ეთერ კა­კუ­ლი­ას "კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი მო­გო­ნე­ბე­ბი" და ივა­ნიშ­ვი­ლე­ბის ეზოს ლო­ბიო

ეთერ კა­კუ­ლი­ას "კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი მო­გო­ნე­ბე­ბი" და ივა­ნიშ­ვი­ლე­ბის ეზოს ლო­ბიო

ეთერ კა­კუ­ლი­ას დი­ა­სახ­ლი­სო­ბი­სა და კუ­ლი­ნა­რო­ბის ამ­ბა­ვი ყვე­ლამ კარ­გად იცის და ამას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­ხა­ლი­სო ამ­ბე­ბიც არა­ერ­თხელ მო­უ­ყო­ლია. რო­გორც აღ­ნიშ­ნავს, მზა­რე­უ­ლო­ბის არც დრო ჰქონ­და და არც სურ­ვი­ლი, სა­მა­გი­ე­როდ, მთე­ლი ცხოვ­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, გას­ტ­რო­ლე­ბით უამ­რა­ვი ქვე­ყა­ნა მო­ი­ა­რა და მა­თი სამ­ზა­რე­უ­ლო­ე­ბიც კარ­გად აით­ვი­სა.

სიმ­ღერ-სიმ­ღე­რით გა­ტა­რე­ბუ­ლი ცხოვ­რე­ბა და ავ­ტო­ბი­ოგ­რა­ფი­უ­ლი წიგ­ნი

- ჩე­მი უნი­ჭო კუ­ლი­ნა­რო­ბის შე­სა­ხებ ალ­ბათ ბევ­რი გსმე­ნი­ათ. 50 წე­ლია, სულ გას­ტ­რო­ლებ­ზე დავ­დი­ვარ და საჭ­მ­ლის კე­თე­ბა რო­დის უნ­და მეს­წავ­ლა, არა? დე­და­ჩე­მი კი შე­სა­ნიშ­ნა­ვი კუ­ლი­ნა­რი იყო. დი­ა­სახ­ლი­სო­ბა, ჭურ­ჭ­ლის ან ტან­საც­მ­ლის და­რეცხ­ვა არ მი­წევს ხოლ­მე, ყვე­ლა­ფერს ჩე­მი ანა მი­კე­თებს, რო­მე­ლიც 20 წე­ლია, ჩემ­თა­ნაა. რა ვქნა, უნ­და ვა­ღი­ა­რო, რომ ოჯა­ხურ საქ­მე­ებ­ში ზარ­მა­ცი ქა­ლი ვარ, სა­მა­გი­ე­როდ, ჩემ­სა­ვით არა­ვინ მღე­რის, გე­ნაც­ვა­ლე, დი­ა­ხაც (ი­ცი­ნის)! შე­მე­ჯიბ­რონ, აბა! ახ­ლა სა­ქარ­თ­ვე­ლოს მას­შ­ტა­ბით კონ­ცერ­ტე­ბი მაქვს და­გეგ­მი­ლი, მე­გობ­რებ­თან ერ­თად, გუნ­დი ვართ - მე და ხუ­თი ბი­ჭი, ჩვე­ნი ად­მი­ნის­ტ­რა­ტო­რიც გვყავს. მთე­ლი ცხოვ­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, შე­სა­ნიშ­ნა­ვი დრო მაქვს გა­ტა­რე­ბუ­ლი და ამით ვარ­სე­ბობ, მაგ­რამ ახ­ლა ვნა­ნობ, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი არ ჩა­ვი­წე­რე, დღი­უ­რი უნ­და მე­წარ­მო­ე­ბი­ნა. მა­შინ "ჰა­რი-ჰა­რა­ლო" ვი­ყა­ვი და ჩა­წე­რის თა­ვი მქონ­და (ი­ცი­ნის)? იმ­დე­ნი კუ­რი­ო­ზი გა­დამ­ხ­დე­ნია და არ მახ­სოვს. ბევრ რა­მეს ჩე­მი ძმა მახ­სე­ნებს ხოლ­მე, რა­ღა­ცე­ბი მას უკეთ ახ­სოვს. "უ­რა­გა­ნი­ვით" ცხოვ­რე­ბა მქონ­და, დღეს რომ თბი­ლის­ში ჩა­მო­ვი­დო­დი, მე­ო­რე დღეს ისევ სადღაც მივ­ფ­რი­ნავ­დი. 102 წლამ­დე კი ვი­ქა­ჩე­ბი, მაგ­რამ რა ვი­ცი, ცხოვ­რე­ბა ხან­მოკ­ლეა და სა­ნამ ახალ­გაზ­რ­და ხარ, ყვე­ლა­ფე­რი უნ­და მო­ას­წ­რო და იმ წლებ­ში, მე მარ­თ­ლაც ბევ­რი რამ ვნა­ხე. ავ­ტო­ბი­ოგ­რა­ფი­უ­ლი წიგ­ნი უკ­ვე მზად მაქვს - "ე­თერ კა­კუ­ლი­ა" და მა­ლე და­ი­ბეჭ­დე­ბა, სა­დაც ჩე­მი მოგ­ზა­უ­რო­ბე­ბი და ცხოვ­რე­ბაა აღ­წე­რი­ლი.

ირა­ნი და უც­ნა­უ­რი ტრა­დი­ცი­ე­ბი

- უამ­რავ ქვე­ყა­ნა­ში ვარ ნამ­ყო­ფი და ბევ­რ­ნა­ი­რი სამ­ზა­რე­უ­ლო და­მი­გე­მოვ­ნე­ბია. ახ­ლა­ხან, ირან­ში, კერ­ძოდ, თე­ი­რან­ში ვი­ყა­ვი. ბიზ­ნეს­მე­ნი ნა­ზი ალა­სა­ნია, მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ჩე­მი მე­გო­ბა­რია, ირან­თან ბიზ­ნე­სი აკავ­ში­რებს, სპარ­სუ­ლიც კარ­გად იცის და შე­მომ­თა­ვა­ზა, - წა­მო­დი, თე­ი­რა­ნი უნ­და გა­ნახ­ვოო. ამ ქა­ლაქ­ში 18 მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნი ცხოვ­რობს, წარ­მო­გიდ­გე­ნია? რაც მა­გათ სა­ქარ­თ­ვე­ლო აოხ­რეს, თა­ვის დრო­ზე... იქ რომ ჩავ­დი­ო­დი, მინ­დო­და, ყვე­ლა და­მეხ­რ­ჩო (ი­ცი­ნის). ვხუმ­რობ, რა თქმა უნ­და. იქ ხომ ქა­ლე­ბი თავ­და­ბუ­რუ­ლე­ბი და­დი­ან და ჩვენც ასე შე­ფუ­თუ­ლე­ბი ვი­ყა­ვით. ერ­თი ძა­ლი­ან მდი­და­რი კა­ცის შვილ­მა ცო­ლი შე­ირ­თო და ქორ­წილ­ში ჩვენც მიგ­ვი­პა­ტი­ჟეს. იცი, რო­გო­რი ქორ­წი­ლი იყო? მა­გა­ლი­თად, ფი­ლარ­მო­ნი­ა­ში კონ­ცერ­ტი რომ ჩა­ა­ტა­რო, მე­რე კი ა-ლა-ფურ­შე­ტი გა­მარ­თო. სიმ­ღე­რით, და­ი­რე­ბით გა­მო­დი­ოდ­ნენ მა­მა­კა­ცე­ბი და თა­ვი­ანთ ენა­ზე რა­ღა­ცებს მღე­როდ­ნენ. იქ ხომ ქალს სიმ­ღე­რის უფ­ლე­ბა არა აქვს და მე მას­პინ­ძელს ვუთხა­რი, - არ შე­იძ­ლე­ბა, სცე­ნა­ზე ავი­დე, ერ­თი სიმ­ღე­რა მეც ვიმ­ღე­რო-მეთ­ქი? გა­ოგ­ნე­ბულ­მა შე­მომ­ხე­და (ი­ცი­ნის). ქა­ლი მომ­ღე­რა­ლი სა­ერ­თოდ არ ჰყავთ, რა ჩა­მორ­ჩე­ნი­ლი ქვე­ყა­ნაა. გემ­რი­ე­ლი საჭ­მე­ლი და კარ­გი სუფ­რა კი ჰქონ­დათ, შე­სა­ნიშ­ნა­ვი ტკბი­ლე­უ­ლი­თურთ. ჭა­მის დროს ვერც კი მივ­ხ­ვ­დი, თავ­სა­ბუ­რა­ვი გა­დამ­ძ­რო­ბია და სა­მი ბი­ჭი და­მად­გა თავ­ზე - სას­წ­რა­ფოდ თავ­ზე და­ი­ხუ­რე­თო! ყვე­ლას თა­ვი­სი წე­სე­ბი აქვს... რა უც­ნა­უ­რია, არა? ქარ­თ­ვე­ლე­ბი ყვე­ლა­ზე კარ­გი ხალ­ხი ვართ, მარ­თ­ლ­მა­დი­დებ­ლე­ბი, ქარ­თ­ვე­ლებ­ზე ვგიჟ­დე­ბი, რა ვქნა, ასე­თი ერი არ არ­სე­ბობს!

ევ­რო­პა, შაქ­რი­ა­ნი კიტ­რი და ჰი­პუ­რი "კიშ­კა­ო­ბა"

- მე და "ცის­ფე­რი ტრი­ო" ევ­რო­პა­ში გას­ტ­რო­ლე­ბი­სას ლონ­დონ­ში რომ ჩა­ვე­დით, "ფე­შენ-რეს­ტო­რან­ში" შეგ­ვიყ­ვა­ნეს. ძა­ლი­ან ლა­მა­ზად გა­ფორ­მე­ბუ­ლი და გემ­რი­ე­ლი კერ­ძი მოგ­ვი­ტა­ნეს, ხორ­ცის­მაგ­ვა­რი და ისე მო­მე­წო­ნა, რამ­დენ­ჯერ­მე გად­მო­ვი­ღე. ჭა­მა რომ და­ვამ­თავ­რეთ, ისე, სხვა­თა შო­რის ვი­კითხე - რი­სი ხორ­ცი იყო-მეთ­ქი? - ლო­კო­კი­ნა­სიო, მითხ­რეს. მთე­ლი ღა­მე არ მე­ძი­ნა, ეს რა ვჭა­მე-მეთ­ქი (ი­ცი­ნის)?! მაგ­რამ უგემ­რი­ე­ლე­სი იყო, თეთ­რი ხორ­ცი ჰქონ­და. გვე­ლი­ს ხორცი და ტარ­აკა­ნი ნაღ­დად არ მი­ჭა­მია და ალ­ბათ ვერც ვე­რას­დ­როს შევ­ჭამ. რო­გო­რი ცხო­ვე­ლი უნ­და იყო ადა­მი­ა­ნი, რომ ეს ჭა­მო, არა, თამ­თა? ტკა­ცუ­ნი რომ გა­აქვს. სა­ერ­თოდ, ევ­რო­პა უფ­რო მი­ზი­დავს. ბულ­გა­რეთ­ში ხომ გავ­ზარ­დე სა­ერ­თოდ ჩე­მი შვი­ლი, სულ თან დამ­ყავ­და. და­ნი­ა­ში, კო­პენ­ჰა­გენ­ში რომ ვი­ყა­ვით, ჰი­პე­ბის აღ­ზე­ვე­ბის პე­რი­ო­დი იყო და და­მა­ინ­ტე­რე­სა, რით იკ­ვე­ბე­ბოდ­ნენ და გავ­სინ­ჯე. ჯოხ­ზე აც­მულ ხორცს იქ­ვე წვავ­დ­ნენ და ციც­ქ­ნიდ­ნენ. მდი­ნა­რის პი­რას ვის­ხე­დით მე და ეს ჰი­პე­ბი, რო­გო­რია, არა? უნ­გ­რეთ­ში რომ ვი­ყა­ვით, ვახ­შამ­ზე დაჭ­რი­ლი კიტ­რი შე­მო­ი­ტა­ნეს, რო­მელ­საც ზე­მო­დან შა­ქა­რი ეყა­რა. მსგავს სა­ში­ნე­ლე­ბას ვერ­სად შე­ჭამ... არა­და, ზრდი­ლო­ბის გუ­ლის­თ­ვის უნ­და მე­ჭა­მა... რუ­მი­ნეთ­ში ვსხედ­ვართ სუფ­რას­თან და მო­ი­ტა­ნეს ტოლ­მა, პუ­რი კი არ­სად იდო და ჩემ­და გა­საკ­ვი­რად, რა მო­ი­ტა­ნეს, იცი? ღო­მი! ვე­ხუმ­რე­ბო­დი, - რა იცო­დით, მეგ­რე­ლი რომ ვარ-მეთ­ქი (ი­ცი­ნის)?! ტოლ­მა და ღო­მი ერ­თად არც კი მსმე­ნია. რა თქმა უნ­და, არ ვჭა­მე.

შეხ­ვედ­რა ჟან მა­რეს­თან

- პა­რიზ­ში რომ მივ­დიო­დით, ჰავ­რ­ში გავ­ჩერ­დით, ნავ­სად­გუ­რი იყო. ბი­ჭებს ვუთხა­რი, - ბარ­ში შე­ვალ, ყა­ვას დავ­ლევ, თქვენ კი და­მე­ლო­დეთ-მეთ­ქი. ბარ­თან მა­ღალ სკამ­ზე შევ­ს­კუპ­დი და ყა­ვის წრუპ­ვა და­ვიწყე. ჩემ გვერ­დით, ნა­ხევ­რად ზურ­გით, ვი­ღაც მა­მა­კა­ცი იჯ­და, მაგ­რამ დი­დად ყუ­რადღე­ბა არ მი­მიქ­ცე­ვია, სიმ­პა­თი­უ­რი ზურ­გი და თა­ვი ჰქონ­და. ყა­ვის სმა რომ და­ამ­თავ­რა, ბარ­მენს უთხ­რა - "მეღ­სი­ო" და თურ­მე, ჟან მა­რე არ ყო­ფი­ლა?! იმ პრი­ვატ ოტელ­ში ერ­თი სა­ა­თით და­უს­ვე­ნია და მე­რე მი­დი­ო­და. თურ­მე მე და ჟან მა­რე ერ­თად ვსვამ­დით ყა­ვას და რა ვი­ცო­დი?!

სა­დი­ლი კოს­მო­ნავ­ტ­თან და ვალ­სი ბრეჟ­ნევ­თან

- მოს­კოვ­ში არა­ერთ ცნო­ბილ მწე­რალ­თან, მომ­ღე­რალ­თან თუ სხვა ხე­ლო­ვან­თან ვარ სტუმ­რად ნამ­ყო­ფი. ერ­თხელ, მე და ჩე­მი პი­ა­ნის­ტი - მე­დეა გონ­გ­ლი­აშ­ვი­ლი, სა­ნამ ნა­ნი ბრეგ­ვა­ძეს­თან წა­ვი­დო­და, მე კი - "რე­რო­ში", იური გა­გა­რინ­თან სახ­ლ­ში ვი­ყა­ვით მი­პა­ტი­ჟე­ბუ­ლე­ბი სა­დილ­ზე. სხვა­თა შო­რის, პრა­ღა­ში ბრეჟ­ნევ­თან ვი­ცეკ­ვე. ისე, მთე­ლი ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, რამ­დე­ნი მთავ­რო­ბა და პრე­ზი­დენ­ტი გა­მო­ვიც­ვა­ლე, ვინ მოთ­ვ­ლის... ლონ­დონ­ში რომ ვი­ყა­ვით გას­ტ­როლ­ზე, ჟე­სუს ცრყს მა­შინ და­იდ­გა, ბი­ლე­თე­ბი ძა­ლი­ან ძვი­რი ღირ­და, მაგ­რამ ჩვენ დაგ­ვ­პა­ტი­ჟეს და თუ­კი ვინ­მე იყო ჩა­მო­სუ­ლი, პო­პუ­ლა­რუ­ლი ადა­მი­ა­ნი, ყვე­ლა იქ იყო. სა­ო­ცა­რი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბით დავ­ბ­რუნ­დით. ახ­ლა რომ ვუ­ყუ­რებ, იმ­დ­რო­ინ­დე­ლი ჰო­ლი­ვუ­დი, იტა­ლია, საფ­რან­გე­თი, მა­შინ­დე­ლი ფილ­მე­ბი, სულ სხვა დო­ნე­ზე იყო, რო­გორც ჩვენ­თან არ გან­მე­ორ­დე­ბი­ან ის დი­დი და გე­ნი­ა­ლუ­რი არ­ტის­ტე­ბი, ისეა იქაც.

ტაშ­კენ­ტი და ფლა­ვის ჭა­მის ტრა­დი­ცია

- მე და "რე­როს" ტაშ­კენ­ტ­ში გვქონ­და კონ­ცერ­ტი, მე ხომ მა­თი სო­ლის­ტი ვი­ყა­ვი. იქა­ურ­მა მერ­მა ოჯახ­ში მიგ­ვი­პა­ტი­ჟა მე, გია ჭი­რა­ქა­ძე, კო­ტი­კა პევ­ზ­ნე­რი და სხვე­ბი. მრგვალ მა­გი­დას­თან ვის­ხე­დით. მათ­თ­ვის სტუმ­რის პა­ტი­ვის­ცე­მა იმა­ში გა­მო­ი­ხა­ტე­ბა, რომ შეს­ვ­ლი­სას, კარ­ში ფეხ­ზე უნ­და გა­ი­ხა­დო და ჩუსტს გაც­მე­ვენ. გა­ვი­ხა­დეთ, რა გვექ­ნა? ვახ­შამ­ზე, დიდ ლან­გარ­ზე ბრინ­ჯი ეყა­რა - ფლა­ვი, თა­ვი­სი ჭერ­მის ჩი­რით, ქლი­ა­ვე­ბით და ა.შ. უგემ­რი­ე­ლე­სი, მაგ­რამ იცით, რას აკე­თე­ბენ პა­ტი­ვის­ცე­მის ნიშ­ნად? ოჯა­ხის უფ­რო­სი მა­მა­კა­ცი ბრინჯს მუ­ჭით იღებს, გუნ­დას აკე­თებს და ამ ლუკ­მას სტუ­მარს უდებს პირ­ში. ისე­თი შა­ვი ხე­ლე­ბი ჰქონ­და, ზუს­ტად ვი­ცო­დი, რომ ვერ შევ­ჭამ­დი და ჩე­მი რი­გი რომ მო­ვი­და, მო­ვუ­ბო­დი­შე, სა­პირ­ფა­რე­შო­ში გა­ვალ-მეთ­ქი. აბა, იმას ვე­რაფ­რით ვერ ჩა­ვი­დებ­დი...

- ქარ­თ­ვე­ლებ­მა რა კარ­გი გა­მას­პინ­ძ­ლე­ბა ვი­ცით, არა?

- რას ამ­ბობ, ჩვენ­ნა­ი­რი ხალ­ხი არ არ­სე­ბობს! ცო­ტა ერ­თ­მა­ნე­თი რომ შე­ვიყ­ვა­როთ უფ­რო მე­ტად, კარ­გი იქ­ნე­ბო­და. ერ­თი კარ­გი სიმ­ღე­რა მაქვს - "ქარ­თ­ვე­ლე­ბო, შე­ვიყ­ვა­როთ ერ­თ­მა­ნე­თი", ახ­ლა უნ­და ჩავ­წე­რო და კლი­პი გა­და­ვი­ღო, ვგიჟ­დე­ბი, ისე მინ­და! ისე­დაც ცო­ტა­ნი ვართ - ორი მი­ლი­ო­ნი და საჭ­მე­ლე­ბი რა კარ­გი გვაქვს, არა (ი­ცი­ნის)?! ყვე­ლა კუთხეს თა­ვი­სი სამ­ზა­რე­უ­ლო აქვს და ეს მომ­წონს, მაგ­რამ ნუ­რა­ვის ეწყი­ნე­ბა და მე მა­ინც მგო­ნია, რომ ყვე­ლა­ზე გემ­რი­ე­ლი კერ­ძე­ბი მეგ­რე­ლებს გვაქვს. ასე­თი ღო­მი, სა­ცი­ვი, შემ­წ­ვა­რი გო­ჭი, ხა­ჭა­პუ­რი - არ­სა­დაა! ხაშ­ლა­მას მირ­ჩევ­ნია, რა ვქნა (ი­ცი­ნის)?! სა­მეგ­რე­ლო­ში რომ ჩავ­დი­ვარ, შე­სა­ნიშ­ნა­ვი სუფ­რე­ბი იშ­ლე­ბა ხოლ­მე, და­ჯე­ქი და მი­ირ­თ­ვი.

- სას­მე­ლი თუ გიყ­ვართ?

- შენ წარ­მო­იდ­გი­ნე, არა. მე ხომ ენატ­ლი­კი­ნა ვარ და ყვე­ლას ჰგო­ნია, რომ და­ლე­ვა მიყ­ვარს, კარ­გი თა­მა­და და მო­ქე­ი­ფე შე­იძ­ლე­ბა ვი­ყო, მაგ­რამ ასე სუ­ლაც არ არის. ლა­პა­რა­კი მიყ­ვარს და იუმო­რი მაქვს, თო­რემ სას­მე­ლი - არა. ექიმ­მა კი გა­მო­მი­წე­რა შა­ვი ღვი­ნო, მაგ­რამ ვერ ვსვამ. ახ­ლა ხსნად ყა­ვა­ში ვას­ხამ ხოლ­მე ცო­ტა შავ ღვი­ნოს, ცო­ტა ლი­მო­ნის წვენ­საც ვა­მა­ტებ და გემ­რი­ე­ლია. ლი­მო­ნი კარ­გი რა­მეა, ბევრს ვჭამ ხოლ­მე.

კუ­ვე­ი­ტუ­რი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი და პირ­ვე­ლი ვი­დეო

- კუ­ვე­ი­ტი ხომ ძა­ლი­ან მდი­და­რი ქვე­ყა­ნაა და იქ რომ ჩა­ვე­დით, სუფ­რა­ზე ნამ­დ­ვი­ლი ოქ­რო­სა და ბა­ჯაღ­ლოს ჭურ­ჭე­ლი - თეფ­შე­ბი, და­ნა-ჩან­გა­ლი, ჭი­ქე­ბი დაგ­ვი­დეს. მა­ღა­ლი დო­ნის, ხუთ­ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვი­ან სას­ტუმ­რო­ში ვცხოვ­რობ­დით და არა­ფე­რი მოგ­ვ­კ­ლე­ბია, ყვე­ლა­ფე­რი იქ­ვე კეთ­დე­ბო­და, ცხელ-ცხე­ლი კერ­ძე­ბი თუხ­თუ­ხებ­და და რო­ცა ვი­კითხე, - რაც რჩე­ბა, სად მი­დის-მეთ­ქი? - ვყრი­თო, მითხ­რეს. წარ­მო­გიდ­გე­ნია? დღეს გა­კე­თე­ბულ კერძს ხვალ ვინ გა­კად­რებს? კუ­ვე­იტ­ში პირ­ვე­ლად ვჭა­მე კი­ბორ­ჩხა­ლე­ბი და უგემ­რი­ე­ლე­სი იყო, ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა. სხვა­თა შო­რის, მა­შინ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ვი­დე­ო­მოწყო­ბი­ლო­ბე­ბი ჯერ არ იყო შე­მო­სუ­ლი და იქი­დან ჩა­მო­ვი­ტა­ნე. ისე და­ემ­თხ­ვა, რომ ჩე­მი და­ბა­დე­ბის დღე მო­დი­ო­და და იქ უნ­და აღ­მე­ნიშ­ნა, ამი­ტომ თბი­ლი­სი­დან რამ­დე­ნი­მე ბოთ­ლი შამ­პა­ნუ­რი წა­ვი­ღე. კუ­ვე­იტ­ში სას­მე­ლი ხომ აკ­რ­ძა­ლუ­ლია, მაგ­რამ ვი­ნა­ი­დან და­ბა­დე­ბის დღე მქონ­და, შე­მა­ტა­ნი­ნეს და ეს შამ­პა­ნუ­რე­ბი იქ ერ­თ­მა კაც­მა რომ ნა­ხა, იმ­დე­ნად მო­უნ­და, მთხო­ვა, ოღონდ ერ­თი ბოთ­ლი მო­მე­ცით და ვი­დე­ო­ში გა­გიც­ვ­ლი­თო. მეც, რა თქმა უნ­და, დი­დი სი­ა­მოვ­ნე­ბით დავ­თან­ხ­მ­დი.

ივა­ნიშ­ვი­ლე­ბის მჭა­დი და ლო­ბიო

- ძა­ლი­ან მიყ­ვარს მჭა­დი და ყვე­ლი, გან­სა­კუთ­რე­ბით, საჩხე­რის. ამას წი­ნათ, გაგ­ვი­თავ­და და ჩა­მო­მი­ტა­ნეს. ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის დე­დას­თან - ცი­ცი­ნოს­თან ვი­ყა­ვი სტუმ­რად, ჩე­მი მე­გო­ბა­რია, შე­სა­ნიშ­ნა­ვი ქალ­ბა­ტო­ნია და თა­ვი­სი ეზოს ლო­ბიო გა­მო­მა­ტა­ნა. იცი, რა გემ­რი­ე­ლი იყო?! ეგე­თი გემ­რი­ე­ლი არ­სად მი­ჭა­მია. მე­რე ვე­ხუმ­რე­ბო­დი, რა ყვე­ლა­ფე­რი გემ­რი­ე­ლი გა­მოგ­დის, შვი­ლი ხომ გემ­რი­ე­ლი გა­ა­ჩი­ნე, ახ­ლა ეს ლო­ბი­ოც-მეთ­ქი (ი­ცი­ნის)?! ცი­ცი­ნო ორი წლის წინ გა­ვი­ცა­ნი. ჩემ მი­მართ დი­დი სიმ­პა­თი­ით ყო­ფი­ლა გან­წყო­ბი­ლი, გაც­ნო­ბა უნ­დო­და და საჩხე­რე­ში კონ­ცერ­ტი რომ ჩა­ვა­ტა­რეთ, მე­რე და­თო ივა­ნიშ­ვი­ლის ეზო­ში სუფ­რა გაგ­ვი­შა­ლეს, იქ ცი­ცი­ნომ თა­ვი­სი შა­ვი ღვი­ნო მო­ა­ტა­ნი­ნა და თვი­თონ ერ­თი ბოთ­ლი ისე და­ლია, თვა­ლი არ და­უ­ხამ­ხა­მე­ბია და რამ­დე­ნი წლი­საა, იცი? 92-ის! და­ლიეო, მეც მა­ძა­ლებ­და და ერ­თი ჭი­ქა რომ შევ­ს­ვი, ისე­თი "ჟუ­ჟუ­ნა" გავ­ხ­დი (ი­ცი­ნის)! ცი­ცი­ნოს­თან ცო­ტა ხნის წი­ნა­თაც ვი­ყა­ვი, მარ­თ­ლა ძა­ლი­ან საყ­ვა­რე­ლი ქა­ლია, მხი­ა­რუ­ლი, კარ­გი იუმო­რის მქო­ნე. ბი­ძი­ნა გა­რეგ­ნო­ბით დე­დას ძა­ლი­ან ჰგავს. ის ხომ მე­ხუ­თე შვი­ლია და ცი­ცი­ნოს ვე­უბ­ნე­ბო­დი, - რა კარ­გია, აბორ­ტი რომ არ გა­ი­კე­თე, თო­რემ რა ეშ­ვე­ლე­ბო­და ამ ქვე­ყა­ნას-მეთ­ქი (ი­ცი­ნის)?! თურ­მე, აპი­რებ­და, იცი? ქმარს მე­ხუ­თე შვი­ლი აღარ უნ­დო­და და - აბორ­ტი გა­ი­კე­თეო, უთ­ქ­ვამს. - გი­ნე­კო­ლოგ­თან ორ­ჯერ წა­ვე­დი და არ გა­მი­კე­თაო, მიყ­ვე­ბო­და. აბა, ამ ამ­ბავ­ში უფ­ლის ხე­ლი არ ურე­ვია? რა შვი­ლი და­ბა­და! კარ­გია, რომ შვილ­მა ასე გა­უ­მარ­თ­ლა. ბად­რი პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლიც ხომ ასე იყო, უჭირ­და და თა­ვი­სი ჭკუ­ით რამ­დენს მი­აღ­წია. 52 წლის ყო­ფი­ლა, რომ გარ­და­იც­ვა­ლა და რამ­დენ რა­მეს მო­ას­წ­რებ­და კი­დევ? გა­ლაკ­ტი­ო­ნი 68 წლის ყო­ფი­ლა, ახ­ლა რომ ვუ­ყუ­რებ, არა­ფე­რი ასა­კი არ არის. ამა­ზე გა­მახ­სენ­და, მე­ზობ­ლის ბავ­შ­ვი მე­ხუ­თე კლას­შია და უთ­ქ­ვამს - კი­დევ კარ­გი, ილია ჭავ­ჭა­ვა­ძე მოკ­ლეს, თო­რემ რამ­დენ რა­მეს და­წერ­და და რა ის­წავ­ლი­დაო (ი­ცი­ნის)?!

მო­ხარ­შუ­ლი ქა­თა­მი

- ერ­თხელ, ქა­თა­მი რომ მოვ­ხარ­შე, ის ამ­ბა­ვი იცი? დე­და­ჩემს გრი­პი ჰქონ­და, იწ­ვა და მთხო­ვა, - რა­მე გა­მი­კე­თეო. თურ­მე, ეს ქა­თა­მი უნ­და გა­მო­მე­შიგ­ნა, შენ იცო­დი? მე არ ვი­ცო­დი. გა­მო­ვი­ღე მა­ცივ­რი­დან, ჩა­ვაგ­დე ცხელ წყალ­ში და დუღს. სა­ში­ნე­ლი სუ­ნი დატ­რი­ალ­და, მაგ­რამ ვი­ფიქ­რე, ალ­ბათ ქა­თამ­მა ასე იცის-მეთ­ქი. მე­რე, მე­ზო­ბე­ლი შე­მო­ვი­და. მიხ­ვ­და, რა­ღაც სი­სუ­ლე­ლე რომ გა­ვა­კე­თე და ქვაბ­ში რომ ჩა­ი­ხე­და, ქა­ლი ჭკუ­ი­დან გა­დად­გა (ი­ცი­ნის). ბა­ზარ­ში წა­ვი­და ისე, რომ დე­და­ჩემს არა­ფე­რი გა­ე­გო, ახა­ლი ქა­თა­მი მო­ი­ტა­ნა, გა­ამ­ზა­და, მოვ­ხარ­შეთ და დე­და­ჩემს რომ შე­ვუ­ტა­ნეთ, ისე გა­უ­ხარ­და, - რა ბედ­ნი­ე­რი ვარ, ჩემ­მა შვილ­მა რა­ღაც გა­ა­კე­თაო (ი­ცი­ნის). არა­და, რა იცო­და, რა წუ­თე­ბი გა­და­ვი­ტა­ნე. მა­შინ ალ­ბათ 25 წლის ვიქ­ნე­ბო­დი.

თამ­თა და­დე­შე­ლი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება