სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ნიკოლოზ მჟავანაძე - "რუსთავი 2"-ს უკანონოდ მოპოვებული ვიდეომასალა შოთა უტიაშვილმა გადასცა
ნიკოლოზ მჟავანაძე - "რუსთავი 2"-ს უკანონოდ მოპოვებული ვიდეომასალა შოთა უტიაშვილმა გადასცა

"უფ­ლე­ბა­დამ­ცველ­თა გა­ერ­თი­ა­ნე­ბის" თავ­მჯდო­მა­რის, ნი­კო­ლოზ მჟა­ვა­ნა­ძის გან­ცხა­დე­ბით, "რუს­თა­ვი 2"-ს უკა­ნო­ნოდ მო­პო­ვე­ბუ­ლი ვი­დე­ო­მა­სა­ლა შოთა უტი­აშ­ვილ­მა გა­დას­ცა.

მისი თქმით, "რუს­თა­ვი 2"-ის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის, ნიკა გვა­რა­მი­ას გან­ცხა­დე­ბა ფა­რუ­ლი ვი­დეო ჩა­ნა­წე­რე­ბის გავ­რცე­ლე­ბამ­დე, როცა მან უკა­ნო­ნოდ მო­პო­ვე­ბუ­ლი მა­სა­ლე­ბის ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში არ­სე­ბო­ბა და­ა­დას­ტუ­რა, მოს­მე­ნებ­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და­ა­და­ნა­შა­უ­ლა და ჯო­ჯო­ხეთს დაჰ­პირ­და მათ, წარ­მო­ად­გენს არა და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლის არა­მედ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­მართ ოპო­ზი­ცი­უ­რად გან­წყო­ბი­ლი ლი­დე­რის მუ­ქა­რას ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­მართ.

"არა გვგო­ნია CNN, BBC-ის ან რო­მე­ლი­მე სხვა ქვეყ­ნის წამ­ყვან­მა ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის ხელ­მძღვა­ნელ­მა მსგავ­სი გან­ცხა­დე­ბე­ბი გა­ა­კე­თოს. ეს ხომ ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი ეთი­კის ნორ­მებს ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა. ობი­ექ­ტუ­რი და დრო­უ­ლი გა­მო­ძი­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში შე­საძ­ლე­ბე­ლია გა­მო­იკ­ვე­თოს "რუს­თა­ვი 2"-ის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის, ნიკა გვა­რა­მი­ას და ამ საქ­მე­ში მო­ნა­წი­ლე სხვა პირ­თა სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რი­ვი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხი სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის რამ­დე­ნი­მე მუხ­ლით", - გა­ნა­ცხა­და მჟა­ვა­ნა­ძემ.

მისი თქმით, მას აქვს სე­რი­ო­ზუ­ლი ეჭვი, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი მა­სა­ლე­ბი ეკა კვე­სი­ტა­ძის გა­და­ცე­მა­ში მოხ­და სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის უშუ­ა­ლო მი­თი­თე­ბი­თა და ეკა კვე­სი­ტა­ძის მე­უღ­ლის, სა­ა­კაშ­ვი­ლის დრო­ინ­დე­ლი შსს მა­ღალ­ჩი­ნოს­ნის, ანა­ლი­ტი­კუ­რი დე­პარ­ტა­მენ­ტის ყო­ფი­ლი უფ­რო­სის შოთა უტი­აშ­ვი­ლის დახ­მა­რე­ბით.

"აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე მო­ვუ­წო­დებთ პრო­კუ­რა­ტუ­რას დრო­უ­ლად და­ი­კი­თხნონ ამ საქ­მე­ზე მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი, შოთა უტი­აშ­ვი­ლი და ჟურ­ნა­ლის­ტი ეკა კვე­სი­ტა­ძე", - დას­ძი­ნა მან.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ნიკოლოზ მჟავანაძე - "რუსთავი 2"-ს უკანონოდ მოპოვებული ვიდეომასალა შოთა უტიაშვილმა გადასცა

ნიკოლოზ მჟავანაძე - "რუსთავი 2"-ს უკანონოდ მოპოვებული ვიდეომასალა შოთა უტიაშვილმა გადასცა

"უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარის, ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, "რუსთავი 2"-ს უკანონოდ მოპოვებული ვიდეომასალა შოთა უტიაშვილმა გადასცა.

მისი თქმით, "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადება ფარული ვიდეო ჩანაწერების გავრცელებამდე, როცა მან უკანონოდ მოპოვებული მასალების ტელევიზიაში არსებობა დაადასტურა, მოსმენებში ხელისუფლება დაადანაშაულა და ჯოჯოხეთს დაჰპირდა მათ, წარმოადგენს არა დამოუკიდებელი ტელეკომპანიის ხელმძღვანელის არამედ ხელისუფლების მიმართ ოპოზიციურად განწყობილი ლიდერის მუქარას ხელისუფლების მიმართ.

"არა გვგონია CNN, BBC-ის ან რომელიმე სხვა ქვეყნის წამყვანმა ტელეკომპანიის ხელმძღვანელმა მსგავსი განცხადებები გააკეთოს. ეს ხომ ჟურნალისტური ეთიკის ნორმებს ეწინააღმდეგება. ობიექტური და დროული გამოძიების ჩატარების შემთხვევაში შესაძლებელია გამოიკვეთოს "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას და ამ საქმეში მონაწილე სხვა პირთა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით", - განაცხადა მჟავანაძემ.

მისი თქმით, მას აქვს სერიოზული ეჭვი, რომ აღნიშნული მასალები ეკა კვესიტაძის გადაცემაში მოხდა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის უშუალო მითითებითა და ეკა კვესიტაძის მეუღლის, სააკაშვილის დროინდელი შსს მაღალჩინოსნის, ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილი უფროსის შოთა უტიაშვილის დახმარებით.

"აქედან გამომდინარე მოვუწოდებთ პროკურატურას დროულად დაიკითხნონ ამ საქმეზე მიხეილ სააკაშვილი, შოთა უტიაშვილი და ჟურნალისტი ეკა კვესიტაძე", - დასძინა მან.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა