გამოკითხულთა უმრავლესობა ბიძინა ივანიშვილის მიერ გიორგი მარგველაშვილის კრიტიკას არ ამართლებს

გამოკითხულთა უმრავლესობა ბიძინა ივანიშვილის მიერ გიორგი მარგველაშვილის კრიტიკას არ ამართლებს

NDI-ის კვლევის თანახმად, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის მიერ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის კრიტიკას გამოკითხულთა უმრავლესობა არ ამართლებს.

კითხვაზე, ამართლებს თუ არა ბიძინა ივანიშვილის მიერ მარგველაშვილის კრიტიკას, გამოკითხულთა 40% პასუხობს, რომ არ ამართლებს, 35% - ამართლებს, არ იცის - 24%-მა.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ ყოფილი პრემიერის მარგველაშვილისადმი კრიტიკას ყველაზე მეტად თბილისში ამართლებენ - 41%, ხოლო 38 % არ ამართლებს.

გარდა ამისა, NDI-მ მოქალაქეებსაც დაუსვა შეკითხვა, იცოდნენ თუ არა მათ ბიძინა ივანიშვილის მიერ მარგველაშვილის კრიტიკის შესახებ, 73 პროცენტმა ამის შესახებ იცოდა, 21%-მა არ იცოდა, ხოლო 6%-მა კითხვაზე პასუხი არ გასცა.

კვლევის საველე სამუშაოები 26 მარტიდან 18 აპრილის პერიოდში ჩატარდა და 3 942 ადამიანი გამოიკითხა.

იხილეთ ასევე:

- გამოკითხულთა 49% მიიჩნევს, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ სამუშაო ადგილების რაოდენობა იგივე დარჩა

- გამოკითხულთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კრიმინალი იგივე დარჩა

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა