სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"ლელოს" იუბილესთან დაკავშირებით, საქართველოში ბოლო 80 წლის საუკეთესო ქალი და მამაკაცი სპორტსმენი დასახელდება
"ლელოს" იუბილესთან დაკავშირებით, საქართველოში ბოლო 80 წლის საუკეთესო ქალი და მამაკაცი სპორტსმენი დასახელდება

გა­ზე­თი "ლელო" დღეს ბოლო 80 წლის სა­ქარ­თვე­ლოს სა­უ­კე­თე­სო ქალ და მა­მა­კაც სპორ­ტსმენს და­ა­სა­ხე­ლებს. ღო­ნის­ძი­ე­ბა კულ­ტუ­რის ცენ­ტრ "მუ­ზა­ში" 18:30 სა­ათ­ზე და­ი­წყე­ბა.

ქარ­თვე­ლი სპორ­ტსმე­ნე­ბი­დან მა­მა­კა­ცებ­სა და ქა­ლებ­ში, გა­მო­კი­თხვის შე­დე­გად 5-5 ნო­მი­ნან­ტი შე­ირ­ჩა. მა­მა­კა­ცე­ბი­დან - და­ვით ყი­ფი­ა­ნი, კახა კა­ლა­ძე, მა­მუ­კა გორ­გა­ძე, ლე­ვან თე­დი­აშ­ვი­ლი და ვიქ­ტორ სა­ნე­ე­ვი. ქა­ლე­ბი­დან - მაია ჩი­ბურ­და­ნი­ძე, ნონა გაფ­რინ­დაშ­ვი­ლი, ელე­ნე გე­დე­ვა­ნიშ­ვი­ლი, ქე­თე­ვან ლო­სა­ბე­რი­ძე და ნინო სა­ლუქ­ვა­ძე.

"გა­მო­კი­თხვის და­წყე­ბი­სას, მკი­თხველს სპე­ცი­ა­ლუ­რი გრა­ფე­ბის მეშ­ვე­ო­ბით ნე­ბის­მი­ე­რი სპორ­ტსმე­ნის­თვის შე­ეძ­ლო ხმის მი­ცე­მა. შემ­დეგ ამ სპორ­ტსმე­ნებს შო­რის 5-5 სა­უ­კე­თე­სო გა­მო­იკ­ვე­თა და ბოლო ორი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში სწო­რედ მათ შო­რის მიმ­დი­ნა­რე­ობ­და ხმის მი­ცე­მა. გა­მო­კი­თხვა ვებგ­ვერდ www.sportall.ge-ზე მიმ­დი­ნა­რე­ობ­და", - აღ­ნიშ­ნა ღო­ნის­ძი­ე­ბის ერთ-ეთმა ორ­გა­ნი­ზა­ტორ­მა, ლაშა წიკ­ლა­ურ­მა.

მი­სი­ვე თქმით, დღეს და­ჯილ­დოვ­დე­ბა ასე­ვე "ლე­ლოს" მიერ გა­მოვ­ლე­ნი­ლი 2013 წლის სა­ქარ­თვე­ლოს სა­უ­კე­თე­სო სპორ­ტსმე­ნი.

დღე­ვან­დელ და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნი­ა­ლის პა­რა­ლე­ლუ­რად, კულ­ტუ­რის ცენ­ტრ "მუ­ზის" ეზო­ში გა­ი­მარ­თე­ბა სპორ­ტუ­ლი ფეს­ტი­ვა­ლიც, სა­დაც შე­ჯიბ­რე­ბი ჩა­ტარ­დე­ბა ფეხ­ბურთში, კა­ლათ­ბურთში. ჭად­რაკ­ში საჩ­ვე­ნე­ბელ თა­მაშს ჩა­ა­ტა­რებს ნონა გაფ­რინ­დაშ­ვი­ლი.

დღე­ვან­დელ ღო­ნის­ძი­ე­ბებს, რო­მე­ლიც გა­ზეთ "ლე­ლოს" 80 წლის იუ­ბი­ლეს ეძღვნე­ბა, სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის საქ­მე­თა მი­ნის­ტრი ლე­ვან ყი­ფი­ა­ნი და ეროვ­ნუ­ლი ოლიმ­პი­უ­რი კო­მი­ტე­ტის პრე­ზი­დენ­ტი ლერი ხა­ბე­ლო­ვი და­ეს­წრე­ბი­ან.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

"ლელოს" იუბილესთან დაკავშირებით, საქართველოში ბოლო 80 წლის საუკეთესო ქალი და მამაკაცი სპორტსმენი დასახელდება

"ლელოს" იუბილესთან დაკავშირებით, საქართველოში ბოლო 80 წლის საუკეთესო ქალი და მამაკაცი სპორტსმენი დასახელდება

გაზეთი "ლელო" დღეს ბოლო 80 წლის საქართველოს საუკეთესო ქალ და მამაკაც სპორტსმენს დაასახელებს. ღონისძიება კულტურის ცენტრ "მუზაში" 18:30 საათზე დაიწყება.

ქართველი სპორტსმენებიდან მამაკაცებსა და ქალებში, გამოკითხვის შედეგად 5-5 ნომინანტი შეირჩა. მამაკაცებიდან - დავით ყიფიანი, კახა კალაძე, მამუკა გორგაძე, ლევან თედიაშვილი და ვიქტორ სანეევი. ქალებიდან - მაია ჩიბურდანიძე, ნონა გაფრინდაშვილი, ელენე გედევანიშვილი, ქეთევან ლოსაბერიძე და ნინო სალუქვაძე.

"გამოკითხვის დაწყებისას, მკითხველს სპეციალური გრაფების მეშვეობით ნებისმიერი სპორტსმენისთვის შეეძლო ხმის მიცემა. შემდეგ ამ სპორტსმენებს შორის 5-5 საუკეთესო გამოიკვეთა და ბოლო ორი კვირის განმავლობაში სწორედ მათ შორის მიმდინარეობდა ხმის მიცემა. გამოკითხვა ვებგვერდ www.sportall.ge-ზე მიმდინარეობდა", - აღნიშნა ღონისძიების ერთ-ეთმა ორგანიზატორმა, ლაშა წიკლაურმა.

მისივე თქმით, დღეს დაჯილდოვდება ასევე "ლელოს" მიერ გამოვლენილი 2013 წლის საქართველოს საუკეთესო სპორტსმენი.

დღევანდელ დაჯილდოების ცერემონიალის პარალელურად, კულტურის ცენტრ "მუზის" ეზოში გაიმართება სპორტული ფესტივალიც, სადაც შეჯიბრები ჩატარდება ფეხბურთში, კალათბურთში. ჭადრაკში საჩვენებელ თამაშს ჩაატარებს ნონა გაფრინდაშვილი.

დღევანდელ ღონისძიებებს, რომელიც გაზეთ "ლელოს" 80 წლის იუბილეს ეძღვნება, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი დაესწრებიან.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია