ირაკლი ღარიბაშვილი ფრანსუა ოლანდის ვიზიტს ევროპული არჩევანისადმი მხარდაჭერად აღიქვამს

ირაკლი ღარიბაშვილი ფრანსუა ოლანდის ვიზიტს ევროპული არჩევანისადმი მხარდაჭერად აღიქვამს

მივესალმებით თქვენს ვიზიტს საქართველოში, რასაც ჩვენი ქვეყნის ევროპული არჩევანისადმი საფრანგეთის მხარდაჭერის ნათელ დემონსტრირებად აღვიქვამთ, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საფრანგეთის პრეზიდენტ, ფრანსუა ოლანდს.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის ადმინისტრაციაში პირისპირ შეხვედრისას მხარეებმა საქართველო-საფრანგეთის ურთიერთობების სამომავლო გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს. ხაზგასმით აღინიშნა ორი ქვეყნის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობის მნიშვნელობა.

შეხვედრის ერთ-ერთი ძირითადი თემა იყო ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერა და ნატო-საქართველოს ურთიერთობები.

ირაკლი ღარიბაშვილმა ფრანსუა ოლანდს საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის, იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ გაერო-ს რეზოლუციის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

მხარეებმა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობისა და ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის ურთიერთობის გააქტიურების შესახებაც ისაუბრეს.

როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პირისპირ შეხვედრისას აღნიშნა, საქართველო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ევროკავშირის კრიზისული სიტუაციების მართვის ოპერაციებში მონაწილეობას და ამაყობს, რომ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის მისიაში საფრანგეთის პარტნიორი იქნება.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა