საოჯახო პირობებში წარმოებულ ყველში ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთიერებები აღმოჩნდა

საოჯახო პირობებში წარმოებულ ყველში ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთიერებები აღმოჩნდა

"მომხმარებელთა ფედერაცია" ყველზე ჩატარებული კვლევის შედეგებს აქვეყნებს. ამასთან დაკავშირებით, "მომხმარებელთა ფედერაციის" ხელმძღვანელმა მადონა კოიძემ დღეს პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ სხვადასხვა ქალაქში შეძენილი ყველის 50 ნიმუშიდან 35-ში ლაბორატორიული კვლევისას ადამიანის ჯანმრთელობისათვის საშიში ნივთიერებები აღმოჩნდა.

"საქართველოს მომხმარებელთა ფედერაციაში განხორციელდა ზარები რძის პროდუქტებთან დაკავშირებით. რძის პროდუქტები განსაკუთრებით მალფუჭებადი პროდუქტია, რომლებსაც შესაბამისი ტემპერატურული რეჟიმი სჭირდება სწორად შენახვისთვის. ჩვენ რამდენიმე ქალაქში შევისყიდეთ 50-მდე ყველი, მათ შორის, ტრადიციული, ქარხნული, სულგუნი. საგანგაშო მდგომარეობაა - 50 ნიმუშიდან 30-ში აღმოჩენილია ე.წ. კოლიფორმები ანუ ნაწლავის ჯგუფის ტიპის ბაქტერიები და ხუთში აღმოჩენილია პათოგენი - ოქროსფერი სტაფილოკოკი. სიცხეში ეს პათოგენი გამოყოფს ენტეროტოქსინს, რომელიც 90%-ით აზიანებს მომხმარებლის ჯანმრთელობას და იწვევს კვებით ინტოქსიკაციას",-განაცხადა მადონა კოიძემ.

მისივე თქმით, ძირითადად გლეხურ, ანუ ოჯახურ პირობებში დამზადებულმა ყველმა ვერ დააკმაყოფილა სტანდარტები. ხოლო ქარხნული წესით დამზადებული, მაგალითად ”სანტეს” ყველი ”სანებო” და ”კარფურის” ყველი ლაბორატორიული შემოწმების დროს სუფთა აღმოჩნდა.

იხილეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია