ბრაზილიაში ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე "ბარსელონასა" და არგენტინის ნაკრების ვარსკვლავი, ლიონელ მესი სკანდალში გაეხვია. ცნობილი პარაგვაელი მოდელი და მსახიობი ლარისა რიკელმე, რომელიც პარაგვაის ნაკრების მხურვალე გულშემატკივარია, მას სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს. მოდელის თქმით, მესიმ ფულის სანაცვლოდ სექსი შესთავაზა.
რიკელმე, როგორც თავად ამბობს, რა თქმა უნდა, ამ ექსტრავაგანტულ წინადადებას არ დათანხმდა, ვინაიდან ის პატიოსანი გოგონაა.
შეგახსენებთ, სუპერმოდელს ადრე პირობა ჰქონდა დადებული, რომლის თანახად, თუ მისი სამშობლოს ნაკრები სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში წარმატებით იასპარეზებდა, ის გაშიშვლდებოდა. მოდელმა პირობა შეასრულა, თუმცა არა საჯაროდ - რიკელმე ერთ-ერთი ჟურნალის გარეკანზე დედიშობილა დაბეჭდეს.
მომზადებულია topnews.ru-ს მიხედვით.