სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ლიზა ბაგრატიონი კვლავ შეყვარებულია - მომღერლის რჩეული ალტისტია
ლიზა ბაგრატიონი კვლავ შეყვარებულია - მომღერლის რჩეული ალტისტია

მომ­ღე­რა­ლი ლიზა ბაგ­რა­ტი­ო­ნი რამ­დე­ნი­მე წე­ლია, აქ­ტი­უ­რად აღა­რაა ჩარ­თუ­ლი ქარ­თულ შო­უ­ბიზ­ნეს­ში. ინ­ტერ­ვი­უ­ებ­ზე იშ­ვი­ა­თად თან­ხმდე­ბო­და და თუკი პრე­სას­თან მა­ინც გა­და­წყვეტ­და გა­სა­უბ­რე­ბას, გუ­ლის­ტკი­ვი­ლით აღ­ნიშ­ნავ­და, რომ იმ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც წყვეტ­დნენ, ვინ ყო­ფი­ლი­ყო სცე­ნა­ზე, აღარ ახ­სენ­დე­ბო­დათ. ჩემ­თვის მა­ინც ვმღე­რი და აუ­ცი­ლებ­ლად დავ­ბრუნ­დე­ბიო, მუ­დამ აღ­ნიშ­ნავ­და მომ­ღე­რა­ლი.

სიმ­ღე­რის გარ­და მისი საქ­მი­ა­ნო­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სფე­როს უკავ­შირ­დე­ბა, ერთ-ერთ ცნო­ბილ ღვი­ნის კომ­პა­ნი­ა­ში მუ­შა­ობს პი­არ­მე­ნე­ჯე­რად. ბევ­რჯერ უთ­ქვამს, რომ თავს შე­მოქ­მედ ადა­მი­ა­ნად მი­იჩ­ნევს და იმე­დი აქვს, რომ ახ­ლან­დე­ლი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი პა­უ­ზა უბ­რა­ლოდ შეს­ვე­ნე­ბაა და აუ­ცი­ლებ­ლად იტყვის თა­ვის სათ­ქმელს.

ლიზა ბაგ­რა­ტი­ონს გვა­რის გამო არას­დროს ჰქო­ნია ოჯახ­ში რა­ი­მე შე­ზღუდ­ვა. ყო­ველ­თვის თვი­თონ წყვეტ­და, რა ჩა­ეც­ვა, რო­მე­ლი გვა­რის წარ­მო­მად­გე­ნელ­თან ემე­გობ­რა და ვინ შე­ეყ­ვა­რე­ბი­ნა. ბე­ბი­ა­მისს, რო­მე­ლიც ასე­ვე სა­მე­ფო გვა­რის სის­ხლს ატა­რებ­და, მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე მო­თხოვ­ნა ჰქონ­და.

არ უნ­დო­და, ლიზა გა­რუ­ჯუ­ლი­ყო, რად­გან მი­აჩ­ნდა, რომ სა­მე­ფო გვა­რის წარ­მო­მად­გე­ნელ ქალს გა­რუ­ჯულს არ უნდა ევლო. მისი სურ­ვი­ლი იყო, ლი­ზას თმა არ შე­ეჭ­რა. ფიქ­რობ­და, რომ ბაგ­რა­ტი­ო­ნის ქა­ლებს გრძე­ლი თმა უნდა ჰქო­ნო­დათ. ბაგ­რა­ტი­ო­ნე­ბის გვა­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის ერთ-ერთ ასეთ სა­ხა­სი­ა­თო გა­მოვ­ლი­ნე­ბას ლიზა, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, არ ემორ­ჩი­ლე­ბო­და.

კარ­გი გვა­რის ოჯახ­ში გაზ­რდილ ბავ­შვს ფორ­ტე­პი­ა­ნო­ზე დაკ­ვრა და სიმ­ღე­რა უნდა სცოდ­ნო­და, მაგ­რამ ლი­ზამ ფორ­ტე­პი­ა­ნო­ზე დაკ­ვრა ვერ შე­იყ­ვა­რა.

მარ­თა­ლია, რო­გორც უკვე მო­გახ­სე­ნეთ, ლი­ზას შე­მოქ­მე­დე­ბი­თი პა­უ­ზა აქვს, მისი პი­რა­დი ცხო-ვრე­ბა ყო­ველ­თვის გან­ხილ­ვის სა­გა­ნი ხდე­ბა. მომ­ღერ­ლის პირ­ვე­ლი მე­უღ­ლე გი­ორ­გი ლე­ო­ნი­ძე იყო, რო­მე­ლიც წლე­ბის წინ "პირ­ვე­ლი არ­ხის" დი­რექ­ტო­რად მუ­შა­ობ­და.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის გაგ­რძე­ლე­ბა

იხი­ლეთ ასე­ვე: ლიზა ბაგ­რა­ტი­ო­ნი მე­გო­ბარ მა­მა­კაც­თან ერ­თად ნიუ-იორკში (+4 ფოტო)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ლიზა ბაგრატიონი კვლავ შეყვარებულია - მომღერლის რჩეული ალტისტია

ლიზა ბაგრატიონი კვლავ შეყვარებულია - მომღერლის რჩეული ალტისტია

მომღერალი ლიზა ბაგრატიონი რამდენიმე წელია, აქტიურად აღარაა ჩართული ქართულ შოუბიზნესში. ინტერვიუებზე იშვიათად თანხმდებოდა და თუკი პრესასთან მაინც გადაწყვეტდა გასაუბრებას, გულისტკივილით აღნიშნავდა, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც წყვეტდნენ, ვინ ყოფილიყო სცენაზე, აღარ ახსენდებოდათ. ჩემთვის მაინც ვმღერი და აუცილებლად დავბრუნდებიო, მუდამ აღნიშნავდა მომღერალი.

სიმღერის გარდა მისი საქმიანობა საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროს უკავშირდება, ერთ-ერთ ცნობილ ღვინის კომპანიაში მუშაობს პიარმენეჯერად. ბევრჯერ უთქვამს, რომ თავს შემოქმედ ადამიანად მიიჩნევს და იმედი აქვს, რომ ახლანდელი შემოქმედებითი პაუზა უბრალოდ შესვენებაა და აუცილებლად იტყვის თავის სათქმელს.

ლიზა ბაგრატიონს გვარის გამო არასდროს ჰქონია ოჯახში რაიმე შეზღუდვა. ყოველთვის თვითონ წყვეტდა, რა ჩაეცვა, რომელი გვარის წარმომადგენელთან ემეგობრა და ვინ შეეყვარებინა. ბებიამისს, რომელიც ასევე სამეფო გვარის სისხლს ატარებდა, მხოლოდ რამდენიმე მოთხოვნა ჰქონდა.

არ უნდოდა, ლიზა გარუჯულიყო, რადგან მიაჩნდა, რომ სამეფო გვარის წარმომადგენელ ქალს გარუჯულს არ უნდა ევლო. მისი სურვილი იყო, ლიზას თმა არ შეეჭრა. ფიქრობდა, რომ ბაგრატიონის ქალებს გრძელი თმა უნდა ჰქონოდათ. ბაგრატიონების გვარის წარმომადგენლების ერთ-ერთ ასეთ სახასიათო გამოვლინებას ლიზა, რასაკვირველია, არ ემორჩილებოდა.

კარგი გვარის ოჯახში გაზრდილ ბავშვს ფორტეპიანოზე დაკვრა და სიმღერა უნდა სცოდნოდა, მაგრამ ლიზამ ფორტეპიანოზე დაკვრა ვერ შეიყვარა.

მართალია, როგორც უკვე მოგახსენეთ, ლიზას შემოქმედებითი პაუზა აქვს, მისი პირადი ცხო-ვრება ყოველთვის განხილვის საგანი ხდება. მომღერლის პირველი მეუღლე გიორგი ლეონიძე იყო, რომელიც წლების წინ ''პირველი არხის'' დირექტორად მუშაობდა.

იხილეთ სტატიის გაგრძელება

იხილეთ ასევე: ლიზა ბაგრატიონი მეგობარ მამაკაცთან ერთად ნიუ-იორკში (+4 ფოტო)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება