სუხიშვილების მასტერკლასი - TL-ს ჯუთა და ჯაჯოს დიდი კინტაური "ცეკვავენ ვარსკვლავებში"

სუხიშვილების მასტერკლასი - TL-ს ჯუთა და ჯაჯოს დიდი კინტაური "ცეკვავენ ვარსკვლავებში"

"ცეკვავენ ვარსკვლავები" დღეს მაყურებელს ქართული ცეკვების ტურს სთავაზობს... კონკურსანტებთან სუხიშვილების მოცეკვავეები მუშაობენ. როგორც პროდიუსერები ამბობენ, დიდი ენერგია დახარჯეს მონაწილეების მომზადებაში. ასე რომ, წარმოდგენილი იქნება არაერთი ქართული ცეკვა...

გია ჯაჯანიძე კინტაურს დაუვლის და ამბობს, რომ ცეკვა-ცეკვით უნდა დატოვოს პროექტი. სიურპრიზები იქნება, ჟიური შოკში უნდა ჩავაგდო, წამებული და ამავე დროს, ბედნიერი გახლდით მთელი პროექტის განმავლობაშიო.

რაც შეეხება მის კონკურენტს, მუსიკოს ლევან ჩიჩუას, იმავე "TL"-ს, ის ჯუთას ცეკვავს. მას ცირკში, შუა რეპეტიციაზე შევეხმიანეთ.

- როგორ ემზადები ქართული ტურისთვის. აითვისე უკვე ჯუთა?

- ჯერ იმას ვიტყვი, რომ ძალიან მომწონს ეს პროექტი და ქართული ტურიც ძალიან მომეწონა, მიუხედავად იმისა, რომ პირველად ვასრულებ ქართულ ცეკვას. მოკლედ, სჯობს გვიან, ვიდრე არსდროს. ენერგიული ნომერია, მიუხედავად იმისა, რომ უკვე ფეხებს ვეღარ ვგრძნობ.

- დაიღალე?

- ძალიან დავიღალე და ფეხები მაგრად მტკივა. მინდა, რომ ყველაფერმა კარგად ჩაიაროს, რომ შუა ცეკვაში ფეხებმა არ მიმტყუნოს, არ გამეთიშოს და სადმე არ გავგორდე...

- ისე, ამ რთული ცეკვისთვის რატომ გაგწირეს?

- ჯუთა ჩემმა მეწყვილემ, მზია ორველაშვილმა შეარჩია, მე აჭარულს ვაპირებდი.

- უარის თქმა შეგეძლო?

- კი, მაგრამ რადგან გადავწყვიტეთ, უარი აღარ მითქვამს, ასეთი რამ არ შემიძლია.

- მზია ამბობს, რომ ყველაფერს გავაკეთებ, ლევანმა რომ გაიმარჯვოსო...

- მართლა მაგრად მუშაობს, ყველაფერი კარგად მიდის. მშვენიერად ვეწყობით ერთმანეთს. რატომღაც ყველას ჰგონია, რომ ადრე ვცეკვავდი, არადა, ცეკვაზე ნამდვილად არ მივლია. ადრე მაესტრო მორისთან მხოლოდ ერთი კვირა ვიარე.

- რას იტყვი, მოიგებ პროექტს?

- ვნახოთ, ყველაფერ წინ არის... 

ლალი ფაცია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება