გადამწვარი ავტომანქანები და სროლები სლავიანსკში

გადამწვარი ავტომანქანები და სროლები სლავიანსკში

სლავიანსკში უკრაინელმა ძალოვანებმა საბრძოლო ქმედებები განაახლეს დონეცკის ოლქის ქალაქ სლავიანსკში უკრაინელმა ძალოვანებმა წუხელ, გვიან ღამით საბრძოლო ქმედებები განაახლეს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

ლიგა.ნეტ-ის ინფორმაციით, უკრაინელმა ძალოვანებმა შეტევა მიიტანეს სლავიანსკის სხვადასხვა რაიონებში განთავსებულ სეპარატისტთა ბლოკპოსტებზე.

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქალაქი ამ დროისთვის ძალოვანების ალყაშია.

ამასთან, უკრაინელმა ძალოვანებმა ანტიტერორისტული ოპერაცია განაახლეს ქალაქ მარიუპოლშიც, სადაც სეპარატისტებმა ადგილობრივი მერიის შენობა დატოვეს.

Unian-ის ინფორმაციით, ქალაქში წუხელ მთელი ღამით სროლის ხმები ისმოდა არსებული ინფორმაციით, სეპარატისტებმა რამდენიმე ქუჩა გადაკეტეს, გადაწვეს საბურავები და ცეცხლი გაუხსნეს ავტომანქანებს.

უკრაინული მედიის ცნობით, ამ დროისთვის უცნობია დაზარალებულთა შესახებ ინფორმაცია.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა