სიცხის გაზომვა და კენჭისყრა თბილისის "მარშრუტკებში" - არასამგზავრო სერვისი სამარშრუტო ტაქსებში

სიცხის გაზომვა და კენჭისყრა თბილისის "მარშრუტკებში" - არასამგზავრო სერვისი სამარშრუტო ტაქსებში

თბილისში, მიკროავტობუსებით მგზავრთა გადაყვანას, 2011 წლიდან შ.პ.ს "თბილისის მიკროავტობუსი" ახორციელებს. თბილსის მერიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვების შედეგად, კომპანიამ ოცი წლის ვადით დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში მგზავრთა გადაყვანის ნებართვა მოიპოვა.

კონკურსის პირობების თანახმად, გამარჯვებულმა კომპანიამ ახალი მიკროავტობუსები შემოიყვანა და მთლიანად განაახლა სამარშუტო პარკი. თუმცა, მიუხედავად ამისა, ხშირად მოსახლეობა უკმაყოფილებას გამოთქვამს მომსახურების ხარისხის გამო. კერძოდ, ხშირია როცა მიკროავტობუსში ფეხზე მდგომ მგზავრთა რაოდენობა, ნორმით დადგენილ ზღვარს მნიშვნელოვნად აღემატება. პირობის თანახმად, მიკროავტობუსში ფეხზე მდგომ მგზავრთა რაოდენობა მაქსიმუმ 5 კაცი უნდა იყოს.

ნათელა ლალიაშვილი ყოველდღე მიკროავტობუსით მგზავრობს. როგორც ამბობს, სამარშუტო ხაზებზე არასაკმარისი რაოდენობის მიკროავტობუსები მოძრაობს, რის შედეგადაც ხშირად ფეხზე მდგომს უწევს მგზავრობა.

"ხშირად ფეხზე მდგომს მიწევს მგზავრობა. ზაფხულში კიდევ უფრო რთულია სიცხის გამო. მიკროავტობუსის მძღოლები არ რთავენ კონდიცირების სიტემასაც, რაც ხშირად მგზავრსა და მძღოლს შორის კონფლიქტის მიზეზი ხდება."

BPN-ი დაინტერესდა, ვინ ახორციელებს ფეხზე მდგომ მგზავრთა რაოდენობის მონიტორინგს და რა ზომები ტარდება იმ მძღოლების მიმართ, რომლებიც არსებულ შეზღუდვებს არ ემორჩილებიან?

როგორც "თბილისის მიკროავტობუსში" გვითხრეს, მონიტორინგს თავად კომპანიის სახაზო კონტროლი, ქალაქის მერიის სატრანსპორტო სამსახურის შესაბამისი განყოფილება და საპატრულო პოლიცია ახორციელებს. ასევე, ხდება შეტყობინებების დაფიქსირება მგზავრებისაგან კომპანიის ცხელ ხაზზე. კომპანიაში ამბობენ, რომ მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი დარღვევების აღმოსაფხვრელად, შესაბამისი ღონისძიებები ტარდება და დადგენილი წესის დამრღვევს გარკვეულის სანქციები ეკისრება. თუმცა, კონკრეტულად რა ტიპის სანქციებია ამ კითხვაზე პასუხი ვერ მივიღეთ.

" სამარშრუტო ტაქსების მწარმოებელი ქარხნის მიერ, დაშვებულია არაუმეტეს 5 ფეხზე მდგომი მგზავრის გადაყვანა, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევებში, განსაკუთრებით პიკის საათში შეინიშნება გარკვეული პრობლემები მგზავრთა გადაყვანის კუთხით, რაზეც კონტროლს ვახორციელებთ . ერთია, რომ რამდენიმე წლის წინ ქალაქში მიკროავტობუსები იყო მხოლოდ ტექნიკურად მოძველებული და არ შეესაბამება იმ სტანდარტებს, რაც აუცილებელი იყო მგზავრთა მომსახურებისთვის. დღეს ეს პარკი განახლებულია. უბრალოდ, ახლა ვცდილობთ მაქსიმალურად ისე განხორციელდეს მენეჯმენტი, რომ პიკის საათებშიც კი შესაძლებელი იყოს ხარისხიანი მომსახურება. ეს პირდაპირ კავშირში იყო ახალი ავტობუსების შეძენასთან, რაზეც ჩვენ გამოცხადებული გვქონდა ტენდერი, მაგრამ სამწუხაროდ თბილისის საკრებულომ არ გაითვალისწინა 2014 წლის ბიუჯეტში და შესაბამისად ტენდერიც შეწყდა. ამიტომ, ვერ მოვახერხეთ თბილისში დამატებით 100 ახალი, ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსის შეძენა , რომლის საშუალებითაც მივიღებთ იმას, რომ მგზავრების რაოდენობა გადანაწილდებოდა და უფრო კომფორტულად შესაძლებელი იქნებოდა მგზავრობა. "- ამბობს მერიის სატრანსპორტო სამსახურის უფროსი აკაკი ჯოხაძე.

რაც შეეხება ფეხზე მდგომ მგრზავრთა რაოდენობის წესის დარღვევას, ჯოხაძის განცხადებით, მათი მიზანი არ არის ჯარიმების გამოწერა, არამედ ხელი შეუწყონ კომპანიას, რათა არსებული პრობლემები მაქსიმალურად აღმოფხვრას.

იხილეთ სტატია სრულად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია