ერ ხა­სი­ათ­ზე დავ­დე­ქი. ისე, ბოლო დროს გა­მო­ვი­მუ­შა­ვე ასე­თი რამ: რო­გო­რი ამინ­დიც უნდა იყოს (წვი­მა თუ ქა­რიშ­ხა­ლი), ვამ­ბობ, რა კარ­გია, დღეს მშვე­ნი­ე­რი ამინ­დი იქ­ნე­ბა და არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ გუ­ნე­ბა­ზე ვდგე­ბი...

- ნინა, ვა­კე­ლი ხარ?

- მე გო­რე­ლი ვარ, მაგ­რამ ვა­კე­ში ვცხოვ­რობ...

- "სოფ­ლელს" ვის უწო­დებ?

- კარგ სო­ფელს და სოფ­ლის მო­სახ­ლე­ო­ბას რა სჯო­ბია?! ვგიჟ­დე­ბი და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს სოფ­ლებ­ზე. ბავ­შვო­ბი­დან ვოც­ნე­ბობ­დი, რომ იქ სად­მე, რო­მე­ლი­მე რა­ი­ონ­ში სახ­ლი მქო­ნო­და, რად­გა­ნაც მათი გამ­წვა­ნე­ბუ­ლი და მოვ­ლი­ლი ეზო­ე­ბი სულ მომ­წონ­და... ისე კი, "სოფ­ლე­ლო­ბა" რა­ზეც მკი­თხე, მი­მაჩ­ნია, რომ ადა­მი­ნის ში­ნა­გა­ნი მდგო­მა­რე­ო­ბაა. მაგ­რად მე­სოფ­ლე­ლე­ბი­ან "შავი გა­გე­ბის" ქა­ლე­ბი და კა­ცე­ბი. აი, ჩემ­თვის ეგე­ნი არი­ან ჩარ­ჩე­ნი­ლე­ბი და გა­ნუ­ვი­თა­რებ­ლე­ბი...

- მოდი, სა­კუ­თა­რი თავი შო­რი­დან შე­ა­ფა­სე.

- ნინა არა­ვის არა­ფერს უშა­ვებს, აქვს უამ­რა­ვი პრობ­ლე­მა, ტკი­ვი­ლი, მაგ­რამ არ შე­უძ­ლია, სა­მა­გი­ე­როს გა­დახ­და. ცდი­ლობს, ყვე­ლა­ფერ­ში და­დე­ბი­თი მხა­რე და­ი­ნა­ხოს იმ­დე­ნად, რომ ამით სა­კუ­თარ თავ­საც კი აზა­რა­ლებს. სულ ჰგო­ნია, რომ მის გარ­შე­მო ყვე­ლა კარ­გია, მაგ­რამ მერე ხვდე­ბა, რომ ასე არ არის. თავს გვი­ან აჯე­რებს იმა­ში, რომ ვი­ღა­ცა­ში უა­ყო­ფი­თი თვი­სე­ბე­ბი შე­ნიშ­ნოს... ცდი­ლობს, ადა­მი­ა­ნებს ირ­გვლივ კომ­ფორ­ტი შე­უქ­მნას და სა­კუ­თარ პრობ­ლე­მებს არა­ვის ახ­ვევს... კუ­ლი­ნა­რი­ულ ამ­ბავ­ში ცოტა ზარ­მა­ცია, თან, ეს საქ­მე მის­და სა­მარ­ცხვი­ნოდ, კარ­გად არც გა­მოს­დის, ალ­ბათ იმი­ტომ, რომ გულს ვერ უდებს. მან ბევ­რი დრო და­კარ­გა ტყუ­ი­ლად. შე­ეძ­ლო რა­ღა­ცე­ბი გა­ე­კე­თე­ბი­ნა, რა­საც ახლა სა­კუ­თარ თავს ვერ პა­ტი­ობს... მაგ­რამ არა უშავს...

- რო­დის "ფეთ­ქდე­ბი"?

- რო­დე­საც რა­ღა­ცას 2-3 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ვით­მენ... რო­დე­საც რა­ღაც დაგ­როვ­დე­ბა - ადა­მი­ა­ნი ვერ ხვდე­ბა, რომ ჩემ­თან რა­ღა­ცას აშა­ვებს. ეს მა­წუ­ხებს ხოლ­მე და შე­იძ­ლე­ბა, ისე "ავ­ფეთ­ქდე," თავი ვე­ღარ გა­ვა­კონ­ტრო­ლო... მაგ­რამ 5 წუთ­ში ის გა­ცხა­რე­ბა გა­და­მივ­ლის. გულ­ში ბოღ­მის ჩა­დე­ბა არ ვიცი.

- უხერ­ხუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ი­დან თავი რო­გორ გა­მოგ­ყავს?

- არ მი­ჭირს ბო­დი­შის მოხ­და, რა­ღაც შეც­დო­მის აღი­ა­რე­ბა. გზებს ვე­ძებ და ვპო­უ­ლობ, რომ მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მო­ვი­დე. თუ სხვა ჩა­ვარ­და უხერ­ხულ მდო­მა­რე­ო­ბა­ში, მა­შინ­ვე გა­მომ­ყავს, - ეს ბევ­რად იო­ლია. ზოგ­ჯერ სა­კუ­თარ თავ­ზეც ამი­ღია რა­ღაც. რო­დე­საც შენ არა­ფე­რი გი­შავ­დე­ბა და შე­გიძ­ლია, მე­ო­რე ადა­მი­ა­ნი გა­და­არ­ჩი­ნო, რა მოხ­და, მერე?

- საქ­ცი­ე­ლი, რო­მე­ლიც ჩა­ი­დი­ნე და მისი გამ­ხე­ლის დღემ­დე გრცხვე­ნია...

- ბევ­რჯერ და­უ­ფიქ­რებ­ლად რა­ღა­ცე­ბი წა­მო­მიყრან­ტა­ლე­ბია. ბოლო დროს ვის­წავ­ლე ამ ყვე­ლაფ­რის გა­კონ­ტრო­ლე­ბა. მაგ­რამ რა­ი­მე და­უ­ფიქ­რებ­ლად სხვა­ზე არას­დროს მით­ქვამს. მოკ­ლედ, "კარ­გად" და­მი­ზა­რა­ლე­ბია სა­კუ­თა­რი თავი და­უ­ფიქ­რე­ბე­ლი რა­ღა­ცე­ბით.

- შენი აზ­რით, "სვეტსკი ტიპი" ვინ არის?

- ასე­თი ირაკ­ლი ჩარ­კვი­ა­ნი იყო... "სვეტსკო­ბაც" ადა­მი­ა­ნის გო­ნებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბაა. როცა ნა­თე­ლი ტვი­ნი გაქვს, მა­შინ ხარ "სვეტსკი". შე­იძ­ლე­ბა ვი­ღა­ცას "შა­ნე­ლის" ჩან­თაც ეჭი­როს, მაგ­რამ ეს არ ნიშ­ნავს, რომ "სვეტსკია". თუმ­ცა ხან­და­ხან დამ­თხვე­ვე­ბიც ხდე­ბა, ნა­თე­ლი გო­ნე­ბის ადა­მი­ა­ნებ­საც უჭი­რავთ "შა­ნე­ლის" ჩან­თე­ბი და ღმერ­თმა შე­არ­გოთ.

"სვეტსკი" ჰქვია ადა­მი­ანს, როცა პრობ­ლე­მას არ გიქ­მნის, არ სჭირ­დე­ბა არაფ­რის ბევ­რი ახ­სნა-გან­მარ­ტე­ბა, როცა იცის, რა უნდა და რა­ტომ. როცა თა­ვი­სი არ­სე­ბო­ბით გეხ­მა­რე­ბა და ა.შ.

- რო­მე­ლი სფე­როს მი­ნის­ტრი იქ­ნე­ბო­დი?

- კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო­ში რომ ვი­ყა­ვი, დი­ლის 9-დან ზოგ­ჯერ, ღა­მის 10 სა­ა­თამ­დეც ვმუ­შა­ობ­დი. მაგ­რად ვიღ­ლე­ბო­დი და მერე ვხუმ­რობ­დი, - ამირ­ჩი­ეთ მი­ნის­ტრად, 12-დან 5-მდე გა­მუ­შა­ვებთ, ხელ­ფა­სებს გა­გი­ორ­მა­გებთ და პა­რას­კევს, შა­ბათს და კვი­რას და­გას­ვე­ნებთ-მეთ­ქი. ყვე­ლა თა­ნახ­მა იყო... ამი­ტომ, ჩემ­გან მი­ნის­ტრი არ გა­მო­ვა, ზედ­მე­ტად ლო­ი­ა­ლუ­რი ვარ. ისე, სა­ხელ­მწი­ფო სამ­სა­ხურ­ში მუ­შა­ო­ბა ძნე­ლია, რად­გა­ნაც და­უ­ფა­სე­ბე­ლი შრო­მაა და მა­ინც საყ­ვე­დურს გე­უბ­ნე­ბი­ან, თან, ხელ­ფა­სიც არა­ფე­რია.

- რა არის შენი ამო­ჩე­მე­ბუ­ლი ფრა­ზა?

- სულ ვამ­ბობ, რომ გა­მო­უს­წო­რე­ბე­ლი ოპ­ტი­მის­ტი ვარ-მეთ­ქი. თავ­ზე მე­ტე­ო­რიც რომ მე­ცე­მო­დეს, მა­ინც ვამ­ბობ, რომ "ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა" და კი­დევ მაქვს ასე­თი სლენ­გი: "და­ი­კი­დე!" ნერ­ვი­უ­ლო­ბას აზრი არ აქვს, მეტ-ნაკ­ლე­ბად რა­ღა­ცე­ბის კონ­ტრო­ლიც ვის­წავ­ლე. სა­ერ­თოდ, ემო­ცი­უ­რი ადა­მი­ნი ვარ, ამ­დე­ნი სტრე­სის­გან და გან­ცდის­გან ჯან­მრთე­ლო­ბაც შე­მერ­ყა, მერე ხან­გრძლი­ვი პე­რი­ო­დით რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია მჭირ­დე­ბა. ამი­ტომ, როცა არის პრობ­ლე­მა, სა­ნერ­ვი­უ­ლო, სხვა­ნა­ი­რად უნდა შე­ხე­დო და ყვე­ლა­ფე­რი იმ სა­კი­თხის მოგ­ვა­რე­ბი­დან და­ი­წყო. ამი­ტომ, "და­ვი­კი­დოთ" და და­ვი­წყოთ პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბა.

- რო­გორ გგო­ნია, ვის­ზეა ეს ან­და­ზა: "რაც მო­გი­ვა და­ვი­თაო, ყვე­ლა შენი თა­ვი­თაო?"

- ესეც ჩემ­ზეა ნათ­ქვა­მი, ეტყო­ბა, ჩემ­ნა­ი­რი იყო ეგ ტიპი... მოკ­ლედ, ერთ-ერთი "და­ვი­თა" ვარ... შე­მეძ­ლო ბევ­რად ფრთხი­ლად გა­მევ­ლო რა­ღაც პე­რი­ო­დე­ბი, მაგ­რამ არა, სა­კუ­თარ თავს ხომ უნდა ვა­ზა­რა­ლო?! ასე­თი ხა­სი­ა­თი მაქვს, რა­საც ვფიქ­რობ, იმას­ვე ვა­კე­თებ.

- პლას­ტი­კურ ოპე­რა­ცი­ას კი­დევ გა­ი­კე­თებ?

- რომ დავ­ბერ­დე­ბი, სა­ხეს გა­და­ვი­ჭი­მავ. ისე, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ბევ­რი რამ არც მაქვს გა­კე­თე­ბუ­ლი.

- ვიცი, ცხვი­რი გაქვს შეს­წო­რე­ბუ­ლი...

- პრინ­ციპ­ში, ძგი­დე გა­ვის­წო­რე და და­ვი­მოკ­ლე... ცხვი­რის ფორ­მა კი კარ­გია, მაგ­რამ ჩემს სა­ხეს არ უხ­დე­ბა, მაგ­რამ უკვე ბედს შე­ვე­გუე. რა ვქნა? არ არის პრობ­ლე­მა.

- ტყუ­ილ­ში რომ გა­მო­გი­ჭე­რენ, რას შვრე­ბი?

- მაგ­რად "მი­ტყდე­ბა". სა­ერ­თოდ, ტყუ­ი­ლი არ მიყ­ვარს და 99 %-ით ვამ­ბობ, რომ ისეთ ტყუ­ილს არ ვი­ტყვი, რომ ვინ­მეს გული ვატ­კი­ნო. კე­თი­ლად ვი­ტყუ­ე­ბი ხოლ­მე (სი­ცი­ლით ამ­ბობს). დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი ვარ, რა­ღა­ცას რომ და­ვა­შა­ვებ, ერთი-ორ სა­ათ­ში ღმერ­თი მსჯის... ამი­ტომ, ვცდი­ლობ, სწო­რად ვი­ცხოვ­რო...

- რო­მე­ლი ფერი გა­ღი­ზი­ა­ნებს?

- ლურ­ჯი და არ ვიცი, რა­ტომ. ბავ­შვო­ბი­დან არ მიყ­ვარს ასე­ვე ფოს­ფო­რის­ფე­რი.

- შენი მთა­ვა­რი ია­რა­ღი რა არის?

- ჩემი ხა­სი­ა­თი...

- ია­რა­ღი­დან თუ ის­ვრი?

- ღმერ­თმა დაგ­ვი­ფა­როს და თუ ჩემს ქვე­ყა­ნას დას­ჭირ­დე­ბა, უკან არ და­ვი­ხევ, ია­რა­ღი­და­ნაც გა­ვის­ვრი. ყვე­ლა­ზე მა­გა­რი პატ­რი­ო­ტი ვარ. ხომ არ გჯე­რათ? მაგ­რამ ასეა.

- რა საკ­რა­ვებ­ზე უკ­რავ?

- ყვე­ლა­ზე კარ­გად კლა­ვი­ში­ან საკ­რა­ვებ­ზე ვუკ­რავ, ცო­ტას ფლე­ი­ტა­ზე, საქ­სო­ფო­ნიც შე­მიძ­ლია, და­რა­მიც...

- ქალი-ორ­კესტრი ყო­ფილ­ხარ...

- არა, მთლად მა­სეც არ არის, სი­მე­ბი­ან საკ­რა­ვებ­თან "ურ­თი­ერ­თო­ბა" არ გა­მომ­დის. ჩემი საყ­ვა­რე­ლი ინ­სტრუ­მენ­ტი "ტრუ­ბაა," მაგ­რამ იმის გამო, რომ ზედა ტუჩი ადრე და­უ­ფიქ­რებ­ლად "და­ვი­ბე­რე," ხელს მიშ­ლის, ჰა­ერს აპა­რებს და "ტრუ­ბა­ზე" ვერ ვუკ­რავ. ჯან­და­ბა მა­სა­ლა რომ მაქვს ტუ­ჩის შიგ­ნით შეყ­ვა­ნი­ლი, მაბ­რკო­ლებს (სი­ცი­ლით ამ­ბობს). მოკ­ლედ, გული მწყდე­ბა მაგ­რად... ის კი არა, ამ ინ­სტრუ­მენტს ვარ­ჩევ­დი კი­დეც, რო­მე­ლი შე­ვი­ძი­ნო-მეთ­ქი, მაგ­რამ სულ ტყუ­ი­ლად. "შლან­გი" რომ აპა­რებს, ასე ვარ... ახლა მი­თხა­რი, სა­კუ­თარ თავ­ზე ვინ იტყვის ასეთ რა­ღა­ცას? აი, ხომ ხე­დავ, კი­დევ რა­ღაც წა­მო­ვაყ­რან­ტა­ლე...

- ახლა ლექ­სი­დან რა­ი­მე ეპი­ზო­დი გვი­თხა­რი.

- ლექ­სი კი არა ჩემი სიმ­ღე­რის ტექ­სტებს ვერ ვი­მახ­სოვ­რებ. თუმ­ცა სკო­ლა­ში თე­მებს კარ­გად ვწერ­დი და როცა ცი­ტა­ტა იყო ლექ­სი­დან სა­ჭი­რო, ჩე­მე­ბურ ვერ­სი­ებს ვა­კე­თებ­დი. ლექ­სე­ბი არ ვიცი...

- მი­ზე­ზი, რის გა­მოც შე­იძ­ლე­ბა ღამე გა­ა­თე­ნო?

- სუ­ლაც არ მჭირ­დე­ბა ღა­მის გა­სა­თე­ნებ­ლად მი­ზე­ზი. წა­მა­ლი თუ არ დავ­ლიე, ყო­ვე­ლი ღამე, ჩათ­ვა­ლეთ, გა­თე­ნე­ბუ­ლი მაქვს.

- აქვს თუ არა მნიშ­ვნე­ლო­ბა იმას, დი­ლით რო­მელ ფეხ­ზე ად­გე­ბი?

- არა, არც შავი კა­ტის მჯე­რა და არც არა­ნა­ი­რი ცრურ­წმე­ნის. მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს იმას, რო­გორ გან­წყო­ბა­ზე ვარ, იმ პე­რი­ოდ­ში სტი­მუ­ლი მაქვს თუ არა. ვფიქ­რობ, რომ ჩემ­მა გა­მოც­დი­ლე­ბამ მას­წავ­ლა, რომ ხე­ლოვ­ნუ­რად ნე­გა­ტი­ვი არ უნდა შევ­ქმნათ. არ გვჭირ­დე­ბა. პი­რი­ქით, ტო­ნუს­ში უნდა ვი­ყოთ. საქ­მე სულ უნდა ვა­კე­თოთ და სი­სუ­ლე­ლე­ე­ბის­თვის დრო აღარ დარ­ჩე­ბა...

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ა­ლუ­რად "ამ­ბე­ბი.გე"-სთვის

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

"ჩემი ზედა ტუჩი ჰაერს აპარებს, ამიტომ "ტრუბაზე" ვეღარ ვუკრავ" - "მოულოდნელი კითხვები" ნინას

"ჩემი ზედა ტუჩი ჰაერს აპარებს, ამიტომ "ტრუბაზე" ვეღარ ვუკრავ" - "მოულოდნელი კითხვები" ნინას

მომღერალმა ნინა წკრიალაშვილმა ბოლო დროს არაერთ პროექტში მიიღო მონაწილეობა, - იმღერა, იცეკვა, პოპულარულ სერიალშიც გადაიღეს, ახლა სერიოზული ნახტომისთვის ემზადება, ზაზა შენგელიამ "ბრავო რეკორდსში" მიიწვია - საკონცერტო პროგრამაზე უნდა დაიწყოს მუშაობა. ამასთან, საზაფხულო სიმღერის ჩაწერასაც აპირებს, რომელსაც გაჰიტებას უწინასწარმეტყველებს.

მოკლედ, ახლა ის ბლიც-სერიის, ანუ "მოულოდნელი კითხვების" ობიექტი აღმოჩნდა. როგორც ყოველთვის, ახლაც  გულწრფელი აღმოჩნდა, საკუთარ თავი კრიტიკულადაც შეაფასა და რაღაც კითხვებს იუმორითაც მიუდგა...   

- სად ხარ ახლა?

- სახლში ვარ და თმას ვიხვევ, "პალიტრა ტვ"-ში უნდა გავიქცე, "განოსა და კოტეს შოუში"...

- როგორ ხასიათზე ხარ?

- დღეს რომ გავიღვიძე, უკვე მზე იყო ამოსული, აივანზე გავედი და მშვენიერ ხასიათზე დავდექი. ისე, ბოლო დროს გამოვიმუშავე ასეთი რამ: როგორი ამინდიც უნდა იყოს (წვიმა თუ ქარიშხალი), ვამბობ, რა კარგია, დღეს მშვენიერი ამინდი იქნება და არაჩვეულებრივ გუნებაზე ვდგები...

- ნინა, ვაკელი ხარ?

- მე გორელი ვარ, მაგრამ ვაკეში ვცხოვრობ...

- "სოფლელს" ვის უწოდებ?

- კარგ სოფელს და სოფლის მოსახლეობას რა სჯობია?! ვგიჟდები დასავლეთ საქართველოს სოფლებზე. ბავშვობიდან ვოცნებობდი, რომ იქ სადმე, რომელიმე რაიონში სახლი მქონოდა, რადგანაც მათი გამწვანებული და მოვლილი ეზოები სულ მომწონდა... ისე კი, "სოფლელობა" რაზეც მკითხე, მიმაჩნია, რომ ადამინის შინაგანი მდგომარეობაა. მაგრად მესოფლელებიან "შავი გაგების" ქალები და კაცები. აი, ჩემთვის ეგენი არიან ჩარჩენილები და განუვითარებლები... 

- მოდი, საკუთარი თავი შორიდან შეაფასე.

- ნინა არავის არაფერს უშავებს, აქვს უამრავი პრობლემა, ტკივილი, მაგრამ არ შეუძლია, სამაგიეროს გადახდა. ცდილობს, ყველაფერში დადებითი მხარე დაინახოს იმდენად, რომ ამით საკუთარ თავსაც კი აზარალებს. სულ ჰგონია, რომ მის გარშემო ყველა კარგია, მაგრამ მერე ხვდება, რომ ასე არ არის. თავს გვიან აჯერებს იმაში, რომ ვიღაცაში უაყოფითი თვისებები შენიშნოს... ცდილობს, ადამიანებს ირგვლივ კომფორტი შეუქმნას და საკუთარ პრობლემებს არავის ახვევს... კულინარიულ ამბავში ცოტა ზარმაცია, თან, ეს საქმე მისდა სამარცხვინოდ, კარგად არც გამოსდის, ალბათ იმიტომ, რომ გულს ვერ უდებს. მან ბევრი დრო დაკარგა ტყუილად. შეეძლო რაღაცები გაეკეთებინა, რასაც ახლა საკუთარ თავს ვერ პატიობს... მაგრამ არა უშავს...

- როდის "ფეთქდები"?

- როდესაც რაღაცას 2-3 წლის განმავლობაში ვითმენ... როდესაც რაღაც დაგროვდება - ადამიანი ვერ ხვდება, რომ ჩემთან რაღაცას აშავებს. ეს მაწუხებს ხოლმე და შეიძლება, ისე "ავფეთქდე," თავი ვეღარ გავაკონტროლო... მაგრამ 5 წუთში ის გაცხარება გადამივლის. გულში ბოღმის ჩადება არ ვიცი.

- უხერხული სიტუაციიდან თავი როგორ გამოგყავს?

- არ მიჭირს ბოდიშის მოხდა, რაღაც შეცდომის აღიარება. გზებს ვეძებ და ვპოულობ, რომ მდგომარეობიდან გამოვიდე. თუ სხვა ჩავარდა უხერხულ მდომარეობაში, მაშინვე გამომყავს, - ეს ბევრად იოლია. ზოგჯერ საკუთარ თავზეც ამიღია რაღაც. როდესაც შენ არაფერი გიშავდება და შეგიძლია, მეორე ადამიანი გადაარჩინო, რა მოხდა, მერე?

- საქციელი, რომელიც ჩაიდინე და მისი გამხელის დღემდე გრცხვენია...

- ბევრჯერ დაუფიქრებლად რაღაცები წამომიყრანტალებია. ბოლო დროს ვისწავლე ამ ყველაფრის გაკონტროლება. მაგრამ რაიმე დაუფიქრებლად სხვაზე არასდროს მითქვამს. მოკლედ, "კარგად" დამიზარალებია საკუთარი თავი დაუფიქრებელი რაღაცებით.

- შენი აზრით, "სვეტსკი ტიპი" ვინ არის?

- ასეთი ირაკლი ჩარკვიანი იყო... "სვეტსკობაც" ადამიანის გონებრივი მდგომარეობაა. როცა ნათელი ტვინი გაქვს, მაშინ ხარ "სვეტსკი". შეიძლება ვიღაცას "შანელის" ჩანთაც ეჭიროს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ "სვეტსკია". თუმცა ხანდახან დამთხვევებიც ხდება, ნათელი გონების ადამიანებსაც უჭირავთ "შანელის" ჩანთები და ღმერთმა შეარგოთ.

"სვეტსკი" ჰქვია ადამიანს, როცა პრობლემას არ გიქმნის, არ სჭირდება არაფრის ბევრი ახსნა-განმარტება, როცა იცის, რა უნდა და რატომ. როცა თავისი არსებობით გეხმარება და ა.შ.

- რომელი სფეროს მინისტრი იქნებოდი?

- კულტურის სამინისტროში რომ ვიყავი, დილის 9-დან ზოგჯერ, ღამის 10 საათამდეც ვმუშაობდი. მაგრად ვიღლებოდი და მერე ვხუმრობდი, - ამირჩიეთ მინისტრად, 12-დან 5-მდე გამუშავებთ, ხელფასებს გაგიორმაგებთ და პარასკევს, შაბათს და კვირას დაგასვენებთ-მეთქი. ყველა თანახმა იყო... ამიტომ, ჩემგან მინისტრი არ გამოვა, ზედმეტად ლოიალური ვარ. ისე, სახელმწიფო სამსახურში მუშაობა ძნელია, რადგანაც დაუფასებელი შრომაა და მაინც საყვედურს გეუბნებიან, თან, ხელფასიც არაფერია.

- რა არის შენი ამოჩემებული ფრაზა?

- სულ ვამბობ, რომ გამოუსწორებელი ოპტიმისტი ვარ-მეთქი. თავზე მეტეორიც რომ მეცემოდეს, მაინც ვამბობ, რომ "ყველაფერი კარგად იქნება" და კიდევ მაქვს ასეთი სლენგი: "დაიკიდე!" ნერვიულობას აზრი არ აქვს, მეტ-ნაკლებად რაღაცების კონტროლიც ვისწავლე. საერთოდ, ემოციური ადამინი ვარ, ამდენი სტრესისგან და განცდისგან ჯანმრთელობაც შემერყა, მერე ხანგრძლივი პერიოდით რეაბილიტაცია მჭირდება. ამიტომ, როცა არის პრობლემა, სანერვიულო, სხვანაირად უნდა შეხედო და ყველაფერი იმ საკითხის მოგვარებიდან დაიწყო. ამიტომ, "დავიკიდოთ" და დავიწყოთ პრობლემის მოგვარება.

- როგორ გგონია, ვისზეა ეს ანდაზა: "რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო?"

- ესეც ჩემზეა ნათქვამი, ეტყობა, ჩემნაირი იყო ეგ ტიპი... მოკლედ, ერთ-ერთი "დავითა" ვარ... შემეძლო ბევრად ფრთხილად გამევლო რაღაც პერიოდები, მაგრამ არა, საკუთარ თავს ხომ უნდა ვაზარალო?! ასეთი ხასიათი მაქვს, რასაც ვფიქრობ, იმასვე ვაკეთებ.

- პლასტიკურ ოპერაციას კიდევ გაიკეთებ?

- რომ დავბერდები, სახეს გადავიჭიმავ. ისე, ამ მიმართულებით ბევრი რამ არც მაქვს გაკეთებული.

- ვიცი, ცხვირი გაქვს შესწორებული...

- პრინციპში, ძგიდე გავისწორე და დავიმოკლე... ცხვირის ფორმა კი კარგია, მაგრამ ჩემს სახეს არ უხდება, მაგრამ უკვე ბედს შევეგუე. რა ვქნა? არ არის პრობლემა.

- ტყუილში რომ გამოგიჭერენ, რას შვრები?

- მაგრად "მიტყდება". საერთოდ, ტყუილი არ მიყვარს და 99 %-ით ვამბობ, რომ ისეთ ტყუილს არ ვიტყვი, რომ ვინმეს გული ვატკინო. კეთილად ვიტყუები ხოლმე (სიცილით ამბობს). დაკვირვებული ვარ, რაღაცას რომ დავაშავებ, ერთი-ორ საათში ღმერთი მსჯის... ამიტომ, ვცდილობ, სწორად ვიცხოვრო...

- რომელი ფერი გაღიზიანებს?

- ლურჯი და არ ვიცი, რატომ. ბავშვობიდან არ მიყვარს ასევე ფოსფორისფერი.

- შენი მთავარი იარაღი რა არის?

- ჩემი ხასიათი...

- იარაღიდან თუ ისვრი?

- ღმერთმა დაგვიფაროს და თუ ჩემს ქვეყანას დასჭირდება, უკან არ დავიხევ, იარაღიდანაც გავისვრი. ყველაზე მაგარი პატრიოტი ვარ. ხომ არ გჯერათ? მაგრამ ასეა.

- რა საკრავებზე უკრავ?

- ყველაზე კარგად კლავიშიან საკრავებზე ვუკრავ, ცოტას ფლეიტაზე, საქსოფონიც შემიძლია, დარამიც...

- ქალი-ორკესტრი ყოფილხარ...

- არა, მთლად მასეც არ არის, სიმებიან საკრავებთან "ურთიერთობა" არ გამომდის. ჩემი საყვარელი ინსტრუმენტი "ტრუბაა," მაგრამ იმის გამო, რომ ზედა ტუჩი ადრე დაუფიქრებლად "დავიბერე," ხელს მიშლის, ჰაერს აპარებს და "ტრუბაზე" ვერ ვუკრავ. ჯანდაბა მასალა რომ მაქვს ტუჩის შიგნით შეყვანილი, მაბრკოლებს (სიცილით ამბობს). მოკლედ, გული მწყდება მაგრად... ის კი არა, ამ ინსტრუმენტს ვარჩევდი კიდეც, რომელი შევიძინო-მეთქი, მაგრამ სულ ტყუილად. "შლანგი" რომ აპარებს, ასე ვარ... ახლა მითხარი, საკუთარ თავზე ვინ იტყვის ასეთ რაღაცას? აი, ხომ ხედავ, კიდევ რაღაც წამოვაყრანტალე...

- ახლა ლექსიდან რაიმე ეპიზოდი გვითხარი.

- ლექსი კი არა ჩემი სიმღერის ტექსტებს ვერ ვიმახსოვრებ. თუმცა სკოლაში თემებს კარგად ვწერდი და როცა ციტატა იყო ლექსიდან საჭირო, ჩემებურ ვერსიებს ვაკეთებდი. ლექსები არ ვიცი...

- მიზეზი, რის გამოც შეიძლება ღამე გაათენო?

- სულაც არ მჭირდება ღამის გასათენებლად მიზეზი. წამალი თუ არ დავლიე, ყოველი ღამე, ჩათვალეთ, გათენებული მაქვს.

- აქვს თუ არა მნიშვნელობა იმას, დილით რომელ ფეხზე ადგები?

- არა, არც შავი კატის მჯერა და არც არანაირი ცრურწმენის. მნიშვნელობა აქვს იმას, როგორ განწყობაზე ვარ, იმ პერიოდში სტიმული მაქვს თუ არა. ვფიქრობ, რომ ჩემმა გამოცდილებამ მასწავლა, რომ ხელოვნურად ნეგატივი არ უნდა შევქმნათ. არ გვჭირდება. პირიქით, ტონუსში უნდა ვიყოთ. საქმე სულ უნდა ვაკეთოთ და სისულელეებისთვის დრო აღარ დარჩება...

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება