საპარლამენტო უმცირესობის წევრი გოგა ხაჩიძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე
ფარულ მოსმენებთან დაკავშირებულ ახალ სკანდალს აანონსებს.
"ჩემთვის სანდო წყაროზე დაყრდნობით ვაცხადებ:
უახლოეს დღეებში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia აპირებს "აღმოაჩინოს" თავისივე მოსასმენი აპარატურა, ე.წ. {პორტატული}.
ამის შემდეგ, კუდ-ს ყოფილი მაღალჩინოსანი, რომელიც უკვე წელიწადნახევარია წარმატებულად თანამშრომლობს ახალ ხელისუფლებასთან, ამ "აღმოჩენას" დაადასტურებს.
ამასთან ზ.ა. თანამშრომელი, დიდი ალბათობით, პორტატული მოსასმენი აპარატის "დაკარგვის" ფაქტს ვანო მერაბიშვილს დააბრალებს.
ამ ყველაფერს იმიტომ არ ვწერ, რომ ქ-ნ ლელა კაკულიას გავუწიო კონკურენცია.
პრევენციაა, იქნებ შსს-მ და მინისტრმა ჭიკაიძემ, ცოტა მეტი ფანტაზია გამოიჩინოს", - წერს ხაჩიძე.
ცოტა ხნის წინ საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, უკანონოდ შეძენილი სატელეფონო და ფარული ვიდეომიყურადებისთის განკუთვნილი სპეციალური პორტატული ტექნიკის დიდი ნაწილი დაკარგულია და არსებობს მაღალი ალბათობა იმისა, რომ აღნიშნული ტექნიკით სარგებლობენ ყოფილი ხელისუფლების გავლენის ქვეშ მყოფი პირები.
როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ ორი კვირის წინ განაცხადა, არსებობს კუდ-ის თანამშრომლების ჩვენებები, რომ მოსასმენი აპარატურა "ერთ-ერთ ღამეს დატვირთეს და მოდულის შენობიდან გაიტანეს". ჭიკაიძის თქმით, ეს შს უწყებაში ირაკლი ღარიბაშვილის მისვლამდე მოხდა.
პროკურატურამ და შს მინისტრმა აღნიშნული განცხადებები მას შემდეგ გააკეთეს, რაც ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ ტელეკომპანიის შენობაში ფარული თვალთვალისა და მიყურადების ამსახველი ვიდეოჩანაწერები გაავრცელა.
პროკურატურა: ყოფილი ხელისუფლების გავლენის ქვეშ მყოფი პირები ფარულ ვიდეომიყურადებას ახორციელებენ
ლევან იზორია - დაკარგულ მოსასმენ ტექნიკას ვიღაც იყენებს და შესაძლებელია, ჩვენც გვისმენენ