"მეტის ღირსები ვართ! რუსთაველის გამზირიდან გვიკითხავს მორალს!" - ტელეწამყვანები კიტოვანზე (+VIDEO)

"მეტის ღირსები ვართ! რუსთაველის გამზირიდან გვიკითხავს მორალს!" - ტელეწამყვანები კიტოვანზე (+VIDEO)

სოციალურ ქსელში თავდაცვის ყოფილი მინისტრის თენგიზ კიტოვანის კომენტარს ეხმაურებიან, რომელიც მან 17 მაისს "რუსთავი 2"-ს მისცა. კიტოვანმა ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღების გამო პარლამენტს დაშლა უწინასწარმეტყველა. ამასთან, როგორც კიოვანმა აღნიშნა, სწორედ ეს კანონი გახდება მიზეზი იმისა, რომ პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი "ცუდად დაამთავრებს".

ნანუკა ჟორჟოლიანი, ტელეწამყვანი:

"მეტის ღირსები ვართ! რუსთაველის გამზირიდან გვიკითხავს მორალს!!! აი ეს რომ კიდევ ბედავს "ბლატაობას" !"

ინგა გრიგოლია, ტელეწამყვანი:

"თენგიზ კიტოვანი რომ დავით უსუფაშვილზე ილაპარაკებს, თან ასეთი აგდებით.... უხ....!!!!!!!! უსუფაშვილი რომ მაგის სახსენებელი გახდება... ღმერთო ჩემო ((((??????????

ამ ქვეყანას რომ პარლამენტის თავმჯდომარე ჰყავს.... ერთი-ორი ეგეთიც რომ გვყოლოდა -ავშენდებოდით.

ტიპებმა ჩემს თაობას მთელი ახალგაზრდობა წაართვეს, ცხოვრების ყველაზე ლამაზი წლები დაგვიმახინჯეს და კიდევ რამდენს ბედავენ(((((((( კიტოვანი რომ წინ გაუძღვება, იმ ხალხის ტვინში ჩამახედა.. ნახევარზე მეტი ჩემი მეგობრებისა მაგათ საშინელებებს შეეწირა და რა გონორი აქვთ კიდევ და უსუფაშვილის ხსენებას ბედავენ.

ახალგაზრდებმა ისტორია რომ გადაიკითხონ, უკეთესი იქნება მისი როლის შესასწავლად ქართულ უბედურებაში"

თამარ ჩერგოლეიშვილი, ტელეწამყვანი:

"რუსეთის ნომრიანი აგენტი:

"ნახევარზე მეტი ჩემი ბიჭები არიან, ვინც აქ დგანან"

კიდევ ერთი დასტური, რომ საპატრიარქოს აქცია რუსეთის დაკვეთაა საქართველოს ეროვნული ინტერესების, ჩვენი თავისუფლების წინააღმდეგ".

დიანა ტრაპაიძე, ტელეწამყვანი:

"ოჯახურმა საქმეებმა გამიტაცა და ჩამოვრჩი ყველაფერს... თენგიზ კიტოვანი რის სადარაჯოზე იდგა? არ დამიმალოთ

ამ ბოზების და მოძალადეების ქვეყანაში, გეებს რომ ებრძვიან, ვგიჟდები...

ორი კითხვა მაქვს-1. თენგიზის ბიჭები ვინ არიან? 2. დღეს ოჯახის სიწმინდის სადარაჯოზე მდგართაგან, რამდენს უღალატია მეუღლისთვის?".

"17 მაისი ოჯახის სიმტკიცის დღეა" - ამ ლოზუნგით 17 მაისს ფილარმონიიდან სამების

მიმართულებით მრევლმა მსვლელობა მოაწყო. მრევლს სასულიერო პირები მიუძღოდნენ.

მსვლელობის პარალელურად, პარლამენტის წინ სახელდახელოდ მოწყობილ კარავში ხელმოწერების შეგროვება მიმდინარეობდა. მრევლი ხელმოწერით პარლამენტის მიერ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის გაუქმებას მოითხოვდა.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს