სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"ნაციონალური მოძრაობა" - ხელისუფლება აპირებს მოახდინოს იმიტაცია, თითქოს ხელისუფლებას მართლაც უსმენს ოპოზიცია
"ნაციონალური მოძრაობა" - ხელისუფლება აპირებს მოახდინოს იმიტაცია, თითქოს ხელისუფლებას მართლაც უსმენს ოპოზიცია

ხე­ლი­სუფ­ლე­ბა აპი­რებს მო­ახ­დი­ნოს იმი­ტა­ცია, თით­ქოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მარ­თლაც უს­მენს ოპო­ზი­ცია, - ამის შე­სა­ხებ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი.

ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ის ცნო­ბით, ე.წ. მო­დუ­ლის შე­ნო­ბა­ში გა­ი­მარ­თა სა­ი­დუმ­ლო თათ­ბი­რი, სა­დაც მი­ი­ღეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ წა­რად­გი­ნონ ძვე­ლი აპა­რა­ტუ­რა და სა­ზო­გა­დო­ე­ბას აც­ნო­ბონ, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი აპა­რა­ტუ­რა გა­მო­ი­ყე­ნე­ბო­და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის მოს­მე­ნის­თვის. "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი" "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" გან­ცხა­დე­ბას უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ.

"ჩვენს ხელთ არ­სე­ბუ­ლი სარ­წმუ­ნო ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, გუ­შინ, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მო­დუ­ლის შე­ნო­ბა­ში შედ­გა სა­ი­დუმ­ლო თათ­ბი­რი, სა­დაც სა­ზო­გა­დო­ე­ბის შეც­დო­მა­ში შეყ­ვა­ნის მიზ­ნით, და­ი­გეგ­მა მო­რი­გი სპექ­ტა­ლის გა­თა­მა­შე­ბა. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა აპი­რებს მო­ახ­დი­ნოს იმი­ტა­ცია იმი­სა, თით­ქოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მარ­თლაც უს­მენს ოპო­ზი­ცია. ამ მიზ­ნით, უკვე შერ­ჩე­უ­ლია ძვე­ლი, ჩა­მო­წე­რი­ლი მო­სას­მე­ნი აპა­რა­ტუ­რა. ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ინ­ტენ­სი­უ­რად მუ­შა­ობს ყო­ფილ თა­ნამ­შრომ­ლებ­თან, რომ რო­მე­ლი­მე მათ­გან­მა სა­კუ­თარ თავ­ზე აი­ღოს და ყალ­ბი ჩვე­ნე­ბით "და­ა­დას­ტუ­როს" მთავ­რო­ბის მიერ შე­მო­თა­ვა­ზე­უბ­ლი თავ­ზე­ხე­ლა­ღე­ბუ­ლი ვერ­სია. ცხა­დია, მსგავ­სი ია­ფ­ფა­სი­ა­ნი სპექ­ტაკ­ლი ვერ გა­და­ფა­რავს არა­ერ­თგზის გა­მო­აშ­კა­რა­ვე­ბულ ფაქ­ტებს, რომ­ლე­ბიც ადას­ტუ­რებს იმას, რომ დღე­ვან­დე­ლი მთავ­რო­ბა აწარ­მო­ებს ტო­ტა­ლურ მი­ყუ­რა­დე­ბას და უს­მენს თა­ვის­სა­ვე მი­ნის­ტრებს. გვსურს, მო­ვუ­წო­დოთ მთავ­რო­ბას, ხელი აი­ღოს ამ სპექ­ტაკ­ლის დად­გმა­ზე და ნუ ჩა­იგ­დებს თავს კი­დევ უფრო მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში. ასე­ვე, მო­ვუ­წო­დებთ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნო­ე­ბის იმ თა­ნამ­შრომ­ლებს, რო­მელ­თაც აი­ძუ­ლე­ბენ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღონ ამ უკა­ნო­ნო­ბა­ში, გა­მო­ი­ჩი­ნონ სიმ­ტკი­ცე და არ შე­ას­რუ­ლონ უკა­ნო­ნო მი­თი­თე­ბე­ბი, რად­გან ამ უკა­ნო­ნო­ბის ყვე­ლა მო­ნა­წი­ლე პა­სუხს აგებს კა­ნო­ნის წი­ნა­შე", - აღ­ნიშ­ნუ­ლია "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" გან­ცხა­დე­ბა­ში.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

"ნაციონალური მოძრაობა" - ხელისუფლება აპირებს მოახდინოს იმიტაცია, თითქოს ხელისუფლებას მართლაც უსმენს ოპოზიცია

"ნაციონალური მოძრაობა" - ხელისუფლება აპირებს მოახდინოს იმიტაცია, თითქოს ხელისუფლებას მართლაც უსმენს ოპოზიცია

ხელისუფლება აპირებს მოახდინოს იმიტაცია, თითქოს ხელისუფლებას მართლაც უსმენს ოპოზიცია, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

ოპოზიციური პარტიის ცნობით, ე.წ. მოდულის შენობაში გაიმართა საიდუმლო თათბირი, სადაც მიიღეს გადაწყვეტილება, რომ წარადგინონ ძველი აპარატურა და საზოგადოებას აცნობონ, რომ აღნიშნული აპარატურა გამოიყენებოდა ხელისუფლების წარმომადგენლების მოსმენისთვის. "ინტერპრესნიუსი" "ნაციონალური მოძრაობის" განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

"ჩვენს ხელთ არსებული სარწმუნო ინფორმაციის თანახმად, გუშინ, შინაგან საქმეთა სამინისტროს მოდულის შენობაში შედგა საიდუმლო თათბირი, სადაც საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით, დაიგეგმა მორიგი სპექტალის გათამაშება. ხელისუფლება აპირებს მოახდინოს იმიტაცია იმისა, თითქოს ხელისუფლებას მართლაც უსმენს ოპოზიცია. ამ მიზნით, უკვე შერჩეულია ძველი, ჩამოწერილი მოსასმენი აპარატურა. ჩვენი ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტრო ინტენსიურად მუშაობს ყოფილ თანამშრომლებთან, რომ რომელიმე მათგანმა საკუთარ თავზე აიღოს და ყალბი ჩვენებით "დაადასტუროს" მთავრობის მიერ შემოთავაზეუბლი თავზეხელაღებული ვერსია. ცხადია, მსგავსი იაფფასიანი სპექტაკლი ვერ გადაფარავს არაერთგზის გამოაშკარავებულ ფაქტებს, რომლებიც ადასტურებს იმას, რომ დღევანდელი მთავრობა აწარმოებს ტოტალურ მიყურადებას და უსმენს თავისსავე მინისტრებს. გვსურს, მოვუწოდოთ მთავრობას, ხელი აიღოს ამ სპექტაკლის დადგმაზე და ნუ ჩაიგდებს თავს კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში. ასევე, მოვუწოდებთ სამართალდამცავი ორგანოების იმ თანამშრომლებს, რომელთაც აიძულებენ მონაწილეობა მიიღონ ამ უკანონობაში, გამოიჩინონ სიმტკიცე და არ შეასრულონ უკანონო მითითებები, რადგან ამ უკანონობის ყველა მონაწილე პასუხს აგებს კანონის წინაშე", - აღნიშნულია "ნაციონალური მოძრაობის" განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა