''წლევანდელ მოდაში ეს აქსესუარი ძალიან მნიშვნელოვანია...''

''წლევანდელ მოდაში ეს აქსესუარი ძალიან მნიშვნელოვანია...''

იანინა სიარგი ქართველი დიზაინერი გახლავთ, რომელსაც ესტონელი მამა და უკრაინელი დედა ჰყავს, თუმცა იანინაც და მისი მამაც, ორივე თბილისში დაიბადა. ჩვენი რესპონდენტის ბაბუა დედის მხრიდან სამხედრო ექიმი ყოფილა, რომელიც მივლინებით ოჯახთან ერთად საქართველოში ჩამოსულა, სწორედ ასე გაიცნეს იანინას მშობლებმა ერთმანეთი.

დამწყები დიზაინერი 22 წლისაა, სამხატვრო აკადემია შარშან დაამთავრა და სადიპლომო კოლექციაც შექმნა, ახლა კი მოდის თანამედროვე ტენდენციების შესახებ გვესაუბრა.

- ჩემი კოლექციის თემა შინაგანი მშვიდობა იყო, ქალის ძლიერი და სუსტი მხარეების გაერთიანება და წარმოჩენა მინდოდა. ამასთანავე პარალელები ომისა და მშვიდობის თემაზე გავავლე, უხეში ზედა სამოსი და ფეხსაცმელი ნაზ კაბებს შევუხამე, ომის გადმოსაცემად მილიტარისტული ელემენტები პალტოებში გამოვიყენე, მშვიდობის ნიშნად კი ქაღალდისა და ტოტებისგან მტრედის ფორმის გვირგვინები დავამზადე

- გაზაფხული-ზაფხულის ტენდენციებზე რას გვეტყვი?

- მოდურია დიდი პრინტები, ყვავილების თემა, ნათელი, პასტელური ფერები, შავ-თეთრის გრაფიკა, 60-იანი წლების სილუეტი, ექსტრავაგანტური, უცნაური ფორმის სათვალეები, სპორტული ფეხსაცმელი, ზურგჩანთები, ტყავის ქურთუკები.

- კაბის, ქვედაბოლოსა და შარვლის ფორმებთან დაკავშირებით რა უნდა გავითვალისწინოთ?

- აქტუალურია როგორც მუხლსქვედა სიგრძის კაბა, რომელშიც კოჭები ძალიან ლამაზად ჩანს, ასევე მოკლე ქვედაბოლოები. სილუეტის მხრივაც მრავალფეროვნებაა, მოდაშია როგორც ''სოლნცე კლიოში'' და მოტკეცილი, ასევე ფურჩალებიანი ქვედაბოლოები, შარვლის ტოტი ცოტა გაფართოვდა, ისეთი მოტკეცილი აღარ არის.

- გარდა დაპრინტული ქსოვილისა, კიდევ როგორი ფაქტურისგან შეკერილი სამოსია მოდური?

- საინტერესოა ნაქსოვისა და შიფონის შეხამება, რაც უფრო შეუსაბამო ქსოვილებს გამოიყენებთ ერთად, უფრო მოდური იქნება თქვენი ჩაცმულობა. შემოდგომაზე ბოტფორტებთან ერთად, აქტუალური გახდება ნაქსოვი სვიტრების ჩაცმა, თუნდაც შიფონის ქვედაბოლოზე. რამდენიმე წლის წინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ საღამოს კაბაზე ბოტასის ჩაცმა მისაღები იქნებოდა, მაგრამ ფაქტია, რომ დღეს ეს ერთ-ერთი გამორჩეული და ლამაზი ტენდენციაა.

იხილეთ სტატიის გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება