9 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

9 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

შეიძლება დღეს რომელიმე კლუბში, ჯგუფში შემოგთავაზონ გაწევრება; ან რომელიმე სალონის ვიპ კლიენტი გახდეთ. თუ მათი პირობები თქვენთვის მისაღებია, გაწევრდით, ნამდვილად არ წააგებთ.

კურო

მოერიდეთ საუბრებს, განსაკუთრებით პირად საკითხებზე და განსაკუთრებით უცნობებთან. ყურადღებით იყავით, გამორიცხული არაა, გარშემო მყოფებს ტკბილი სიტყვით თქვენი ავანტიურაში ჩათრევა სურდეთ.

ტყუპი

რაღაცის შეგროვების, საკუთარი ძალების ახალ შესაძლებლობებში გამოცდის სურვილი მოგეძალებათ. თუ კოლექციონერობა მტკიცედ გაქვთ გადაწყვეტილი და ამის მატერიალური საშუალებაც გაქვთ, ნუღარ დააყოვნებთ. რაც შეეხება ახალი ემოციების მიღებას, ფრთხილად და დაკვირვებულად იმოქმედეთ.

კირჩხიბი

წარმატება დღეს თქვენს მხარესაა. ამიტომ, რა საქმესაც არ უნდა მოჰკიდოთ ხელი, ყველაფერი გამოგივათ. მეტი ყურადღება მიაქციეთ ფინანსურ საკითხებს. უაზრო საუბრებსა და საქმეებზე კი დროს ნუ დაკარგავთ.

ლომი

თუ დარწმუნებული ხართ საკუთარ ძალებში, ნუ ჩარევთ საკუთარ საქმეებში გარშემო მყოფებს. ნაკლებად ჩაახედეთ ისინი თქვენს საქმეებში და ნუ გექნებათ მათი დახმარების იმედი. ყველაფერი დამოუკიდებლად მოაგვარეთ.

ქალწული

რაც უფრო ნაკლებ ინიციატივას გამოიჩენთ, მით ნაკლებად დაგტვირთავენ ზედმეტი სამუშაოთი. ეცადეთ, დაკისრებული მოვალეობები დროულად შეასრულოთ. კარგი დღეა პირადი ურთიერთობების დასარეგულირებლად.

იხილეთ ვრცლად

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს