"ეს ისაა, რაც ხალხს სურს" - ჯეიმს ფრანკომ გულშემატკივრებისთვის საცვალი გაიხადა

"ეს ისაა, რაც ხალხს სურს" - ჯეიმს ფრანკომ გულშემატკივრებისთვის საცვალი გაიხადა

ჰოლივუდის ვარსკვლავი ჯეიმს ფრანკო გულშემატკივრების, განსაკუთრებით კი ქალების სიყვარულით ზედმეტად განებივრებულია.

მსახიობი განსაკუთრებით აქტიურობს სოციალურ ქსელებში - "ფეისბუქში" ერთგულმა გულშემატკივრებმა მისი ყველა ნაბიჯი იციან - მათ ვიდეობით, ფოტოებითა და პოსტებით ეხმიანება. რამდენიმე დღის წინ ვარსკვლავმა ზედმეტად პიკანტური ფოტოები ატვირთა, სადაც ნახევრად შიშველია გადაღებული.

რასაკვირველია, ყველა დაინტერესდა, რატომ გაუჩნდა მსახიობს შიშველი ფოტოს გადაღებისა და საჯაროდ "ინსტაგრამზე" გამოქვეყნების სურვილი. მას ამ თემაზე დევიდ ლეტერმანის "ღამის შოუში" მოუწია საუბარი. როგორც მან განაცხადა, ეს იმისთვის გააკეთა, რომ სოციალურ ქსელში მისი მეგობრების რაოდენობა გაზრდილიყო.

"ეს ყურადღებას იპყრობს. ჩემთვის ეს მხოლოდ და მხოლოდ გართობაა. "ინსტაგრამზე" ბევრი გულშემატკივარი მყავს. ეს ფოტო ბილბორდისთვის არ გადამიღია, ჩემი ფანებისთვის გადავიღე", - განაცხადა მსახიობმა.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება