ფრანსუა ოლანდი - მსურს, ევროპას ჰქონდეს 10 წლიანი, 20 წლიანი ენერგეტიკული პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებაში

ფრანსუა ოლანდი - მსურს, ევროპას ჰქონდეს 10 წლიანი, 20 წლიანი ენერგეტიკული პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებაში

მსურს ევროპას ჰქონდეს დაახლოებით 10 წლიანი, 20 წლიანი ენერგეტიკული პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებაში, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა ქართულ-ფრანგულ ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე განმარტებით, საქართველოში ენერგეტიკულ სფეროში ინვესტიციების ჩადება ევროპისთვის მნიშვნელოვანი კოზირია. "საქართველო არ აწარმოებს ენერგიას, მაგრამ ენერგია გადის საქართველოზე. სწორედ ეს არის კოზირი თქვენთვის და პერსპექტივა და შანსი ევროპისთვის, რომ უფრო მრავალი გახადოს ენერგიის წყაროები საქართველოში, შეიძინოს გაზი და ა.შ. აქედან გამომდინარე, თქვენს ქვეყანაში ინვესტიციების ჩადება, ეს მნიშვნელოვანი კოზიცია ევროპისთვის. მსურს ევროპას ჰქონდეს დაახლოებით 10 წლიანი, 20 წლიანი ენერგეტიკული პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებაში. ეს შესაძლებლობას მოგვცემს, რომ იყოს საუკეთესო ფასები, დავიცვათ გარემო და ა.შ. ევროპას უნდა ჰქონდეს თავისი ენერგეტიკული პოლიტიკა, რათა უზრუნველყოს მისი ენერგეტიკული დამოუკიდებლობა. ევროპას შეუძლია ამისი გაკეთება საქართველოსთან ერთად", - განაცხადა ფრანსუა ოლანდმა.

გარდა ამისა, მან საფრანგეთსა და საქართველოს შორის დღეს გაფორმებულ რამდენიმე ხელშეკრულებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის კიდევ სხვა არაერთი პროექტი არსებობს.

"ხელშეკრულებები, რომელსაც ხელი მოვაწერეთ 4 პრიორიტეტს შეეხება. პირველი გულისხმობს საფრანგეთის განვითარების სააგენტოს დაფუძნებას საქართველოში, რათა განვითარდეს ურბანული, საბაგირო ტრანსპორტი და საქალაქთაშორისო გზების განახლება მოხდეს. მეორე სააგენტოზეც მსურს ვისაუბრო, რომელიც შედარებით მცირე საწარმოებს ეყრდნობა და უმეტესად კერძო სექტორის განვითარებაზე მუშაობს. ესაა "პროპარკო", რომელიც ჯანდაცვის სფეროს დაფინანსებაში მონაწილეობდა და მალე აჭარაში ჰიდროელექტროსადგურის პროექტის მომზადებას დაიწყებს. და ბოლოს, არსებობს დახმარებისა და თანამშრომლობის სხვა პროექტებიც, მათ შორის ზამთრის სპორტის სახეობებთან მიმართებაში. ესაა ის, რისი გაკეთებაც შეუძლია საფრანგეთს და რაც უნდა გააკეთოს საფრანგეთმა. არის თანამშრომლობის სხვა ბევრი სფეროც", - აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა