ვის აფრთხილებს და არ ურჩევს ცეცხლთან თამაშს დავით ბერძენიშვილი

ვის აფრთხილებს და არ ურჩევს ცეცხლთან თამაშს დავით ბერძენიშვილი

ლანჩხუთში, "ქართული ოცნების" შტაბში სტუმრად მყოფმა დავით ბერძენიშვილმა "გურია ნიუსთან" პარტიულ სიასა და ორად გაყოფილ კოალიციაზე კომენტარი გააკეთა.

"თუ ბაჩანა კვაჭაძეზე მეკითხებით, 2003-ში სტუდენტი ბიჭი ჩემთან იყო ასლან აბაშიძის წინააღმდეგ ბრძოლაში, 2004-ში უკვე სააკაშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში, 2010-ში მას ძალიან მაღალი შედეგი ჰქონდა თვითმმართველობის არჩევნებში, მაშინაც რესპუბლიკური პარტიიდან იყრიდა კენჭს და მერე დაინიშნა რწმუნებულად. ასე რომ, 2012 წლით არ იწყება პოლიტიკური ცხოვრება, ამიტომ არ მივყვები, ვინ სად იყო 2007-2009 წლებში, არიან ადამიანები, რომელთაც ხარვეზების მქონე ბეგრაუნდი აქვთ, მაგრამ ასეა, რას ვიზამთ. რაც შეეხება "რესპუბლიკურ" პარტიას, კარგად არის წარმოდგენილი ამ თვალსაზრისით, არ გვაკლია არც შევარდნაძესთან, არც აბაშიძესთან და არც სააკაშვილთან ბრძოლის გამოცდილება, იმედია, რომან ბიწაძის მიმართ არ არის ასეთი პრეტენზია.

სხვათა შორის, მინდა გითხრათ, რომ კოალიციის მიერ არჩეული კანდიდატების არჩევნებამდე რამდენიმე დღით მოხსნაც კი შეიძლება, თუ ისინი არ დაემორჩილებიან კანონს. ყველა ასეთ კანდიდატს სიფრთხილისკენ მოვუწოდებ, იმიტომ, რომ მათი კანდიდატობა არ არის ხელშეუვალი. მე მგონი, ყველა იბრძოლებს, რადგან პრივილეგია 41 ნომრით გამოსვლა ნამდვილად არის, იმიტომ, რომ კოალიციას აქვს ძალიან მაღალი რეიტინგი, გურიაში ჩვენ ვგეგმავთ ძალიან დიდი უპირატესობით მოგებას", - ამბობს ბერძენიშვილი და დასძენს, რომ იმ პირებს, ვინც მხარს არ უჭერს მათ მიერ დაყენებულ გამგებლობის კანდიდატს, პარტიის დატოვება მოუწევთ.

"რომელიმე წარმატებას თუ მიაღწევს, მათ არანაირი მაღალი პოზიციის დაკავება არ ემუქრებათ, იმიტომ რომ, ისინი კოალიციის წინააღმდეგ წასულები აღმოჩნდნენ. ასე რომ, მე არვის არ ვურჩევ ცეცხლთან თამაშს", - აღნიშნა ბერძენიშვილმა.

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა