თურქეთის ქალაქ ანტალიის ერთ-ერთ ღამის კლუბში, სამართალდამცველებმა ორთვიანი სპეცოპერაციის შედეგად, 61 მანდილოსანი დააკავეს, რომლებიც პროსტიტუციას ეწეოდნენ.
ინტერნეტგამოცემა medyafaresi.com-ი იუწყება, რომ დაკავებულთა შორის არიან საქართველოს, რუსეთის, უკრაინის, ყირგიზეთის, მოლდოვასა და თურქეთის მოქალაქეები. დაკავებულთა შორის არის რამდენიმე თურქეთის მოქალაქე, რომლებიც პროსტიტუციის ორგანიზებაში არიან ბრალდებულები.
ინტერნეტგამოცემა www.habergazete.com-ის ინფორმაციით, დაკავებულთა შორის საქართველოს 8 მოქალაქეა. სასამართლო პროცესის შემდეგ, რომელიც უახლოეს დღეებში გაიმართება, მათ ქვეყნიდან გააძევებენ.