სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
შსს-ს ანტინარკოტიკულ კამპანიას კალათბურთელები შეურთდნენ
შსს-ს ანტინარკოტიკულ კამპანიას კალათბურთელები შეურთდნენ

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ან­ტი­ნარ­კო­ტი­კუ­ლი კამ­პა­ნი­ის ფარ­გლებ­ში, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი კა­ლათ­ბურ­თე­ლე­ბი 16-წლამ­დე სა­კა­ლათ­ბურ­თო ნაკ­რებს შეხ­ვდნენ. შეხ­ვედ­რა კა­ლათ­ბურ­თის აკა­დე­მი­ის დარ­ბაზ­ში გა­ი­მარ­თა და მას ეს­წრე­ბოდ­ნენ NBA-ს ქარ­თვე­ლი ვარ­სკვლა­ვი ზაზა ფა­ჩუ­ლია, კა­ლათ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტი ვლა­დი­მერ ბო­ი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს სა­კა­ლათ­ბურ­თო ნაკ­რე­ბის მწვრთნე­ლი კოტე ტუ­ღუ­ში. პრო­ფე­სი­ო­ნალ­მა კა­ლათ­ბურ­თე­ლებ­მა ახალ­გაზ­რდებს მას­ტერკლა­სი მო­უ­წყვეს.

შეხ­ვედ­რა­ზე სპორ­ტსმე­ნებ­მა ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წე­სის მნიშ­ვნე­ლო­ბა­სა და ე.წ. ბი­ო­ნარ­კო­ტი­კე­ბის მოხ­მა­რე­ბის საფრ­თხე­ებ­ზე ისა­უბ­რეს. კა­ლათ­ბურ­თე­ლე­ბი ახალ­გაზ­რდებს მო­უ­წო­დე­ბენ, აქ­ტი­უ­რად ჩა­ერ­თონ სპორ­ტულ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში და უარი თქვან ნარ­კო­ტი­კე­ბის მი­ღე­ბა­ზე.

"სპორ­ტსმე­ნე­ბი, რა თქმა უნდა, ვუ­ერ­თდე­ბით ამ კამ­პა­ნი­ას. კა­ლათ­ბურ­თე­ლებს გვინ­და, რომ ერ­თად გა­მოვ­ხა­ტოთ მხარ­და­ჭე­რა ან­ტი­ნარ­კო­ტი­კუ­ლი კამ­პა­ნი­ის მი­მართ. ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბა არის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი. ყვე­ლამ უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს, რომ ჯან­საღ ცხოვ­რე­ბას არა­ფე­რი ჯო­ბია", - გა­ნა­ცხა­და ფა­ჩუ­ლი­ამ.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ ან­ტი­ნარ­კო­ტი­კუ­ლი კამ­პა­ნია 24 მარტს და­ი­წყო. მისი მი­ზა­ნია ე.წ. ბი­ო­ნარ­კო­ტი­კის გა­მო­ყე­ნე­ბის პრე­ვენ­ცია და სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბა. კამ­პა­ნი­ის სლო­გა­ნია "ერ­თად შევ­ცვა­ლოთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა". კამ­პა­ნი­ის ფარ­გლებ­ში გა­და­ღე­ბულ სა­ინ­ფორ­მა­ციო ვი­დე­ორ­გო­ლებ­ში მო­ნა­წი­ლე ექი­მე­ბი მო­ქა­ლა­ქე­ებს ინ­ფორ­მა­ცი­ას აწ­ვდი­ან თუ რა შე­დე­გებს იწ­ვევს ე.წ. ბი­ო­ნარ­კო­ტი­კის მოხ­მა­რე­ბა. სა­ინ­ფორ­მა­ციო რგო­ლე­ბი ტელე და რა­დი­ო­ე­თე­რებ­ში, კი­ნო­თე­ატ­რებ­სა და სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში გან­თავ­სდა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ 1 მა­ი­სი­დან ძა­ლა­ში შე­ვი­და კა­ნო­ნი "ახა­ლი ფსი­ქო­აქ­ტი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის შე­სა­ხებ", რო­მე­ლიც შსს-ს ინი­ცი­ა­ტი­ვით შე­იქ­მნა. ამ კა­ნო­ნის თა­ნახ­მად, აიკ­რძა­ლა ახა­ლი ფსი­ქო­აქ­ტი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის დამ­ზა­დე­ბა, წარ­მო­ე­ბა, შე­ძე­ნა, შე­ნახ­ვა, გა­და­ზიდ­ვა, გა­დაგ­ზავ­ნა ან გა­სა­ღე­ბა, სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე უკა­ნო­ნოდ შე­მო­ტა­ნა ან უკა­ნო­ნოდ გა­ტა­ნა, შე­სა­ბა­მი­სად, მსგავ­სი ქმე­დე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის წე­სით ის­ჯე­ბა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

შსს-ს ანტინარკოტიკულ კამპანიას კალათბურთელები შეურთდნენ

შსს-ს ანტინარკოტიკულ კამპანიას კალათბურთელები შეურთდნენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში, პროფესიონალი კალათბურთელები 16-წლამდე საკალათბურთო ნაკრებს შეხვდნენ. შეხვედრა კალათბურთის აკადემიის დარბაზში გაიმართა და მას ესწრებოდნენ NBA-ს ქართველი ვარსკვლავი ზაზა ფაჩულია, კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ვლადიმერ ბოისა და საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მწვრთნელი კოტე ტუღუში. პროფესიონალმა კალათბურთელებმა ახალგაზრდებს მასტერკლასი მოუწყვეს.

შეხვედრაზე სპორტსმენებმა ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობასა და ე.წ. ბიონარკოტიკების მოხმარების საფრთხეებზე ისაუბრეს. კალათბურთელები ახალგაზრდებს მოუწოდებენ, აქტიურად ჩაერთონ სპორტულ ღონისძიებებში და უარი თქვან ნარკოტიკების მიღებაზე.

"სპორტსმენები, რა თქმა უნდა, ვუერთდებით ამ კამპანიას. კალათბურთელებს გვინდა, რომ ერთად გამოვხატოთ მხარდაჭერა ანტინარკოტიკული კამპანიის მიმართ. ჯანსაღი ცხოვრება არის ძალიან მნიშვნელოვანი. ყველამ უნდა გაითვალისწინოს, რომ ჯანსაღ ცხოვრებას არაფერი ჯობია", - განაცხადა ფაჩულიამ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ანტინარკოტიკული კამპანია 24 მარტს დაიწყო. მისი მიზანია ე.წ. ბიონარკოტიკის გამოყენების პრევენცია და საზოგადოების ინფორმირება. კამპანიის სლოგანია "ერთად შევცვალოთ დამოკიდებულება". კამპანიის ფარგლებში გადაღებულ საინფორმაციო ვიდეორგოლებში მონაწილე ექიმები მოქალაქეებს ინფორმაციას აწვდიან თუ რა შედეგებს იწვევს ე.წ. ბიონარკოტიკის მოხმარება. საინფორმაციო რგოლები ტელე და რადიოეთერებში, კინოთეატრებსა და სოციალურ ქსელებში განთავსდა.

აღსანიშნავია, რომ 1 მაისიდან ძალაში შევიდა კანონი "ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ", რომელიც შსს-ს ინიციატივით შეიქმნა. ამ კანონის თანახმად, აიკრძალა ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება, საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოტანა ან უკანონოდ გატანა, შესაბამისად, მსგავსი ქმედება სისხლის სამართლის წესით ისჯება.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია