"შვილო, ეგ თითი მოილოკე და ჯერჯერობით ჰაერზე გეჭიროს" - "ნაციონალები" "ბოღმა" ღარიბაშვილსა და "დამთმობ" მარგველაშვილზე

"შვილო, ეგ თითი მოილოკე და ჯერჯერობით ჰაერზე გეჭიროს" - "ნაციონალები" "ბოღმა" ღარიბაშვილსა და "დამთმობ" მარგველაშვილზე

"ნაციონალური მოძრაობის" წევრები ასოცირების ხელშეკრულებასთან დაკავშირებით მარგველაშვილის ჟესტის პასუხად ღარიბაშვილის განცხადებას სოციალურ ქსელში განიხილავენ.

გოგა ხაჩიძე: "შეხედე რაა...

პრეზიდენტი მარგველაშვილი, შეეცადა რეალურად განემუხტა სიტუაცია და სახე შეენარჩუნებინა.

ამის პასუხი ნახეთ, წიხლი უკრა ჟესტზე...

(ბიჭო, რა ბოღმაა ტიპი... )"

გივი თარგამაძე: პრეზიდენტმა მორიგი თითი მოკაკვა და პრემიერს ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერის უფლება გადაულოცა. ჰაკიმმა ეს ამბავი სატახტო ქალაქში შეიტყო და აქოცდა - მე გადმოსალოცი რა მჭირსო, შეიტენოს უკანო, მცხეთას ვდგავარ და ფაშა ვარ, რასაც მინდა, იმას მოვაწერ ხელსო და მაშინათვე ჩვენი მიმართულებით დაიწყო თითების ქნევა, მოსასმენს გიპოვით და მაგრად დაგსჯითო. შვილო, ეგ თითი მოილოკე და ჯერჯერობით ჰაერზე გეჭიროს. მიხვდები, ქარი საით უბერავს. დანარჩენს მერე გეტყვი.

ეკა ხერხეულიძე: პრეზიდენტი - "ეს არის დათმობა"

პრემიერი - "არაფერი მჭირს ვინმეს დასათმობი"

ორივე ბედკრული "ქართული ოცნების" შვილები არიან.

უმცირესობის წარმომადგენელთა პათოსს იზიარებს ამ საკითხთან მიმართებაში ტელეწამყვანი თამარა ჩერგოლეიშვილიც:

"სანამ ეკონომიკა იშლება, კრიმინალი იზრდება, მავთულხლართები იხლართება, მოქალაქეებს გვტაცებენ... ეს ორი არასრულფასოვნების კომპლექსით შეპყრობილი პიროვნება, რომელთაგან ერთი შემთხვევით პრეზიდენტია და მეორე შემთხვევით პრემიერი გახდა, ერთმანეთთან ჩხუბობს".

საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გიორგი მარგველაშვილის ბრძანებულებას ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერაზე უფლებამოსილების ერთჯერადად გადაცემის შესახებ ასე უპასუხა:

"არავითარი კონტრასიგნაცია მე არ მჭირდება. დამატებითი უფლება მე არ მჭირდება. კონსტიტუციაში რაც წერია, იმას ვაკეთებთ. არავითარი დამატებითი უფლებამოსილება მე არ მჭირდება. მე მაქვს შესაბამისი უფლებამოსილება, რომ ამ ხელშეკრულებაზე მე მოვაწერო ხელი", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

ნუგზარ მეტრეველის ფოტო

იხილეთ ასევე: "ასოცირების ხელშეკრულებას მიშას ფაქსიმილია დაარტყით" - "ნაციონალები" პრემიერსა და პრეზიდენტს აქილიკებენ

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს