"სააკაშვილი არ გაიკაროს" - ირაკლი ღარიბაშვილის პირველი რჩევა უკრაინის პრეზიდენტს

"სააკაშვილი არ გაიკაროს" - ირაკლი ღარიბაშვილის პირველი რჩევა უკრაინის პრეზიდენტს

ჩემი პირველი მეგობრული რჩევა უკრაინის ახალი პრეზიდენტისადმი იქნება ის, რომ მიხეილ სააკაშვილი არ გაიკაროს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

პრემიერი დღესვე უკრაინაში ჩატარებულ არჩევნებს გამოეხმაურა.

"პირველი შეფასებებით ჩვენ მოვისმინეთ, რომ ჩატარდა არჩევნები მშვიდ გარემოში. ახლა ვუსურვებ უკრაინელ ხალხს, რომ ქვეყანაში იყოს მშვიდობა და სტაბილურობა. ჩემი პირველი მეგობრული რჩევა უკრაინის ახალი პრეზიდენტისადმი იქნება ის, რომ მიხეილ სააკაშვილი არ გაიკაროს", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები უკრაინაში გუშინ გაიმართა. უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ბიულეტენების 80,10%-ის დათვლის შემდეგ, პეტრე პოროშენკოს ხმათა 54% აქვს. მეორე ადგილზე ყოფილი პრემიერ-მინისტრი იულია ტიმოშენკო, რომელსაც არჩევნებში მონაწილეთა 13,16%-მა მისცა ხმა. 8,51% უკრაინის პრეზიდენტად ოლეგ ლიაშკოს ირჩევს, 5,4% კი – ანატოლი გრიცენკოს.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა