მტკვარში ახალგაზრდა მამაკაცი ჩავარდა

 მტკვარში ახალგაზრდა მამაკაცი ჩავარდა

მაშველებმა მტკვრიდან 19 წლის მამაკაცის ამოყვანა შეძლეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, დაახლოებით 18:50 საათზე, სააგენტოში გამოძახება დაფიქსირდა. კერძოდ, გამვლელების ინფორმაციით, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ლუდის ბართან მტკვარში 19 წლის მამაკაცი იყო ჩავარდნილი.

სააგენტოს ინფორმაციით, მაშველებმა მტკვრიდან მისი ამოყვანა შეძლეს. მათივე ცნობით, მომხდარის მიზეზებს საპატრულო პოლიცია სწავლობს.

ამასთან, მტკვრიდან ამოყვანილი ახალგაზრდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ გადაუდებელი ქირურგიისა და ტრავმატოლოგიის ცენტრში გადაიყვანა.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია