თამთა გოდუაძეს მიმბაძველები გამოუჩდნენ? - "კიკინებიანი" სელებრითები

თამთა გოდუაძეს მიმბაძველები გამოუჩდნენ? - "კიკინებიანი" სელებრითები

რამდენიმე დღის წინ, შარდენზე ერთ-ერთ პაბში აღმოვჩნდი, სადაც ერთი საათის განმავლობაში ზუსტად ორმა სხვადასხვა, ჩემთვის და ერთმანეთისთვისაც უცხო გოგონამ მიიქცია ყურადღება - ორივე მათგანს აფრიკული ნაწნავები ჰქონდა - სხვადასხვა ფერში.

გამეღიმა. რას იზამ, ცნობიერება ასოციაციებითაა სავსე, მითუმეტეს, როცა ასეთი ცხადი მაგალითები გაქვს თვალწინ.

მერე, სახლში მისული, ფეისბუქზე ჩემს ნიუსფიდს ჩავუყევი და სტეფანე მღებრიშვილის პოსტს წავაწყდი:

"თამთა გოდუაძე, შენ არამარტო ათენში შემოგაქვს მოდა… ჩემს ნიუსფიდს რომ ჩამოყევი, უკვე ბევრ ჩემს ნაცნობს აფრიკული ნაწნავები აქვს… გილოცავ, ყველაზე მძიმედ თბილისი ეგება ტენდენციებს, მაგრამ თუ წამოეგო… მტერს…"

სტეფანეს პოსტზე ფეისბუქის მომხმარებლებმა, მეტი თვალსაჩინოებისთვის, აფრიკულნაწნავებიანი თბილისელი გოგონების ცხელ-ცხელი ფოტოები დაურთეს.

დიახ, ფაქტია, რომ თბილისი ტენდენციას წამოეგო - ინსპირაცია კი თამთა გოდუაძე აღმოჩნდა.

ამ ეტაპზე თამთას მსგავსი იმიჯით ნანიკო ხაზარაძე და ნინა სუბლატი გამოჩნდნენ. უნდა ვაღიაროთ, რომ ძალიან უხდებათ, განსაკუთრებით - თამთაზე არანაკლებ ეპატაჟურ და ექსტრავაგანტურ სუბლატს. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, თბილისური სილამაზის სალონები, მიუხედავად ვარცხნილობის მაღალი ფასისა, ტექნოლოგიურად ჯერ სათანადოდ არ არის დახვეწილი.

იხილეთ სტატია სრულად

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება