სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"მწვანე ალტერნატივა" - დევდორაკიდან სტიქიის შემოტევა შესაძლოა განმეორდეს
 "მწვანე ალტერნატივა" - დევდორაკიდან სტიქიის შემოტევა შესაძლოა განმეორდეს

დევ­დო­რა­კი­დან სტი­ქი­ის შე­მო­ტე­ვა შე­საძ­ლოა გან­მე­ორ­დეს, - ამის შე­სა­ხებ ორ­გა­ნი­ზა­ცია "მწვა­ნე ალ­ტერ­ნა­ტი­ვას" მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი. რო­გორც ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში აცხა­დე­ბენ, "მწვა­ნე ალ­ტერ­ნა­ტი­ვა" არა­ერ­თხელ აღ­ნიშ­ნავ­და, რომ და­რი­ალ-ჰე­სი­სა და ლარ­სი-ჰე­სის მშე­ნებ­ლო­ბის ნე­ბარ­თვე­ბი­სა და ეკო­ლო­გი­უ­რი ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნე­ბის გა­ცე­მის პრო­ცეს­ში უგუ­ლე­ბელ­ყო­ფი­ლი იქნა არა­ერ­თი გა­რე­მოს­დაც­ვი­თი სა­კი­თხი. გარ­და იმ პრობ­ლე­მე­ბი­სა, რო­მე­ლიც ემუქ­რე­ბა ქვეყ­ნის ბი­ომ­რა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბას, ბუ­ნებ­რივ და სო­ცი­ა­ლუ­რი გა­რე­მოს ამ პრო­ექ­ტე­ბის შე­დე­გად, ჰე­სე­ბის დაპ­რო­ექ­ტე­ბი­სას არ იქნა ჯე­როვ­ნად გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ის საფრ­თხე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც მო­ე­ლო­და ენერ­გე­ტი­კულ ობი­ექ­ტებ­სა და იქ და­საქ­მე­ბულ ადა­მი­ა­ნებს უარ­ყო­ფი­თი გე­ო­ლო­გი­უ­რი პრო­ცე­სე­ბის შე­დე­გად.

"2006 წელს დევ­დო­რა­კი­დან ჩა­მო­წო­ლილ­მა მე­წყერ­მა ადა­მი­ა­ნი იმ­სხვერ­პლა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ დევ­დო­რაკ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­შიშ­რო­ე­ბის შე­სა­ხებ მხო­ლოდ ახლა სა­უბ­რო­ბენ რო­გორც ჰე­სის მშე­ნე­ბე­ლი კომ­პა­ნი­ის, ისე გა­რე­მოს დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს წარ­მო­მად­გე­ნე­ლე­ბიც, თუმ­ცა ამ სა­კითხს მათ ყუ­რა­დღე­ბა არ მი­აქ­ცი­ეს, რო­დე­საც ამ საფრ­თხე­ებ­ზე ვსა­უბ­რობ­დით რო­გორც ნე­ბარ­თვის გა­ცე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი გან­ხილ­ვე­ბის დროს, ისე ამ ნე­ბარ­თვის გა­უქ­მე­ბის მო­თხოვ­ნით წარ­მარ­თულ სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სებ­ზე", - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

მათი თქმით, ჰე­სის მშე­ნებ­ლო­ბის­თვის შერ­ჩე­უ­ლი მო­ნაკ­ვე­თის ჰიდ­რო­ლო­გი­უ­რი თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბი, გა­ნა­პი­რო­ე­ბებს ისე­თი სა­ში­ში გე­ო­დი­ნა­მი­კუ­რი პრო­ცე­სე­ბის და სტი­ქი­უ­რი მოვ­ლე­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის მა­ღალ რის­კებს, რო­გო­რი­ცაა კლდეზ­ვა­ვი, ზვა­ვი, ერო­ზი­ე­ბი, შვა­ვი, ღვარ­ცო­ფი, წყალ­მო­ვარ­დნა, მდი­ნა­რის ნა­პი­რე­ბის წა­რე­ცხვე­ბი და შე­სა­ბა­მი­სად სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზი­სა და ხი­დე­ბის და­ზი­ა­ნე­ბა.

"კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბის შე­დე­გად მყინ­ვა­რე­ბის დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი დნო­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი წყლი­სა და მყა­რი ნა­ტა­ნის ხარ­ჯის ცვლი­ლე­ბის სა­კი­თხი ასე­ვე არ იქნა გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ჰე­სის პრო­ექ­ტის შე­მუ­შა­ვე­ბი­სას. სამ­წუ­ხა­როდ, შე­საძ­ლე­ბე­ლია ისევ გან­მე­ორ­დეს სტი­ქი­ის შე­მო­ტე­ვა დევ­დო­რა­კი­დან. თუმ­ცა, ეს არ არის ერ­თა­დერ­თი ღვარ­ცო­ფუ­ლი მდი­ნა­რე, რო­მე­ლიც საფრ­თხეს წარ­მო­ად­გენს ამ პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­სათ­ვის. ანა­ლო­გი­უ­რი სა­შიშ­რო­ე­ბაა მო­სა­ლოდ­ნე­ლი ყუ­როს­გან და ჩხე­რის­გან - სწო­რედ ამ მდი­ნა­რე­ე­ბის შერ­თვის ად­გი­ლას არის და­გეგ­მი­ლი "და­რი­ალ­ჰე­სის" კაშხლის, სა­ლე­ქა­რი­სა და სა­თა­ვე ნა­გე­ბო­ბის აშე­ნე­ბა. მდი­ნა­რე ყურო ზვა­ვე­ბის მიერ დაგ­რო­ვილ მა­სა­ლას გან­სა­კუთ­რე­ბით ინ­ტენ­სი­უ­რად ჟღინ­თავს წყლით, გა­და­აქ­ცევს ღვარ-ცო­ფად და სე­ლუ­რი ნა­კა­დის სა­ხით მი­ა­ქა­ნებს მდი­ნა­რე თერ­გი­სა­კენ. ყუ­როს მიერ წარ­მოქ­ნი­ლი სე­ლუ­რი ნა­კა­დი გზად ყვე­ლა­ფერს ანად­გუ­რებს, მის მიერ ერთჯე­რად ჩა­მო­ტა­ნი­ლი მა­სა­ლა ასე­უ­ლო­ბით კუ­ბურ მეტრს შე­ად­გენს, რო­მელ­საც არა­ერ­თხელ გა­და­უ­კე­ტავს თერ­გი. ყუ­რო­დან სე­ლუ­რი ნა­კა­დე­ბის გა­მოს­ვლა წე­ლი­წად­ში რამ­დენ­ჯერ­მე ხდე­ბა", - აცხა­დე­ბენ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში.

"მწვა­ნე ალ­ტერ­ნა­ტი­ვას" წევ­რე­ბის გან­ცხა­დე­ბით, პრო­ექ­ტის დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი სა­ხით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, შე­საძ­ლოა გან­ვი­თარ­დეს შემ­დე­გი: თერ­გის მიერ თა­ვი­სი მრა­ვალ­რი­ცხო­ვა­ნი შე­ნა­კა­დე­ბი­დან წა­მო­ღე­ბუ­ლი ნა­ტა­ნი დაგ­როვ­დე­ბა ყუ­როს და ჩხე­რეს შე­სარ­თა­ვებ­თან, რაც გა­მო­იწ­ვევს თერ­გის კა­ლა­პო­ტის აწე­ვას. ღვარ­ცო­ფუ­ლი მდი­ნა­რე ყურო თა­ვის ჩა­მო­ტა­ნილ მა­სა­ლას ვე­ღარ გა­ა­ტანს თერგს, იგი დაგ­როვ­დე­ბა, გა­მო­ავ­სებს ისე­დაც ვიწ­რო ყუ­როს ხე­ო­ბას, რის შე­დე­გა­დაც დაბა სტე­ფან­წმინ­და, რო­მე­ლიც მდი­ნა­რე ყუ­რო­სა და მის სამ­ხრე­თით მდე­ბა­რე ორი ხე­ვის მიერ შექ­მნილ გა­მო­ზიდ­ვის კო­ნუს­ზე მდე­ბა­რე­ობს, საფრ­თხის წი­ნა­შე აღ­მოჩ­ნდე­ბა. თერ­გის მარ­ჯვე­ნა შე­ნა­კა­დის ყუ­როს მსგავ­სად, იგი­ვე პრო­ცე­სე­ბი იქ­ნე­ბა მდი­ნა­რე ჩხე­რის მი­მარ­თე­ბა­შიც, რო­მე­ლიც იმა­ვე ად­გი­ლას, მარ­ცხნი­დან უერ­თდე­ბა თერგს.

ყაზ­ბე­გის რა­ი­ონ­ში, და­რი­ა­ლის ხე­ო­ბა­ში დევ­დო­რა­კის ხე­ო­ბი­დან მე­წყე­რი 2014 წლის 17 მა­ისს ჩა­მოწ­ვა. სტი­ქი­ას მსხვერ­პლიც მოჰ­ყვა. არი­ან და­შა­ვე­ბუ­ლე­ბიც. შვი­დი ადა­მი­ა­ნი და­კარ­გუ­ლად ით­ვლე­ბა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

"მწვანე ალტერნატივა" - დევდორაკიდან სტიქიის შემოტევა შესაძლოა განმეორდეს

 "მწვანე ალტერნატივა" - დევდორაკიდან სტიქიის შემოტევა შესაძლოა განმეორდეს

დევდორაკიდან სტიქიის შემოტევა შესაძლოა განმეორდეს, - ამის შესახებ ორგანიზაცია "მწვანე ალტერნატივას" მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, "მწვანე ალტერნატივა" არაერთხელ აღნიშნავდა, რომ დარიალ-ჰესისა და ლარსი-ჰესის მშენებლობის ნებართვებისა და ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნების გაცემის პროცესში უგულებელყოფილი იქნა არაერთი გარემოსდაცვითი საკითხი. გარდა იმ პრობლემებისა, რომელიც ემუქრება ქვეყნის ბიომრავალფეროვნებას, ბუნებრივ და სოციალური გარემოს ამ პროექტების შედეგად, ჰესების დაპროექტებისას არ იქნა ჯეროვნად გათვალისწინებული ის საფრთხეები, რომლებიც მოელოდა ენერგეტიკულ ობიექტებსა და იქ დასაქმებულ ადამიანებს უარყოფითი გეოლოგიური პროცესების შედეგად.

"2006 წელს დევდორაკიდან ჩამოწოლილმა მეწყერმა ადამიანი იმსხვერპლა. აღსანიშნავია, რომ დევდორაკთან დაკავშირებული საშიშროების შესახებ მხოლოდ ახლა საუბრობენ როგორც ჰესის მშენებელი კომპანიის, ისე გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენელებიც, თუმცა ამ საკითხს მათ ყურადღება არ მიაქციეს, როდესაც ამ საფრთხეებზე ვსაუბრობდით როგორც ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული განხილვების დროს, ისე ამ ნებართვის გაუქმების მოთხოვნით წარმართულ სასამართლო პროცესებზე", - ნათქვამია განცხადებაში.

მათი თქმით, ჰესის მშენებლობისთვის შერჩეული მონაკვეთის ჰიდროლოგიური თავისებურებები, განაპიროებებს ისეთი საშიში გეოდინამიკური პროცესების და სტიქიური მოვლენების განვითარების მაღალ რისკებს, როგორიცაა კლდეზვავი, ზვავი, ეროზიები, შვავი, ღვარცოფი, წყალმოვარდნა, მდინარის ნაპირების წარეცხვები და შესაბამისად საავტომობილო გზისა და ხიდების დაზიანება.

"კლიმატის ცვლილების შედეგად მყინვარების დაჩქარებული დნობით გამოწვეული წყლისა და მყარი ნატანის ხარჯის ცვლილების საკითხი ასევე არ იქნა გათვალისწინებული ჰესის პროექტის შემუშავებისას. სამწუხაროდ, შესაძლებელია ისევ განმეორდეს სტიქიის შემოტევა დევდორაკიდან. თუმცა, ეს არ არის ერთადერთი ღვარცოფული მდინარე, რომელიც საფრთხეს წარმოადგენს ამ პროექტის განხორციელებისათვის. ანალოგიური საშიშროებაა მოსალოდნელი ყუროსგან და ჩხერისგან - სწორედ ამ მდინარეების შერთვის ადგილას არის დაგეგმილი "დარიალჰესის" კაშხლის, სალექარისა და სათავე ნაგებობის აშენება. მდინარე ყურო ზვავების მიერ დაგროვილ მასალას განსაკუთრებით ინტენსიურად ჟღინთავს წყლით, გადააქცევს ღვარ-ცოფად და სელური ნაკადის სახით მიაქანებს მდინარე თერგისაკენ. ყუროს მიერ წარმოქნილი სელური ნაკადი გზად ყველაფერს ანადგურებს, მის მიერ ერთჯერად ჩამოტანილი მასალა ასეულობით კუბურ მეტრს შეადგენს, რომელსაც არაერთხელ გადაუკეტავს თერგი. ყუროდან სელური ნაკადების გამოსვლა წელიწადში რამდენჯერმე ხდება", - აცხადებენ ორგანიზაციაში.

"მწვანე ალტერნატივას" წევრების განცხადებით, პროექტის დამტკიცებული სახით განხორციელების შემთხვევაში, შესაძლოა განვითარდეს შემდეგი: თერგის მიერ თავისი მრავალრიცხოვანი შენაკადებიდან წამოღებული ნატანი დაგროვდება ყუროს და ჩხერეს შესართავებთან, რაც გამოიწვევს თერგის კალაპოტის აწევას. ღვარცოფული მდინარე ყურო თავის ჩამოტანილ მასალას ვეღარ გაატანს თერგს, იგი დაგროვდება, გამოავსებს ისედაც ვიწრო ყუროს ხეობას, რის შედეგადაც დაბა სტეფანწმინდა, რომელიც მდინარე ყუროსა და მის სამხრეთით მდებარე ორი ხევის მიერ შექმნილ გამოზიდვის კონუსზე მდებარეობს, საფრთხის წინაშე აღმოჩნდება. თერგის მარჯვენა შენაკადის ყუროს მსგავსად, იგივე პროცესები იქნება მდინარე ჩხერის მიმართებაშიც, რომელიც იმავე ადგილას, მარცხნიდან უერთდება თერგს.

ყაზბეგის რაიონში, დარიალის ხეობაში დევდორაკის ხეობიდან მეწყერი 2014 წლის 17 მაისს ჩამოწვა. სტიქიას მსხვერპლიც მოჰყვა. არიან დაშავებულებიც. შვიდი ადამიანი დაკარგულად ითვლება.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია