სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ამბაკო ავალიანი - ქართველებიც და აზერბაიჯანელებიც თანახმა არიან, რომ შერიგდნენ
ამბაკო ავალიანი - ქართველებიც და აზერბაიჯანელებიც თანახმა არიან, რომ შერიგდნენ

ქარ­თვე­ლე­ბიც და აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლე­ბიც თა­ნახ­მა­ნი არი­ან, რომ შე­რიგ­დნენ და გა­ნაგ­რძონ ერ­თმა­ნეთ­ში მე­გობ­რო­ბა და კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა, - ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გარ­დაბ­ნის გამ­გებ­ლის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბელ­მა ამ­ბა­კო ავა­ლი­ან­მა გა­ნუ­ცხა­და.

მისი თქმით, შე­რი­გე­ბა­ზე თან­ხმო­ბა, რო­გორც ქარ­თველ­მა, ასე­ვე აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლებ­მა მას­თან სა­უ­ბარ­ში და­ა­დას­ტუ­რეს. რო­გორც ავა­ლი­ა­ნი აცხა­დებს, ეს და­დას­ტურ­და გამ­გე­ო­ბა­ში გა­მარ­თულ შეხ­ვედ­რა­ზე, რო­მელ­საც ერ­თმა­ნეთ­თან და­პი­რის­პი­რე­ბუ­ლი მხა­რე­ე­ბი და­ეს­წრნენ.

"უნდა შე­რიგ­დნენ და ისე უნდა იყ­ვნენ აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლე­ბი და ქარ­თვე­ლე­ბი, რო­გორც აქამ­დე. მოხ­და ჩხუ­ბი, სა­ვა­რა­უ­დოდ, და­გეგ­მი­ლი იყო პრო­ვო­კა­ცია, თუმ­ცა ამ­ჟა­მად სი­ტუ­ა­ცია და­წყნა­რე­ბუ­ლია. და ამის მე­რეც და­წყნა­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა. ორი­ვე მხა­რეს ვე­სა­უბ­რე და ორი­ვე მხა­რე თა­ნახ­მაა, რომ შე­რიგ­დნენ და გა­აგ­რძე­ლონ ერ­თმა­ნეთ­ში მე­გობ­რო­ბა და კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა, რო­გორც ეს აქამ­დე იყო", - აღ­ნიშ­ნა ავა­ლი­ან­მა. მი­სი­ვე თქმით, ყვე­ლა ის ადა­მი­ა­ნი უნდა და­ი­სა­ჯოს, ვინც გარ­და­ბან­ში არე­უ­ლო­ბა გა­მო­იწ­ვია.

გარ­და­ბან­ში ამ­ჟა­მად სი­ტუ­ა­ცია მშვი­დია. თა­ვის უბან­ში არი­ან შეკ­რე­ბი­ლი ე. წ. "ცხრი­ა­ნე­ბის" და­სახ­ლე­ბის მცხოვ­რებ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც აცხა­დე­ბენ, რომ მათი მი­სა­მარ­თით მი­დი­ოდ­ნენ შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც პო­ლი­ცი­ამ გა­ა­უვ­ნე­ბელ­ყო. სიმ­შვი­დეა გარ­დაბ­ნის ცენ­ტრშიც. ორი­ვე ად­გილ­ზე პო­ლი­ცია და სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი ამ დრომ­დე რჩე­ბი­ან.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ამბაკო ავალიანი - ქართველებიც და აზერბაიჯანელებიც თანახმა არიან, რომ შერიგდნენ

ამბაკო ავალიანი - ქართველებიც და აზერბაიჯანელებიც თანახმა არიან, რომ შერიგდნენ

ქართველებიც და აზერბაიჯანელებიც თანახმანი არიან, რომ შერიგდნენ და განაგრძონ ერთმანეთში მეგობრობა და კარგი ურთიერთობა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" გარდაბნის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა ამბაკო ავალიანმა განუცხადა.

მისი თქმით, შერიგებაზე თანხმობა, როგორც ქართველმა, ასევე აზერბაიჯანელებმა მასთან საუბარში დაადასტურეს. როგორც ავალიანი აცხადებს, ეს დადასტურდა გამგეობაში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც ერთმანეთთან დაპირისპირებული მხარეები დაესწრნენ.

"უნდა შერიგდნენ და ისე უნდა იყვნენ აზერბაიჯანელები და ქართველები, როგორც აქამდე. მოხდა ჩხუბი, სავარაუდოდ, დაგეგმილი იყო პროვოკაცია, თუმცა ამჟამად სიტუაცია დაწყნარებულია. და ამის მერეც დაწყნარებული იქნება. ორივე მხარეს ვესაუბრე და ორივე მხარე თანახმაა, რომ შერიგდნენ და გააგრძელონ ერთმანეთში მეგობრობა და კარგი ურთიერთობა, როგორც ეს აქამდე იყო", - აღნიშნა ავალიანმა. მისივე თქმით, ყველა ის ადამიანი უნდა დაისაჯოს, ვინც გარდაბანში არეულობა გამოიწვია.

გარდაბანში ამჟამად სიტუაცია მშვიდია. თავის უბანში არიან შეკრებილი ე. წ. "ცხრიანების" დასახლების მცხოვრებლები, რომლებიც აცხადებენ, რომ მათი მისამართით მიდიოდნენ შეიარაღებული აზერბაიჯანელები, რომლებიც პოლიციამ გააუვნებელყო. სიმშვიდეა გარდაბნის ცენტრშიც. ორივე ადგილზე პოლიცია და სამართალდამცველები ამ დრომდე რჩებიან.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა