სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ვინ არის დიმიტრი დარბაისელი - ურჩი გადამხდელების რისხვა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე
ვინ არის დიმიტრი დარბაისელი - ურჩი გადამხდელების რისხვა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე

მას არ აქვს ურ­თი­ერ­თო­ბა მე­დი­ას­თან, არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან, თით­ქმის არ მო­ნა­წი­ლე­ობს უწყე­ბის მიერ ორ­გა­ნი­ზე­ბულ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში, არ არ­სე­ბობს მისი ფოტო, ვი­დე­ო­კად­რი - რაც სა­ზო­გა­დო­ე­ბას მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემ­და.

ვინ არის 34 წლის დი­მიტ­რი დარ­ბა­ი­სე­ლი, რო­მე­ლიც გა­სუ­ლი წლის ნო­ემ­ბერ­ში სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რედ და­ი­ნიშ­ნა და რომ­ლის სა­კად­რო პო­ლი­ტი­კამ სო­ზარ სუ­ბა­რიც კი სახ­ტად და­ტო­ვა?

პო­ლი­ცი­ის პოლ­კოვ­ნი­კი დი­მიტ­რი დარ­ბა­ი­სე­ლი სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რედ და­ნიშ­ვნამ­დე შსს-ს სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სა­ა­გენ­ტოს თბი­ლი­სის მთა­ვარ სამ­მარ­თვე­ლოს ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და. ის წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ხელ­მძღვა­ნელ თა­ნამ­დე­ბო­ბებს იკა­ვებ­და, თუმ­ცა, 2008 წელს, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო პი­რა­დი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით და­ტო­ვა და საქ­მი­ა­ნო­ბა კერ­ძო სექ­ტორ­ში გა­ნაგ­რძო. სა­მარ­თალ­დამ­ცავ სის­ტე­მას ის 2012 წელს და­უბ­რუნ­და. რო­გორც ამ­ბო­ბენ, მის და­წი­ნა­უ­რე­ბა­ში ლო­მის წილი შს სა­მი­ნის­ტროს გე­ნინ­სპექ­ცი­ის აწ უკვე ყო­ფილ უფ­როს ზვი­ად ჯან­ყა­რაშ­ვილს მი­უ­ძღვის.

ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცი­ის მი­ხედ­ვით, სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე შპს "ტრი­ბას" პარტნი­ო­რია და კომ­პა­ნი­ა­ში 50%-იან წილს ფლობს. ყო­ფი­ლი ძა­ლოვ­ნე­ბით და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლი შპს "ტრი­ბა" წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში თავ­ზარს სცემ­და ყვე­ლა ურჩ გა­დამ­ხდელს. ქარ­თუ­ლი მე­დია იმ ზე­წო­ლის და გა­უ­გო­ნა­რი სი­სას­ტი­კის შე­სა­ხებ წერ­და, რა­საც ამ კომ­პა­ნი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ურჩი გა­დამ­ხდე­ლე­ბის მი­მართ ახორ­ცი­ე­ლებ­დნენ.

"არ­სე­ბობს შპს "ტრი­ბა", რო­მელ­საც ყო­ფი­ლი ძა­ლოვ­ნე­ბი მარ­თა­ვენ და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ტე­რო­რის ქვეშ ჰყავთ გა­უ­ბე­დუ­რე­ბუ­ლი ხალ­ხი, გან­სა­კუთ­რე­ბით "თი ბი სი ბან­კის" კლი­ენ­ტე­ბი. ეფ­რე­მა, "ტრი­ბას" დი­რექ­ტო­რი, გან­სა­კუთ­რე­ბით სი­სას­ტი­კით გა­მო­ირ­ჩე­ვა, ეს მოგ­ვა­რე­ბა კი არა, თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნის ორ­გა­ნი­ზე­ბაა," - წერს ერთ-ერთ ფო­რუმ­ზე ვინ­მე იო­სე­ბი. (23.01.2014)

"გუ­რია ნი­უსს" სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრო­მე­ლი და­უ­კავ­შირ­და, რომ­ლის ვი­ნა­ო­ბა­საც მი­სი­ვე უსაფრ­თხო­ე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ანო­ნი­მუ­რად ვტო­ვებთ. ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი, პი­რო­ბი­თად გი­ორ­გი, ამ­ბობს, რომ მი­ნის­ტრი სო­ზარ სუ­ბა­რი დე­პარ­ტა­მენტს ვერ აკონ­ტრო­ლებს. ის არ მო­ნა­წი­ლე­ობს არც კად­რე­ბის შერ­ჩე­ვა­ში და არც ფი­ნან­სე­ბის გან­კარ­გვა­ში.

"სუ­ბარს აქ არა­ვინ ემორ­ჩი­ლე­ბა. დარ­ბა­ი­სე­ლი და მისი მოყ­ვა­ნი­ლი ნაც­ზონ­დერე­ბი დე­რეფ­ნებ­ში ღიად, მო­უ­რი­დებ­ლად დას­ცი­ნი­ან მი­ნისტრს. დე­პარ­ტა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე ანეკ­დო­ტი­ვით ყვე­ბა მის სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უ­ბარს სუ­ბარ­თან: და­მი­რე­კა და მი­თხრა, ხომ ხე­დავ, ცი­ხის გახ­სნა მინ­და, ვცდი­ლობ ევ­რო­პუ­ლი სტან­დარ­ტე­ბი და­ვამ­კვიდ­რო და შენ კი სის­ტე­მას ხუ­რა­ვო. ამ ევ­რო­პულ სტან­დარ­ტებ­ზე და ცი­ხის გახ­სნა­ზე იცი­ნი­ან და მას­ხრად იგ­დე­ბენ მი­ნისტრს. რა გამჭვირ­ვა­ლო­ბა­ზეა სა­უ­ბა­რი, როცა სას­ტი­კად იკ­რძა­ლე­ბა დარ­ბა­ი­სე­ლის კადრში მოხ­ვედ­რა. ოპე­რა­ტო­რებს ყვე­ლა იმ კადრს აშ­ლე­ვი­ნე­ბენ, სა­დაც შემ­თხვე­ვით ხვდე­ბა დე­პარ­ტა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე. არ ვიცი, ეს მისი ფო­ბი­აა თუ რა­ი­მე კონ­კრე­ტუ­ლი მი­ზე­ზი აქვს, მაგ­რამ მისი ვი­ზუ­ა­ლი მკაც­რად არის გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბუ­ლი.

გა­უ­საძ­ლი­სი სა­მუ­შაო გა­რე­მოა დე­პარ­ტა­მენ­ტში; გან­სა­კუთ­რე­ბით შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლია მათი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა თა­ნამ­შრო­მე­ლი ქა­ლე­ბის მი­მართ. აქ დე­დის გი­ნე­ბა, კა­რის წიხ­ლით შე­ღე­ბა, ყვი­რი­ლი და მა­გი­და­ზე მუშ­ტე­ბის ბრა­ხუ­ნი ჩვე­უ­ლი მოვ­ლე­ნაა. გუ­შინ რომ დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის ხელ­ფა­სე­ბი გა­მოქ­ვეყ­ნდა, სუ­ბარ­მა და­რე­კა. გა­სუ­სუ­ლი უს­მენ­და დარ­ბა­ი­სე­ლი, სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რის დამ­თავ­რე­ბის მერე კი თა­ნამ­შრომ­ლებს უთხრა, მი­ნისტრს არ მო­ე­წო­ნა ეს ამ­ბა­ვი, მაგ­რამ არა­ფერ­ზე იდარ­დოთ, უკვე მოგ­ვა­რე­ბუ­ლი მაქვს პრობ­ლე­მაო. გგო­ნი­ათ, ეს ხელ­ფა­სე­ბი მთლი­ა­ნად სახ­ლში წა­ი­ღო ამ ხალ­ხმა? ეს "ატ­კა­ტე­ბია"- თან­ხა ეწე­რე­ბათ, მაგ­რამ ნა­წილს უკან აბ­რუ­ნე­ბენ და ვის ჯი­ბე­შიც მი­დის, ძნე­ლი მი­სახ­ვედ­რი არ უნდა იყოს. მი­ლი­ო­ნო­ბით ლარი აქვს დე­პარ­ტმენტს, ამ ფულს დარ­ბა­ი­სე­ლი სა­კუ­თა­რი შე­ხე­დუ­ლე­ბი­სა­მებრ გა­ნა­გებს. სამ­წუ­ხა­როდ, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა ეს ამ­ბე­ბი არ იცის და ამ ყვე­ლა­ფერს იმი­ტომ გიყ­ვე­ბით და ვრის­კავ, რომ მინ­და სი­მარ­თლე გა­ი­გოს. სა­ნამ დროა, დე­პარ­ტა­მენტს უნდა მო­ხე­დონ, თო­რემ რო­დის რო­მელ ცი­ხეს აა­ბუნ­ტე­ბენ და რა პრო­ვო­კა­ცი­ას მო­ა­წყო­ბენ, არა­ვინ იცის," - ამ­ბობს გი­ორ­გი.

დარ­ბა­ი­სე­ლის ფოტო "გუ­რია ნი­უსს" წყა­რომ ექ­სკლუ­ზი­უ­რად მი­ა­წო­და.

იხი­ლეთ ვრცლად

"გუ­რია ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ვინ არის დიმიტრი დარბაისელი - ურჩი გადამხდელების რისხვა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე

ვინ არის დიმიტრი დარბაისელი - ურჩი გადამხდელების რისხვა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე

მას არ აქვს ურთიერთობა მედიასთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, თითქმის არ მონაწილეობს უწყების მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში, არ არსებობს მისი ფოტო, ვიდეოკადრი - რაც საზოგადოებას მაღალჩინოსანის იდენტიფიცირების საშუალებას მისცემდა.

ვინ არის 34 წლის დიმიტრი დარბაისელი, რომელიც გასული წლის ნოემბერში სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარედ დაინიშნა და რომლის საკადრო პოლიტიკამ სოზარ სუბარიც კი სახტად დატოვა?

პოლიციის პოლკოვნიკი დიმიტრი დარბაისელი სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარედ დანიშვნამდე შსს-ს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს თბილისის მთავარ სამმართველოს ხელმძღვანელობდა. ის წლების განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელ თანამდებობებს იკავებდა, თუმცა, 2008 წელს, შინაგან საქმეთა სამინისტრო პირადი გადაწყვეტილებით დატოვა და საქმიანობა კერძო სექტორში განაგრძო. სამართალდამცავ სისტემას ის 2012 წელს დაუბრუნდა. როგორც ამბობენ, მის დაწინაურებაში ლომის წილი შს სამინისტროს გენინსპექციის აწ უკვე ყოფილ უფროს ზვიად ჯანყარაშვილს მიუძღვის.

ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე შპს "ტრიბას" პარტნიორია და კომპანიაში 50%-იან წილს ფლობს. ყოფილი ძალოვნებით დაკომპლექტებული შპს "ტრიბა" წლების განმავლობაში თავზარს სცემდა ყველა ურჩ გადამხდელს. ქართული მედია იმ ზეწოლის და გაუგონარი სისასტიკის შესახებ წერდა, რასაც ამ კომპანიის თანამშრომლები ურჩი გადამხდელების მიმართ ახორციელებდნენ.

"არსებობს შპს "ტრიბა", რომელსაც ყოფილი ძალოვნები მართავენ და განსაკუთრებული ფსიქოლოგიური ტერორის ქვეშ ჰყავთ გაუბედურებული ხალხი, განსაკუთრებით "თი ბი სი ბანკის" კლიენტები. ეფრემა, "ტრიბას" დირექტორი, განსაკუთრებით სისასტიკით გამოირჩევა, ეს მოგვარება კი არა, თვითმკვლელობამდე მიყვანის ორგანიზებაა," - წერს ერთ-ერთ ფორუმზე ვინმე იოსები. (23.01.2014)

"გურია ნიუსს" სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომელი დაუკავშირდა, რომლის ვინაობასაც მისივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ანონიმურად ვტოვებთ. ჩვენი რესპონდენტი, პირობითად გიორგი, ამბობს, რომ მინისტრი სოზარ სუბარი დეპარტამენტს ვერ აკონტროლებს. ის არ მონაწილეობს არც კადრების შერჩევაში და არც ფინანსების განკარგვაში.

"სუბარს აქ არავინ ემორჩილება. დარბაისელი და მისი მოყვანილი ნაცზონდერები დერეფნებში ღიად, მოურიდებლად დასცინიან მინისტრს. დეპარტამენტის თავმჯდომარე ანეკდოტივით ყვება მის სატელეფონო საუბარს სუბართან: დამირეკა და მითხრა, ხომ ხედავ, ციხის გახსნა მინდა, ვცდილობ ევროპული სტანდარტები დავამკვიდრო და შენ კი სისტემას ხურავო. ამ ევროპულ სტანდარტებზე და ციხის გახსნაზე იცინიან და მასხრად იგდებენ მინისტრს. რა გამჭვირვალობაზეა საუბარი, როცა სასტიკად იკრძალება დარბაისელის კადრში მოხვედრა. ოპერატორებს ყველა იმ კადრს აშლევინებენ, სადაც შემთხვევით ხვდება დეპარტამენტის თავმჯდომარე. არ ვიცი, ეს მისი ფობიაა თუ რაიმე კონკრეტული მიზეზი აქვს, მაგრამ მისი ვიზუალი მკაცრად არის გასაიდუმლოებული.

გაუსაძლისი სამუშაო გარემოა დეპარტამენტში; განსაკუთრებით შეურაცხმყოფელია მათი დამოკიდებულება თანამშრომელი ქალების მიმართ. აქ დედის გინება, კარის წიხლით შეღება, ყვირილი და მაგიდაზე მუშტების ბრახუნი ჩვეული მოვლენაა. გუშინ რომ დეპარტამენტის თანამშრომლების ხელფასები გამოქვეყნდა, სუბარმა დარეკა. გასუსული უსმენდა დარბაისელი, სატელეფონო საუბრის დამთავრების მერე კი თანამშრომლებს უთხრა, მინისტრს არ მოეწონა ეს ამბავი, მაგრამ არაფერზე იდარდოთ, უკვე მოგვარებული მაქვს პრობლემაო. გგონიათ, ეს ხელფასები მთლიანად სახლში წაიღო ამ ხალხმა? ეს "ატკატებია"- თანხა ეწერებათ, მაგრამ ნაწილს უკან აბრუნებენ და ვის ჯიბეშიც მიდის, ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს. მილიონობით ლარი აქვს დეპარტმენტს, ამ ფულს დარბაისელი საკუთარი შეხედულებისამებრ განაგებს. სამწუხაროდ, ბიძინა ივანიშვილმა ეს ამბები არ იცის და ამ ყველაფერს იმიტომ გიყვებით და ვრისკავ, რომ მინდა სიმართლე გაიგოს. სანამ დროა, დეპარტამენტს უნდა მოხედონ, თორემ როდის რომელ ციხეს ააბუნტებენ და რა პროვოკაციას მოაწყობენ, არავინ იცის," - ამბობს გიორგი.

დარბაისელის ფოტო "გურია ნიუსს" წყარომ ექსკლუზიურად მიაწოდა.

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა