Unian-ის ინფორმაციით, უკრაინის საზღვრებთან განლაგებულ რუს სამხედროებს გააცნეს სერგეი შოიგუს გადაწყვეტილება, დაუბრუნდნენ მუდმივი დისლოკაციის ადგილს.
"წვრთნების დასრულების შემდეგ, ქვედანაყოფები სარკინიგზო ტრანსპორტით დაუბრუნდებიან მუდმივი დისლოკაციის პუნქტებს", - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გუშინ ბრძანება გასცა, რომ როსტოვის, ბელგოროდისა და ბრიანსკის ოლქებში მიმდინარე სწავლების მონაწილე სამხედროები მუდმივი დისლოცირების ადგილებს დაუბრუნდნენ.
ამასთან, ნატო-ს გენერალური მდივნის ანდერს ფოგ რასმუსენის თქმით, ჯერჯერობით არ შეინიშნება უკრაინის საზღვრებიდან რუსი სამხედროების გაყვანა, როგორც ეს ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.