სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
4 შეცდომა, რომელსაც დედა თინეიჯერ შვილთან ურთიერთობაში უშვებს
4 შეცდომა, რომელსაც დედა თინეიჯერ შვილთან ურთიერთობაში უშვებს

თი­ნე­ი­ჯე­რო­ბის წლე­ბი ადა­მი­ა­ნე­ბის დიდ ნა­წილს ცუ­დად ახ­სენ­დე­ბა: გარ­და­ტე­ხის პე­რი­ო­დის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ფი­ზი­კუ­რი, თუ ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი, შეგ­რძნე­ბა, თით­ქოს მთე­ლი მსოფ­ლიო მათ წი­ნა­აღ­მდე­გაა - ეს მცი­რე ჩა­მო­ნათ­ვა­ლია იმ პრობ­ლე­მე­ბი­სა, რო­მელ­საც თით­ქმის ყვე­ლა თი­ნე­ი­ჯე­რი აწყდე­ბა. გთა­ვა­ზობთ 4 ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბულ შეც­დო­მას, რო­მელ­საც დე­დე­ბი მო­ზარდ შვი­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში უშ­ვე­ბენ.

1. ყო­ველ­თვის ცუ­დის მო­ლო­დი­ნი: რო­გორც წესი, მშობ­ლე­ბის დიდ ნა­წილს სჯე­რა, რომ მათი შვი­ლე­ბი ამ პე­რი­ოდ­ში და­უც­ვე­ლე­ბი არი­ან და ეჩ­ვე­ნე­ბათ, რომ ერთ დროს მო­სიყ­ვა­რუ­ლე შვი­ლე­ბი არაპ­როგ­ნო­ზი­რე­ბად მონ­სტრე­ბად იქ­ცნენ.

"ერ­თა­დერ­თი მე­სი­ჯი რა­საც თი­ნე­ი­ჯე­რებს ვაწ­ვდით ისაა, რომ ისი­ნი "კარ­გე­ბი" მხო­ლოდ მა­შინ არი­ან, რო­დე­საც "ცუდ" საქ­ცი­ელს არ ჩა­დი­ან", - ამ­ბობს კერ­ძო კვლე­ვი­თი უნი­ვერ­სი­ტე­ტის (Tufts University) ხელ­მძღვა­ნე­ლი რი­ჩარდ ლერ­ნე­რი. მარ­თა­ლია თა­ნა­მედ­რო­ვე ცხოვ­რე­ბის რიტ­მი ძა­ლი­ან და­ძა­ბუ­ლია და ხში­რად მშობ­ლე­ბი ნა­ხე­ვარ დღეს სამ­სა­ხურ­ში ატა­რე­ბენ, მაგ­რამ ფსი­ქო­ლო­გე­ბი მათ ურ­ჩე­ვენ, რაც შე­იძ­ლე­ბა მე­ტად და­ინ­ტე­რეს­დნენ თი­ნე­ი­ჯე­რი შვი­ლე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბი­თა და ჰო­ბით. მერე რა, თუ სა­ერ­თოდ ვერ ერ­კვე­ვით, ან მათი ინ­ტე­რე­სის სფე­როს­გან რა­დი­კა­ლუ­რად შორს ხართ. თუ მათი ჰო­ბის შე­სა­ხებ მეტს შე­ი­ტყობთ, მო­ზარ­დთან კო­მუ­ნი­კა­ცი­ის ახა­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა გა­გეხ­სნე­ბათ. ამას­თან, სი­ახ­ლე­ებ­საც შე­ი­ტყობთ და და­ახ­ლო­ე­ბით მა­ინც გე­ცო­დი­ნე­ბათ, თუ რა ინ­ტე­რე­სის სფე­რო აქვს თქვენს შვილს და რო­გო­რი სა­ნაც­ნო­ბო წრე შე­იძ­ლე­ბა ჰყავ­დეს.

2. ინ­სტიქ­ტის ნაც­ვლად შვილ­თან ჟურ­ნა­ლე­ბი­სა და წიგ­ნე­ბის მა­გა­ლითებითგაქვთ ურ­თი­ერ­თო­ბა: თი­ნე­ი­ჯე­რებს ყვე­ლა­ზე მე­ტად სი­ყალ­ბე სძულთ - სწო­რედ ამი­ტომ, ში­ნა­გან ინ­სტიქტზე მეტ უპი­რა­ტე­სო­ბას ჟურ­ნა­ლებ­ში წა­კი­თხულ რჩე­ვებს ნუ მი­ა­ნი­ჭებთ. თუმ­ცა, ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ წიგ­ნე­ბი, სა­დაც შვი­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის შე­სა­ხებ გვიყ­ვე­ბი­ან, ცუ­დია.

"აქ, მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა ისაა, რომ რო­დე­საც მშო­ბე­ლი რო­მე­ლი­მე წიგნ­ში ამა თუ იმ რე­კო­მენ­და­ცი­ას ამო­ი­კი­თხავს, მო­უ­ლოდ­ნე­ლად აც­ნო­ბი­ე­რებს, რომ მსგავ­სი მა­გა­ლი­თი მის ძა­ლებს აღე­მა­ტე­ბა. ამის შემ­დეგ დე­დას ეჩ­ვე­ნე­ბა, რომ კარ­გი მშო­ბე­ლი არაა - სა­ერ­თო ჯამ­ში ეს შვილ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე აი­სა­ხე­ბა", - ამ­ბო­ბენ ფსი­ქო­ლო­გე­ბი.

3. უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას, ან აღ­შფო­თე­ბას ვერ მა­ლავთ მისი ვარ­ცხნი­ლო­ბი­სა თუ სა­მო­სის გამო: თუ თქვე­ნი თი­ნე­ი­ჯე­რი გო­გო­ნას ვარ­ცხნი­ლო­ბა, ან სა­მო­სი არ მოგ­წონთ, ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ ის­ტე­რი­კა მო­უ­წყოთ. რთუ­ლია, მაგ­რამ შე­ე­ცა­დეთ, მისი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღოთ, ის­წავ­ლეთ მისი სურ­ვი­ლის პა­ტი­ვის­ცე­მა.

"რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ამა­ში მშობ­ლის და­და­ნა­შა­უ­ლე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა. თქვენ მშო­ბე­ლი ხართ და შვი­ლის­თვის მყუდ­რო გა­რე­მოს შექ­მნა­ზე უნდა ზრუ­ნავ­დეთ, მაგ­რამ მი­ე­ცით სა­შუ­ა­ლე­ბა, რო­გო­რი ფე­რის მა­ი­სუ­რიც სურს, ჩა­იც­ვას. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი იყა­ვით, მას ყო­ველ­თვის ეცო­დი­ნე­ბა, თქვე­ნი სა­ხით გვერ­დით რო­გო­რი ფას­და­უ­დე­ბე­ლი გან­ძი ჰყავს".

4. დის­ციპ­ლი­ნის არარ­სე­ბო­ბა, ან ზედ­მე­ტად მკაც­რი დის­ციპ­ლი­ნა: და­მე­თან­ხმე­ბით, ოქ­როს შუ­ა­ლე­დის მო­ძებ­ნა ყო­ველ­თვის ჭირს. თქვენ­მა შვილ­მა და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა­სა და მორ­ჩი­ლე­ბას შო­რის სხვა­ო­ბა უნდა ის­წავ­ლოს. ყვე­ლა­ზე დიდი პრობ­ლე­მა ისაა, რომ მშობ­ლე­ბის ნა­წი­ლი იმის ში­შით, შვილ­მა შეც­დო­მა არ და­უშ­ვას, ყვე­ლა მის ნა­ბიჯს აკონ­ტრო­ლებს - არ­სე­ბობს მშობ­ლე­ბის კა­ტე­გო­რია, რო­მელ­თაც თი­ნე­ი­ჯე­რი შვი­ლის უარ­ყო­ფი­თი რე­აქ­ცია აში­ნებთ და კონ­ფლიქ­ტის არი­დე­ბის მიზ­ნით ყვე­ლა­ფერ­ზე თვალს ხუ­ჭავს.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია webmd.com-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

4 შეცდომა, რომელსაც დედა თინეიჯერ შვილთან ურთიერთობაში უშვებს

4 შეცდომა, რომელსაც დედა თინეიჯერ შვილთან ურთიერთობაში უშვებს

თინეიჯერობის წლები ადამიანების დიდ ნაწილს ცუდად ახსენდება: გარდატეხის პერიოდისთვის დამახასიათებელი ფიზიკური, თუ ფსიქოლოგიური ცვლილებები, შეგრძნება, თითქოს მთელი მსოფლიო მათ წინააღმდეგაა - ეს მცირე ჩამონათვალია იმ პრობლემებისა, რომელსაც თითქმის ყველა თინეიჯერი აწყდება. გთავაზობთ 4 ყველაზე გავრცელებულ შეცდომას, რომელსაც დედები მოზარდ შვილებთან ურთიერთობაში უშვებენ.

1. ყოველთვის ცუდის მოლოდინი: როგორც წესი, მშობლების დიდ ნაწილს სჯერა, რომ მათი შვილები ამ პერიოდში დაუცველები არიან და ეჩვენებათ, რომ ერთ დროს მოსიყვარულე შვილები არაპროგნოზირებად მონსტრებად იქცნენ.

"ერთადერთი მესიჯი რასაც თინეიჯერებს ვაწვდით ისაა, რომ ისინი "კარგები" მხოლოდ მაშინ არიან, როდესაც "ცუდ" საქციელს არ ჩადიან", - ამბობს კერძო კვლევითი უნივერსიტეტის (Tufts University) ხელმძღვანელი რიჩარდ ლერნერი. მართალია თანამედროვე ცხოვრების რიტმი ძალიან დაძაბულია და ხშირად მშობლები ნახევარ დღეს სამსახურში ატარებენ, მაგრამ ფსიქოლოგები მათ ურჩევენ, რაც შეიძლება მეტად დაინტერესდნენ თინეიჯერი შვილების ინტერესებითა და ჰობით. მერე რა, თუ საერთოდ ვერ ერკვევით, ან მათი ინტერესის სფეროსგან რადიკალურად შორს ხართ. თუ მათი ჰობის შესახებ მეტს შეიტყობთ, მოზარდთან კომუნიკაციის ახალი საშუალება გაგეხსნებათ. ამასთან, სიახლეებსაც შეიტყობთ და დაახლოებით მაინც გეცოდინებათ, თუ რა ინტერესის სფერო აქვს თქვენს შვილს და როგორი სანაცნობო წრე შეიძლება ჰყავდეს.

2. ინსტიქტის ნაცვლად შვილთან ჟურნალებისა და წიგნების მაგალითებით გაქვთ ურთიერთობა: თინეიჯერებს ყველაზე მეტად სიყალბე სძულთ - სწორედ ამიტომ, შინაგან ინსტიქტზე მეტ უპირატესობას ჟურნალებში წაკითხულ რჩევებს ნუ მიანიჭებთ. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ წიგნები, სადაც შვილებთან ურთიერთობის შესახებ გვიყვებიან, ცუდია.

"აქ, მთავარი პრობლემა ისაა, რომ როდესაც მშობელი რომელიმე წიგნში ამა თუ იმ რეკომენდაციას ამოიკითხავს, მოულოდნელად აცნობიერებს, რომ მსგავსი მაგალითი მის ძალებს აღემატება. ამის შემდეგ დედას ეჩვენება, რომ კარგი მშობელი არაა - საერთო ჯამში ეს შვილთან ურთიერთობაზე აისახება", - ამბობენ ფსიქოლოგები.

3. უკმაყოფილებას, ან აღშფოთებას ვერ მალავთ მისი ვარცხნილობისა თუ სამოსის გამო: თუ თქვენი თინეიჯერი გოგონას ვარცხნილობა, ან სამოსი არ მოგწონთ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისტერიკა მოუწყოთ. რთულია, მაგრამ შეეცადეთ, მისი გადაწყვეტილება მიიღოთ, ისწავლეთ მისი სურვილის პატივისცემა.

"რასაკვირველია, ამაში მშობლის დადანაშაულება არ შეიძლება. თქვენ მშობელი ხართ და შვილისთვის მყუდრო გარემოს შექმნაზე უნდა ზრუნავდეთ, მაგრამ მიეცით საშუალება, როგორი ფერის მაისურიც სურს, ჩაიცვას. დარწმუნებული იყავით, მას ყოველთვის ეცოდინება, თქვენი სახით გვერდით როგორი ფასდაუდებელი განძი ჰყავს".

4. დისციპლინის არარსებობა, ან ზედმეტად მკაცრი დისციპლინა: დამეთანხმებით, ოქროს შუალედის მოძებნა ყოველთვის ჭირს. თქვენმა შვილმა დამოუკიდებლობასა და მორჩილებას შორის სხვაობა უნდა ისწავლოს. ყველაზე დიდი პრობლემა ისაა, რომ მშობლების ნაწილი იმის შიშით, შვილმა შეცდომა არ დაუშვას, ყველა მის ნაბიჯს აკონტროლებს - არსებობს მშობლების კატეგორია, რომელთაც თინეიჯერი შვილის უარყოფითი რეაქცია აშინებთ და კონფლიქტის არიდების მიზნით ყველაფერზე თვალს ხუჭავს.

მომზადებულია webmd.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს