სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ახალციხეში, დანიელაშვილის ქუჩა ფეკალური მასით იტბორება
ახალციხეში, დანიელაშვილის ქუჩა ფეკალური მასით იტბორება

ახალ­ცი­ხე­ში, და­ნი­ე­ლაშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე მცხოვ­რებ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ყო­ვე­ლი წვი­მის შემ­დეგ ფე­კა­ლუ­რი მასა ეზო­ებ­ში ამო­დის. ამ­ჟა­მად სა­კა­ნა­ლი­ზა­ციო არხი გა­და­თხრი­ლია. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, არხი გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი წყალ­მო­მა­რა­გე­ბის კომ­პა­ნი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა გაწ­მინ­დეს.

"ხან ერთ ად­გი­ლა­საა ამო­თხრი­ლი კა­ნა­ლი­ზა­ცია, ხან მე­ო­რე ად­გი­ლას. სა­ერ­თო ჯამ­ში, თით­ქმის წე­ლი­წა­დია, ღი­ა­დაა და ამ ჰა­ერს ვსუნ­თქავთ. ფე­კა­ლუ­რი მასა პირ­და­პირ სა­დარ­ბა­ზო­ებ­ში და­ცუ­რავს", - ამ­ბობს და­ნი­ე­ლაშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე მცხოვ­რე­ბი გრი­გოლ ფე­რა­ძე.

მდგო­მა­რე­ო­ბით შე­წუ­ხე­ბუ­ლი ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ახალ­ცი­ხის გამ­გებ­ლის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბელს, მალ­ხაზ ჟუ­ჟუ­ნა­ძე­სა და გამ­გებ­ლის მო­ად­გი­ლეს, თა­მარ გო­გო­ლა­ძეს შეხ­ვდნენ. გამ­გე­ო­ბა­ში "სა­ქარ­თვე­ლოს გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი წყალ­მო­მა­რა­გე­ბის კომ­პა­ნი­ის" სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თის რე­გი­ო­ნუ­ლი ფი­ლი­ა­ლის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბიც იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ.

გამ­გებ­ლის თქმით, და­ნი­ე­ლაშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე სა­კა­ნა­ლი­ზა­ციო სის­ტე­მის მო­სა­წეს­რი­გებ­ლად ად­გი­ლობ­რი­ვი ბი­უ­ჯე­ტი­დან თან­ხა ვერ გა­მო­ი­ყო­ფა, რად­გან არ­ჩევ­ნე­ბამ­დე ორი თვით ადრე ამის უფ­ლე­ბა არ აქვთ. წყალ­მო­მა­რა­გე­ბის კომ­პა­ნი­ა­ში კი ამ­ბო­ბენ, რომ ეს ლო­კა­ლუ­რი ავა­რია არ არის და სერ­ვის­ცენ­ტრის ძა­ლე­ბით ვერ გა­და­წყდე­ბა.

იხი­ლეთ ვრცლად

"სამ­ხრე­თის კა­რიბ­ჭე"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ახალციხეში, დანიელაშვილის ქუჩა ფეკალური მასით იტბორება

ახალციხეში, დანიელაშვილის ქუჩა ფეკალური მასით იტბორება

ახალციხეში, დანიელაშვილის ქუჩაზე მცხოვრებლები ამბობენ, რომ ყოველი წვიმის შემდეგ ფეკალური მასა ეზოებში ამოდის. ამჟამად საკანალიზაციო არხი გადათხრილია. ადგილობრივების ინფორმაციით, არხი გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლებმა გაწმინდეს.

"ხან ერთ ადგილასაა ამოთხრილი კანალიზაცია, ხან მეორე ადგილას. საერთო ჯამში, თითქმის წელიწადია, ღიადაა და ამ ჰაერს ვსუნთქავთ. ფეკალური მასა პირდაპირ სადარბაზოებში დაცურავს", - ამბობს დანიელაშვილის ქუჩაზე მცხოვრები გრიგოლ ფერაძე.

მდგომარეობით შეწუხებული ადგილობრივები ახალციხის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელს, მალხაზ ჟუჟუნაძესა და გამგებლის მოადგილეს, თამარ გოგოლაძეს შეხვდნენ. გამგეობაში "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ფილიალის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.

გამგებლის თქმით, დანიელაშვილის ქუჩაზე საკანალიზაციო სისტემის მოსაწესრიგებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანხა ვერ გამოიყოფა, რადგან არჩევნებამდე ორი თვით ადრე ამის უფლება არ აქვთ. წყალმომარაგების კომპანიაში კი ამბობენ, რომ ეს ლოკალური ავარია არ არის და სერვისცენტრის ძალებით ვერ გადაწყდება.

იხილეთ ვრცლად

”სამხრეთის კარიბჭე”

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია