"გაფლანგულ თანხებსაც დააბრუნებთ, ცოლებს სახელმწიფო ჯიპებიდან ჩამოსვამთ და ვირზე უკუღმაც შეჯდებით!"

"გაფლანგულ თანხებსაც დააბრუნებთ, ცოლებს სახელმწიფო ჯიპებიდან ჩამოსვამთ და ვირზე უკუღმაც შეჯდებით!"

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მრჩეველი ლალი მოროშკინა პრემიების შესახებ ენერგეტიკის მინისტრ კახი კალაძის განცხადებას "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება.

"ასეთი პოზიცია სამწუხაროდ მხოლოდ ერთეულებმა დააფიქსირეს!!! კახი ყოველთვის კაცი იყო, საკუთარი შრომით იშოვა ფული და მისი ყადრიც იცის, ხოლო დანარჩენებმა ცალი კალოში ერთ მხარეს ისროლეს, მერე დაფიქრდნენ და მეოერე სახლის ზღურბლთან ააყუდეს, ეგებ დაგვჭირდესო...

დაგჭიდებათ!!! იმ გაფლანგულ თანხებსაც დააბრუნებთ, ცოლებს სახელმწიფო ჯიპებიდან ჩამოსვამთ და ვირზე უკუღმაც შეჯდებით!

...ასე ახლოს თქვენი გზა გისოსებამდე ჯერ არ ყოფილა... მე იქ დაგელოდებით, პირობები კი შეგიქმენით და...", - წერს მოროშკინა.

გუშინ ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ სასჯელაღსრულების დეპარტამენტში გაცემულ მაღალ პრემიეზე კომენტარი გააკეთა. კალაძის განცხადებით, სოზარ სუბარი კეთილსინდისიერი ადამიანი, რომელმაც სისტემაში არსებული პრობლემების მოგვარება შეძლო.

"ჩვენ გვახსოვს ორი წლის წინ რა ხდებოდა ციხეებში და როგორ უსწორდებოდნენ იქ ადამიანებს. პრემიებს რაც შეეხება, ჩემთვის პირადად მიუღებელია ამხელა პრემიები. ეს სწორი არ არის იმ სოციალურ ფონზე, რა სოციალური ფონიც დღეს ქვეყანაშია", - განაცხადა კახა კალაძემ.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს