აშშ გმობს უაზრო ძალადობას ოდესაში, რომელსაც ათობით ადამიანი ემსხვერპლა, - ამის შესახებ "ბიბისი" იუწყება. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, მიუღებელია ის ძალადობა და ქაოსი, რომელსაც ათობით ადამიანი ემსხვერპლა.
"მიუღებელია ის ძალადობა და ქაოსი, რომელმაც გამოიწვია უაზრო მსხვერპლი და ათობით ადამიანის დაშავება. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, ერთობლივი თანამშრომლობისკენ, სიმშვიდის, კანონიერებისა და წესრიგის აღდგენის მიზნით. ამასთან მოვუწოდებთ უკრაინის ხელისუფლებას, დაიწყოს გამოძიება და ყველა დამნაშავე პასუხისგებაში მისცეს", - ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ოდესაში, გუშინ სეპარატისტებსა და უკრაინის ერთიანობისთვის მხარდამჭერთა შორის შეტაკებების შედეგად, ბოლო ინფორმაციით, 43 ადამიანი დაიღუპა, 200-მდე კი დაშავდა.
მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.