"ჰალსტუხი რომ გაიკეთე, თავი მერი ხომ არ გგონია უკვე?" - დაპირისპირება ბიუროს სხდომაზე

"ჰალსტუხი რომ გაიკეთე, თავი მერი ხომ არ გგონია უკვე?" - დაპირისპირება ბიუროს სხდომაზე

"შარვალ-კოსტუმი რომ ჩაიცვი და ჰალსტუხი გაიკეთე, თავი მერი ხომ არ გგონია უკვე", - ასე მიმართა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ზურაბ როსებაშვილმა გორის მერობის კანდიდატს "ნაციონალური მოძრაობიდან", არჩილ საბიაშვილს. საკრებულოს წევრებმა ბიუროს სხდომაზე იკამათეს. დაპირისპირება გორში, ლომჭაბუკის ტერიტორიაზე განთავსებულმა ავტოსადგომმა გამოიწვია.

არჩილ საბიაშვილი ამბობს, რომ ტერიტორიაზე, სადაც მწვანე საფარი უნდა იყოს, უკანონოდ განთავსებულია ავტოსადგომი, მანამდე იქ გარევაჭრობა იყო გაჩაღებული. მან საკრებულოს თავმჯდომარეს, დავით რაზმაძეს და მის მოადგილეს განუცხადა, რომ ამ საკითხზე ხმა აემაღლებინათ. როსებაშვილი ამბობს, რომ ამ საკითხს წლებია საკრებულოს წინაშე აყენებს. ის მუნიციპალიტეტის საკანონმდებლო ორგანოში "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობიდანაა" წარდგენილი.

წყარო: qartli.ge

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა