სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"აფრიკული ნაწნავები ჯერ ჩემმა ყოფილმა დედამთილმა და მულმა გაიკეთეს" - ნანიკო ხაზარაძის ახალი იმიჯი
"აფრიკული ნაწნავები ჯერ ჩემმა ყოფილმა დედამთილმა და მულმა გაიკეთეს" - ნანიკო ხაზარაძის ახალი იმიჯი

"დღის შოუს" წამ­ყვან­მა ნა­ნი­კო ხა­ზა­რა­ძემ "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე და­ა­ნონ­სა, რომ აფ­რი­კულ ნაწ­ნა­ვებს იკე­თებ­და და გა­და­ცე­მა­ში ნი­გე­რი­ე­ლი ტრე­ი­სი, ამ საქ­მის ოს­ტა­ტი მო­იწ­ვია, რო­მელ­მაც პირ­და­პირ ეთერ­ში და­ი­წყო წამ­ყვა­ნის ახალ ვარცნი­ლო­ბა­ზე მუ­შა­ო­ბა...

ის კი არა, ნა­ნი­კო "ცელ­ქი ბავ­შვე­ბი 2"-შიც სწო­რედ ასე­თი იმი­ჯით მო­ევ­ლი­ნე­ბა მა­ყუ­რე­ბელს. ambebi.ge ნა­ნი­კო ხა­ზა­რა­ძეს და­უ­კავ­შირ­და.

- თა­ვი­დან არც მე­გო­ნა, რას ვე­ჭი­დე­ბო­დი, ნი­გე­რი­ელ­მა ტრე­ი­სიმ, ამ საქ­მის სპე­ცი­ა­ლის­ტმა, მი­თხრა, რომ არ გა­მო­გი­ვა, მოკ­ლე თმა გაქ­ვსო, მაგ­რამ არ მო­ვეშ­ვი. საქ­მე რომ და­ი­წყო, ეშხში შე­ვი­და და 13 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩემს თავ­სა და თმას არ მო­ცილ­და. ძა­ლი­ან შრო­მა­ტე­ვა­დი საქ­მე აღ­მოჩ­ნდა. ჩემი თმის ყო­ველ ოთხ ღერს ხე­ლოვ­ნურ თმას აბამ­და და მერე იმას წნი­და. ეს ყვე­ლა­ფე­რი ისე გა­ი­წე­ლა, ბოლო ორი რიგი აღარ და­უს­რუ­ლე­ბია, მეც ვუ­თხა­რი, აღარ გინ­და-მეთ­ქი. ტრე­ი­სი ისე­თი მა­გა­რი ოს­ტა­ტია და ისე გა­მი­კე­თა, რომ ახლა ამ ნაწ­ნა­ვებ­ზე ტრაქ­ტო­რიც რომ დამ­კი­დონ, არ მომ­ძვრე­ბა. არა­და, ყვე­ლა­ფე­რი ბუ­ნებ­რი­ვად, ყო­ველ­გვა­რი წე­ბო­სა თუ სხვა დამ­ხმა­რე სა­შუ­ა­ლე­ბის გა­რე­შე გა­ა­კე­თა, მხო­ლოდ აფ­რი­კულ, ამ საქ­მით პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზმს მო­უხ­მო. თან, ისე მე­ცო­დე­ბო­და, გო­გომ დღე-დღე­ზე უნდა იმ­შო­ბი­ა­როს.

- მშო­ბი­ა­რე ქალი მუ­შა­ობ­და?

- კი, 13 სა­ა­თი ფეხ­ზე იდგა. ვთხო­ვე, იქ­ნებ ჩა­მოჯ­დე და და­ის­ვე­ნო-მეთ­ქი და ვე­რაფ­რით და­ვი­თან­ხმე. არ შე­იძ­ლე­ბა, ეს ჩემი საქ­მეა, რო­მე­ლიც ბო­ლომ­დე უნდა მი­ვიყ­ვა­ნოო. თა­ვი­დან მე­გო­ნა, რომ სა­დღაც ერთ სა­ათ­ში მოვ­რჩე­ბო­დით, მაგ­რამ ამ ყვე­ლა­ფერს მთე­ლი დღე დას­ჭირ­და. სა­ლო­ნი­დან გვი­ან ღა­მით გა­მო­ვე­დი.

- ისე, რამ გა­და­გა­წყვე­ტი­ნა ეს?

- ჩემ­მა ყო­ფილ­მა დე­დამ­თილ­მა და მულ­მა, ასე­ვე ჩემ­მა შვილ­მა გა­ი­კე­თეს ასე­თი ნაწ­ნა­ვე­ბი, მო­მე­წო­ნა და მეც მო­მინ­და. მერე ხომ გი­თხა­რით, გა­და­ცე­მა­შიც მო­ვიყ­ვა­ნე სპე­ცი­ა­ლის­ტი.

- ახლა რამ­დენ ხანს გექ­ნე­ბა ეგ ქერა ნაწ­ნა­ვე­ბი?

- ჰო, ჩემი თმის ფერ­ზეა მარ­თლაც და ისე­თი მა­გა­რია, რომ თუ გინ­და, მთე­ლი ცხოვ­რე­ბაც გქონ­დეს. ნამ­დვი­ლად კომ­ფორ­ტუ­ლი ვარ­ცხნი­ლო­ბაა.

- ძვი­რია ეგ სი­ა­მოვ­ნე­ბა?

- 500 ლარი, ამას თან ერ­თვის 12-13 სა­ა­თი და ხე­ლის სა­ო­ცა­რი ტექ­ნის­კის ტყვე­ო­ბა...

- გა­და­ცე­მა­ში ასე­თი თმით უნდა დაჯ­დე?

- აბა, რას ვი­ზამ? ის კია არა, ახლა "ცელ­ქი ბავ­შვე­ბი 2"-ის გა­და­ღე­ბა და­ი­წყო და ფილმში უნდა ვიყო ამ ვარ­ცხნი­ლო­ბით. გა­და­ღე­ბის პირ­ვე­ლი დღეა, თან, მე გავ­ხსე­ნი. ჩემს გმირს რა­ტომ­ღაც უხ­დე­ბა ეს ნაწ­ნა­ვე­ბი.

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ა­ლუ­რად "ამ­ბე­ბი.ე"-სთვის

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

"აფრიკული ნაწნავები ჯერ ჩემმა ყოფილმა დედამთილმა და მულმა გაიკეთეს" - ნანიკო ხაზარაძის ახალი იმიჯი

"აფრიკული ნაწნავები ჯერ ჩემმა ყოფილმა დედამთილმა და მულმა გაიკეთეს" - ნანიკო ხაზარაძის ახალი იმიჯი

"დღის შოუს" წამყვანმა ნანიკო ხაზარაძემ "ფეისბუქის" პირად გვერდზე დაანონსა, რომ აფრიკულ ნაწნავებს იკეთებდა და გადაცემაში ნიგერიელი ტრეისი, ამ საქმის ოსტატი მოიწვია, რომელმაც პირდაპირ ეთერში დაიწყო წამყვანის ახალ ვარცნილობაზე მუშაობა...

ის კი არა, ნანიკო "ცელქი ბავშვები 2"-შიც სწორედ ასეთი იმიჯით მოევლინება მაყურებელს. ambebi.ge ნანიკო ხაზარაძეს დაუკავშირდა.

- თავიდან არც მეგონა, რას ვეჭიდებოდი, ნიგერიელმა ტრეისიმ, ამ საქმის სპეციალისტმა, მითხრა, რომ არ გამოგივა, მოკლე თმა გაქვსო, მაგრამ არ მოვეშვი. საქმე რომ დაიწყო, ეშხში შევიდა და 13 საათის განმავლობაში ჩემს თავსა და თმას არ მოცილდა. ძალიან შრომატევადი საქმე აღმოჩნდა. ჩემი თმის ყოველ ოთხ ღერს ხელოვნურ თმას აბამდა და მერე იმას წნიდა. ეს ყველაფერი ისე გაიწელა, ბოლო ორი რიგი აღარ დაუსრულებია, მეც ვუთხარი, აღარ გინდა-მეთქი. ტრეისი ისეთი მაგარი ოსტატია და ისე გამიკეთა, რომ ახლა ამ ნაწნავებზე ტრაქტორიც რომ დამკიდონ, არ მომძვრება. არადა, ყველაფერი ბუნებრივად, ყოველგვარი წებოსა თუ სხვა დამხმარე საშუალების გარეშე გააკეთა, მხოლოდ აფრიკულ, ამ საქმით პროფესიონალიზმს მოუხმო. თან, ისე მეცოდებოდა, გოგომ დღე-დღეზე უნდა იმშობიაროს.

- მშობიარე ქალი მუშაობდა?

- კი, 13 საათი ფეხზე იდგა. ვთხოვე, იქნებ ჩამოჯდე და დაისვენო-მეთქი და ვერაფრით დავითანხმე. არ შეიძლება, ეს ჩემი საქმეა, რომელიც ბოლომდე უნდა მივიყვანოო. თავიდან მეგონა, რომ სადღაც ერთ საათში მოვრჩებოდით, მაგრამ ამ ყველაფერს მთელი დღე დასჭირდა. სალონიდან გვიან ღამით გამოვედი.

- ისე, რამ გადაგაწყვეტინა ეს?

- ჩემმა ყოფილმა დედამთილმა და მულმა, ასევე ჩემმა შვილმა გაიკეთეს ასეთი ნაწნავები, მომეწონა და მეც მომინდა. მერე ხომ გითხარით, გადაცემაშიც მოვიყვანე სპეციალისტი.

- ახლა რამდენ ხანს გექნება ეგ ქერა ნაწნავები?

- ჰო, ჩემი თმის ფერზეა მართლაც და ისეთი მაგარია, რომ თუ გინდა, მთელი ცხოვრებაც გქონდეს. ნამდვილად კომფორტული ვარცხნილობაა.

- ძვირია ეგ სიამოვნება?

- 500 ლარი, ამას თან ერთვის 12-13 საათი და ხელის საოცარი ტექნისკის ტყვეობა...

- გადაცემაში ასეთი თმით უნდა დაჯდე?

- აბა, რას ვიზამ? ის კია არა, ახლა "ცელქი ბავშვები 2"-ის გადაღება დაიწყო და ფილმში უნდა ვიყო ამ ვარცხნილობით. გადაღების პირველი დღეა, თან, მე გავხსენი. ჩემს გმირს რატომღაც უხდება ეს ნაწნავები.

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.ე"-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება