სევასტოპოლში შვედური კატარღები შენიშნეს

სევასტოპოლში შვედური კატარღები შენიშნეს

სევასტოპოლში, რუსეთის ფლოტის ბაზაზე, შვედური წარმოების კატარღები შენიშნეს. მცურავი საშუალებები (ორი ერთეული) რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შემადგენლობაში ირიცხება. მათი საბორტო ნომრებია "569" და "570".

C16MII-ის პროექტით აგებული კატარღის სიგრძე 16 მ-ია და ის 20 ტ-მდე იწონის. მათ შვედური კომპანია Dockstavarvet АВ აწარმოებს. 2004 წლიდან 2012 წლამდე რუსეთის დაცვის ფედერალურმა სამსახურმა, შვედური მხარისგან აღნიშნული ტიპის 11 კატარღა შეიძინა.

კატარღები ნომრებით "569" და "570", რუსეთს 2011 წელს გადაეცა და თავდაპირველად ისინი მოსკოვში ბაზირებდნენ. 2013 წლის შემოდგომაზე ნოვოროსიისკში გადასროლილი კატარღები, რუსეთის ფლოტის შემადგენლობაში ჩარიცხეს.

ცნობილია, რომ ორივე მათგანი, ჯერ სოჭში ოლიმპიური თამაშების, მიმდინარე წლის 9 მაისს კი - სევასტოპოლში პუტინის ვიზიტისას უსაფრთხოების უზრუნველყოფაში მონაწილეობდა.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ military-informant.com-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა