"ნაციონალები" ხალხს საწვავის 25 თეთრით და გაზის 8 თეთრით გაიაფებას პირდებიან

"ნაციონალები" ხალხს საწვავის 25 თეთრით და გაზის 8 თეთრით გაიაფებას პირდებიან

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მოსახლეობას საწვავის ფასის 25 თეთრით, ხოლო გაზის ფასის 8 თეთრით გაიაფებას ჰპირდება.

როგორც სპორტის სასახლეში გამართულ ღონისძიებაზე "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა განაცხადეს, მათი გეგმა საწვავსა და გაზზე აქციზური გადასახადის გაუქმებას ითვალისწინებს, რაც 25 თეთრით გააიაფებს საწვავს და 8 თეთრით გაზს მოსახლეობისთვის, ხოლო ბიზნესს გაუიაფებს საწარმოო ხარჯებს და შესაბამისად მეტი ადამიანის დასაქმების საშუალებას მისცემს.

გარდა ამისა, "ნაციონალური მოძრაობის" დაპირება გადასახადების შემცირებასაც ეხება, მათ შორის საშემოსავლო გადასახადის 5%-ით შემცირებას, რაც როგორც ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, ბიზნესს მისცემს საშუალებას გაფართოვდეს და მეტი ადამიანი დაასაქმოს.

გარდა ამისა, მათი ერთ-ერთი დაპირებაა ბიზნესთან დაკავშირებული გადაცდომებისა და დარღვევების დეკრიმინალიზება, რაც ნდობას გააჩენს ბიზნესსა და და სახელმწიფოს შორის და ბიზნესს ზრდის სტიმულს შეუქმნის.

"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები მოსახლეობას შეჩერებული ინფრასტრუქტურული პროექტების განახლებას ჰპირდებიან, ასევე ყველგან და ყველასთვის ხელმისაწვდომ, კომფორტული საზოგადოებრივ ტრანსპორტს, რაც, როგორც თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ განაცხადა, გულისხმობს ახალი კომფორტული ტრანსპორტის ამოქმედებას სატრანსპორტო ხაზებზე და შეღავათების ფართო სისტემას.

თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ კონკრეტული გეგმა წარადგინა, რომელიც გულისხმობს თბილისში სატრანსპორტო შეღავათებისა და კომუნალური გადასახადების გაიაფების სისტემას, რაც სკოლის მოსწავლეებისთვის, სტუდენტებისთვის, პენსიონერებისთვის, სოციალურად დაუცველებისთვის, პედაგოგებისთვის უფასო მგზავრობას, ყველასთვის ტარიფის 50-დან 20 თეთრამდე დაწევას, გათბობისა და ცხელი წყლის ინოვაციურ სისტემას მოიცავს, რომელიც ოჯახს 35%-ით უიაფებს ხარჯს, ხოლო ზაფხულში მისი თქმით, პრაქტიკულად უფასოა.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა